ღამე უსასრულოდ გაიწელა. მიწაზე ხეტიალის გამო ვერ ამჩნევდნენ თუ როგორი ლამაზი იყო ცა. იასამნისფერი ცის ფონზე სამი მთვარე ერთმანეთს კვეთდა. ერთი შედარებით მკვეთრად ანათებდა და ნორმალური ზომისას ჰგავდა, მეორე დიდი და ნახევრად შავი, მესამე საკმაოდ დიდი, ფერი თითქმის დაკარგული, შუაში სვეტით. თითქოს სწორედ ეს ხაზი უშლიდა არსებობას.
-რაკის მთვარე ნელ-ნელა ქრება - ჩაილაპარაკა ბონიმ, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე მათ თვალს არ აცილებდა.
-რაკის მთვარე? - ნაილმა ჩაილაპარაკა - ეგ რას ნიშნავს? ან რატომ ქრება?
გოგონამ თავით ცისკენ ანიშნა.
-ეს სამი ლეგენდარული მთვარეა. მათი დანახვა მხოლოდ შივის ტყეში შეიძლება - გოგონამ მცირე პაუზა გააკეთა, ყველა მას უყურებდა - როგორც ჩანს სწორედ შივის ტყეში ვართ ამჟამად. როდესაც სამი მთვარე გაქრება, ამოვა ერთი. ცუდი, ცუდი მთვარე და მაშინ რაღაც მოხდება.
-რაღაც? - შენონმა ბონის ნათქვამი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
-არავინ იცის რა. გამქრალა ერთი, ორი, მაგრამ მესამე ყოველთვის რჩებოდა ხოლმე, და შესაბამისად არასდროს გამოჩენილა მეოთხე, ცუდი მთვარე.
-ასეთი რაღაც პირველად მესმის -მწკრივის ბოლოდან რაილის ხმა გაისმა.
-რათქმაუნდა შენ ხომ ადამიანი ხარ - ბონიმ თმები უკან მოიყარა- მოსალოდნელი არ იყო რომ გცოდნოდა.
# # #
წელიწადის ის დრო იდგა, როდესაც ღამე გაცილებით გრძელია ვიდრე დღე. ერთისმხრივ ეს კარგი იყო, თავშესაფრის წევრები იმაზე მეტს დადიოდნენ ვიდრე ეძინათ.
-შეიძლება ვილაპარაკოთ? - რაილის წინ ბოხი ხმა გაისმა.
-რათქმაუნდა - ზეინს თავდახრილმა გასცა პასუხი , მიუხედავად იმისა რომ მისკენ ზურგით იდგა, მაინც ვერ გაბედა თავის მაღლა აწევა.
-არ მინდა ცუდად გამიგო. მაშინ.. სწორად ვერ ვაზროვნებდი და მეგონა რომ ერთის სიკვდილი აჯობებდა თერთმეტივეს სიკვდილს. უნდა დაგხმარებოდი..ჰარიმ რაც თქვა.
-ჰარიმ რაც თქვა მთლად სიმართლე არ არის - გოგონას ლაპარაკი უძნელდებოდა, რადგან ცრემლების შეკავების გამო კისერში უზარმაზარი ბურთი ჰქონდა გაჩრილი - როდესაც ასეთ პირობებში ხარ, გადაწყვეტილებების მიღება უნდა შეგეძლოს. თავგანწირვა ზოგადად სისუსტის ნიშანია. თუ გინდა რამეს მიაღწიო მსხვერპლის გაღებაც მოგიწევს.
-მე ასე არ ვფიქრობ - უეცრად ზეინი შემოტრიალდა - რა აზრი აქვს გამარჯვებას თუ ... მარტო იზეიმებ? "ბედნიერება მაშინაა ნამდვილი როდესაც ვინმესთვის გაზიარება შეგიძლია "
არავინ იცის რამ აიძულა რაილი, თუმცა ცოტახანში ზეინის ტუჩებს თავისით შეეხო. ეს არ იყო უხეში, დამონებული, ვნებას აყოლილი კოცნა. თვითონ ზეინისთვის რომ გვეკითხა ამას კოცნადაც არ ჩათვლიდა, რადგან უბრალოდ ერთმანეთს მიდებული ტუჩები იყო, რომელიც რაილისთვის სამყაროსთან პირისპირ შეჯახების ტოლფასი იყო.
რაილი და ზეინი წამებში ცივ ხმელეთზე გაწოლილები აღმოჩნდნენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ერთმანეთის სურვილმა აიტანეს, უბრალოდ ერთმანეთზე გადებულმა თოკებმა თავისი ქნეს და ყველა ქვეშ ჩაითრიეს.
-რახდება? რასვემალებით? - რაილიმ შენონს გადაუჩურჩულა.
