ერთ დროს ვფიქრობდი,რომ ნამდვილი სიყვარულის იდეა,უბრალოდ ხალხილს ილუზიას წარმოადგენდა,რათა ამ ილუზიითვე შეემკოთ სიყვარულის ნაკლოვანებები.მწამდა,რომ სიყვარული იმდენად უნაკლო უნდა ყოფილიყო,რომ მას ილუზიით შეფარვა სულაც არ უნდა დასჭირვებოდა.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა,დრომ კი ფიქრებიც თავისი მიმართულებით წაიყვანა და მიმაცილა იმ დასკვნამდე,რომ სიყვარულიც ისეთივე გამოცდაა,როგორიც სხვა დანარჩენი...თუმცა ის სწორედ იმით განსხვავდება სხვა დანარჩენისაგან,რომ სიყვარული თავად გძერწავს არსებად,რომელიც ახლოსაა სრულყოფულებსთან.
იმ დროს,ყოველ ჯერზე,როდესაც წრფელ სიყვარულს წარმოვიდგენდი,თვალწინ შიშველი,მაღალ იდეალზე დამდგარი გრძნობა მიდგებოდა და მიკვირდა,რატომ ვერ ვხედავდი მის რეალიზებულ სახეს.მეგონა,რომ სიყვარული სასწაულებრივად შეეყრებოდა ადამიანს და იმ მომენტიდან სამყარო დატკბობას დაიწყებდა.
მაგრამ ახლა ვხვდები,რომ წრფელი სიყვარული არ არის მეოცნების შვება და თავშესაფარი,არამედ ის ნამდვილი შემდგარი გრძნობაა, რომელიც ნდობაზე, მოთმინებაზე, კომორომისზე,ურთიერგაგებაზე,განვითარებაზე,ვნებაზე და თავდადებაზეა დამყარებული.
თუ გიყვარს,იქნება თავთან ჭიდილი,რომ სხვის სამყაროს გაუგო.
თუ გიყვარს,იქნება წყენა,რომ ისწავლო სხვისი თვალით დანახვა...შეგრძნება. თუ გიყვარს,იქნება კამათი,რომ გამონახო ორ სამყაროს შორის ნათელი წერტილი. თუ გიყვარს,იქნება დარდი,რომ მზად იყო მისი სამყაროს ღრმულშიც იომო ერთიანობის გადასარჩენად.მართალია სიყვარულს საფუძველს წამიერი ლტოლვა უყრის,მაგრამ მისი საბოლოო სახე შრომითა და მონდომებით ყალიბდება.
წრფელი სიყვარულის განცდა რთულ ბილიკზე დაცემას ჰგავს.ყოველ წამოდგომაზე თითქოსდა ახლით ივსები,ერთ დაცემაზე პატიებას სწავლობ,მეორეზე ნდობას,მესამესე მოთმინებას,მეოთხეზე გაგებას,მეექვსეზე მიღებას,ხოლო როდესაც გზად ნაკლები წინაღობა შეგხვდება და საბოლოოდ ჩამოიცილებ მანკიერ ფათერაკებს, წრფელი გულით მიხვალ სიყვარულთან და მასში გადაეშვები.
ნაკლოვანებები,რომლებიც მეგონა რომ სიყვარულს სდევდა თან,რეალურად ჩვენს შიგნით არსებული ჩვევები და ფათერაკებია ,რომლებისგანაც, სწორედ რომ სიყვარულისაკენ მიმავალ გზაზე ვთავისუფლდებით.
სწორედ ის არის ღმერთისაგან მოვლენილი გამოცდა,რომელიც ცხოვრების ყველა ასპექტში გამოგვცდის და გამარჯვების შემთხვევაში, ასწავლის ჩვენს მანკიერ სულებს სიწრფელესა და მდგრადობას.