რესტორნიდან ახლად გამოსული ორი ახალგაზრდა ბილიკს ერთად მიუყვებოდნენ და სხვადასხვა თემებზე საუბრობდნენ. დაახლოებით ნახევარი საათი ასე დადიოდნენ, იცინოდნენ, ხანაც უბრალოდ ჩუმად იყვნენ და ერთმანეთს შესცქეროდნენ.
ჯონგუკს მართლაც კარგი მსახიობობის ნიჭი აქვს, ის სულაც არ იყო დაინტერესებული გოგონათი თუმცა თავს ისე აჩვენებდა თითქოს პირველივე დანახვისას შეუყვარდა. ამბობენ თვალები სულის სარკეაო თუმცა დამერწმუნეთ, იგივეს ჯონგუკზე ვერ იტყვით.უცბად საშინელმა წვიმამ დასცხო ჯონგუკმა მოსაცმელი გაიხადა და გოგონას თავს ზემოთ დაიჭირა რადგან არ დასველებულიყო.
-წამოდი ჩემი სახლი ახლოსაა მალე მივალთ.
-შენი სახლი? იციი..
-ნუღელავ მასეთი არ ვარ, ახლა კი თუ არ გინდა რომ აქ სიცივისგან მოკვდე ფეხს აუჩქარელამაზად გაუღიმა ჯონგუკმა გოგონას, მანაც იგივეთი უპასუხა და სახლში გაჰყვა.
•ნახევარი საათის შემდეგ•
პირსახოც შემოხვეული გოგონა აბაზანიდან გამოდის მაგრამ ოთახში ვერავის ხედავს.-ჯონგუკ..?-ოდნავ ხმამაღალი ხმით თქვა გოგონამ.
-ტანსაცმელი საწოლზე დევს ჩაიცვი და ჩამოდი.გოგონას გაეღიმა, უკვე დარწმუნდა კიდეც რომ ის მართლა არაა ისეთი ტიპის ბიჭი რომლებსაც გოგონები მოტყუებით მიჰყავთ სახლში და.. ნუ ხომ ხვდებით.
გოგონამ მალევე მოირგო ჯონგუკის შარვალი და ჰუდი რომლებიც მის ტანზე ძალიან დიდი ჩანდა. ცოტახანს საწოლზე ჩამოჯდა და მისი მზერა ოთახს შეავლო, ბატონ ჯონს მართლაც რომ დახვეწილი გემოვნება ჰქონდა, ოთახი ძალიან ლამაზად და კლასიკურად იყო მოწყობილი. უცებ გოგონამ რაღაც დიდ ყუთს მოჰკრა თვალი რომელიც ოთახის კუთხეში იდო, ინტერესს ვერ სძლია და ყუთთან მივიდა, გახსნა და რას ხედავს, 10ზე მეტი სხვადასხვა სახეობის იარაღი. გოგონას თვალები გაუფართოვდა, ყველაფერს ელოდა მაგრამ არა იარაღებს, მალევე გონს მოვიდა და ისევ დახურა ყუთი.
![](https://img.wattpad.com/cover/349889107-288-k170639.jpg)