-თვალებში ვერ იხედები? - სწორედ მაშინ დაინახა გოგონამ უზარმაზარი მგელი. იმაზე ბევრად დიდი ვიდრე ტელევიზორში უნახავს.
-ცეცხლი მიუშვირეთ და უკუსვლით გავერიდოთ - ლიამი ფეხზე წამოდგა,მაგრამ მალევე დააბრუნეს უკან.
-ასე არ გამოვა. მთელი ღამე უკუსვლით ვერ ვივლით. პლიუს როგორცკი გვნახავს ყმუილს დაიწყებს და მალე ალყაში ვიქნებით - ბონის ლაპარაკობდა და თან სამართებლით თოკს ჭრიდა.
-რას აპირებ? - ნაილმა უთხრა, ხოლო მიკიმ მხოლოდ შეხედა, რადგან არამგონია ამ კითხვის შესაფერისი ლექსი ცოდნოდა.
-უბრალოდ მიყურეთ - გოგონამ გამოთლილი ძელი ბიჭს გამოართვა. ცეცხლი ჩააქრო და ნადირისკენ გაემართა.
-ეს არ ქნა - ნაილმა კაბაზე წაავლო ხელი, თუმცა უკვე გვიანი იყო. - შენ ანგელოზი არ ხარ.. მოკვდები. - ჩუმად ყვიროდა, შემდეგ მიკის ჩააწვდა კისერში , თვალებით ეუბნებოდა შენი შეყვარებული ამას აპირებს და შენ ჩუმად როგორ ხარო. მიკი თავისთვის მშვიდად იყო. ალბათ იმიტომ რომ სჯეროდა ანგელოზს უბრალო მგელი ვერაფერს დააკლებდა. ან ეს ბონის პირველი შემთხვევა არ იყო.
საყურებლად დაუჯერებელია, როგორ იდგა მგელი გაუნძრევლად სანამ გოგონა მისკენ შეიარაღებული მიდიოდა. ლუი ალბათ ამას ფირზე აღბეჭდა, რამე ეგეთი რომ ჰქონოდა. შავგვრემანმა გოგონამ ჯერ ხელი გაუწოდა, მგელმა დასუნა და მასში თავი ისე მშვიდად და კომფორტულად მოათავსა, თითქოს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ არაფერი იცოდა, ან იცოდა და უბრალოდ მზად იყო ამისთვის.
ჰაერი ძაღლის წკმუტუნმა გააპო. მგლის სისხლიანი თვალები გათეთრდა და შემდეგ სრულად დაიხუჭა. ბონის ხელები სისხლით შეიღება. თუმცა მგლის სისხლზე მეტი ცრემლი დაიღვარა. ბონი ისე ტიროდა თითქოს უფალს მისთვის ანგელოზობის უფლება ჩამოერთვა.
ამ სანახაობას ყველა შორიდან უყურებდა. არავის უნდოდა ჩარევა და იმ გრძნობის გაგება, რასაც ბონი გრძნობდა.
როგორც წესია ისევ შეყვარებული მივიდა მასთან და ხისთვის ხელი გააშვებინა. გამოსწია და ქათქათა თოვლით იქამდე წმინდა, სანამ ჩვეული სითეთრე არ დაუბრუნა.
-შურისძიება, შურისძიება - ბუტბუტებდა გოგონა და დროგამოშვებით ცრემლებს გადმოაგდებდა ხოლმე.
მიკიმ ჯერ გაუღიმა, ხოლო შემდეგ ჩვეული ეშხიანობით მიმართა.
-"გნახე, ტიროდი — ლურჯი თვალიდან
გდიოდა ფართო ცრემლი ნათელი,
ტიროდი... ნელა დაბლა ჩავიდა
ნამი იიდან ჩამონადენი." - ბონი თითქოს არ იყო ამის ხასიათზე, მაგრამ ლექსსმა მაინც მოახდინა მისი გაღიმება. მიკის საოცარი უნარი ჰქონდა ადამიანებისთვის ტკივილი დაევიწყებინა. ის რომანტიკული ბიჭი იყო, შენთან ერთად რომ წამოწვებოდა შადრევანთან, მთლიანად დასველდებოდა და მთელი დღე ლექსს წაგიკითხავდა. ლექსით გეტყოდა რომ უყვარდი და სჭირდებოდი. მიკის იმის მოცემა შეეძლო რაც ყველა გოგოს უნდოდა. სიყვარულის და მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის.
რათქმაუნდა ბონის გაეღიმა და ღიმილი მიკისაც გადაედო.
-შენ გაიღიმე — და საფირონმა
უკან წაიღო ციმციმი ყველა,
ვერ შეძლო ცოცხალ სხივთან ცილობა,
შენ რომ აფენდი გულების მწველად.
გოგონას მკვდარი ნადირი სულ არ ახსოვდა და მიკის კისერზე ჩამოკიდებული ყველანაირი პრობლემის დავიწყებისკენ მიდიოდა.
# # #
-რას შვები? - ლიამმა გაბრაზებული მზერა ლუის მიმართა, უკვე მზე ამოდიოდა.
-ვერ ხედავ? თოკს ვიხსნი - ბიჭმა თავი გაინთავისუფლა და დანა სხვებს გაუწოდა - ეს ისეთი უსაფრთხო არ მეჩვენება, როგორც დასაწყისში. თუ რაილის შემთხვევასაც გავითვალისწინებთ.
-სწორედ ამ თოკების გამო არის რაილი ცოცხალი - ლეამ ცალი წარბი ასწია.
-მე პასუხისმგებელი ჩემს სიცოცხლეზე ვარ. სხვის გამო თავს ვერ დავიღუპავ - ლუიმ მზერა მისკენ მიაპყრო, არ უნდოდა ლეასთვის უხეშად მიემართა, მაგრამ სიტუაცია მოითხოვდა.
-ლუის ვეთანხმები - როუზი დანის რიგში ჩადგა.
-შენ ვინ გეკითხება? - ჰარიმ დამანჭული სახით ჰკითხა - საერთოდ ლაპარაკის უფლება გაქვს? - აშკარა იყო მის მუქ კანს უსვამდა ხაზს.
-სექსისტი, რასისტი, შემდეგში რითი გაგვაკვირვებ სტაილს? - როუზი დამცირების ატანას არ აპირებდა.
-დიახ სექსისტი ვარ. ამას არც ვმალავ, არც ვნანობ. ბოლოს და ბოლოს ღმერთმა შემქმნა ასეთად. მე ვინ ვარ, რომ მის სურვილს წინ აღვუდგე. მის ჩანაფიქრში სექსისტი და რასისტი ვიყავი... დაე ვიყო. - ჰარიმ გოგონას მხარზე ხელი გაკრა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დახია. თოკი მანაც გადაიჭრა და თავშესაფრისკენ გაემართა.
არავის გაუგია თუ როგორ ჩაუსისინა როუზმა
-მხოლოდ სექსისტი და რასისტი, რომ იყო. არ შეეძდებოდი თავის მოკვლას ცრემლებამდე მისული. აღიარე ჰარი, რომ ადამიანიც ხარ.
###
უკვე ყველა თავისუფლად მოძრაობდა. ძველი წესრიგი აირია. ყველა იმასთან დადიოდა ვისთანაც უნდოდა. ლიამი, ნაილი და ლუი მეთაურობდნენ, შემდეგ როუზი და ლეა, ჰარი, ზეინი, შენონი და რაილი. ბოლოს მიკი მოდიოდა ხელში აყვანილი ბონით. სიარული აშკარად უჭირდა, თუმცა გოგონას დასმას არ აპირებდა.
-წინ აღმართი გვაქვს ასასვლელი - ლიამმა გუნდს გადაუყვირა - იქნებ თოკები..?
-არაა - დაიყვირა როუზმა და ხელები გადაიჯვარედინა.
-არცაა საჭირო - ნაილმა სათვალე შეისწორა. როდესაც ნაილი სათვალეს ისწორებდა რაღაც ჭკვიანურის თქმას აპირებდა - თოვლის გროვაა ეს აღმართი. თოვლის რამდენიმე ფენა. ასვლა არ გაგვიჭირდება.
-ამით გუნდაობაც კი შეგვიძლია - მხიარულად თქვა ლუიმ, თუმცა სამხიარულოდ მხოლოდ მას ჰქონდა საქმე - კარგით, ბიჭები გოგოებს მოეხმარეთ , თავშესაფრამდე სულ ცოტა დაგვრჩა.
# # #
სანამ აღმართს გაუყვებოდნენ ლიამმა ყურსასმენები მოიმარჯვა და ჩვეულ სტიქიაში შევიდა. ყოველთვის, როდესაც რამე პრობლემის წინ იდგა გუნდი ლიამი ჩნდებოდა ყურსასმენებით. თითქოს ამ მელოდიების მოსმენა მას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებოდა. თან ისეთ ხმაზე უწევდა, რომ ფრაგმენტები ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ მაინც ვერ ხვდებოდნენ რა ტიპის მელოდია იყო.
-მზად ვარ, შეგვიძლია წავიდეთ - ბიჭმა მხრები აიჩეჩა და თოვლი ჩამოიბერტყა.
აღმართის დასაწყისში მდგარი ჰარი და ზეინი, გოგოებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარებოდნენ. როდესაც შენონი ჰარიმ გააცილა და მხოლოდ ზეინი და რიალი დარჩნენ ბოლოსკენ, ბიჭმა გოგონა შეაჩერა და მისკენ მშვიდად მოაბრუნა.
-ის კოცნა...
-ვიცი ბოდიში - როგორც წესი თავდახრილმა უთხრა რაილიმ
-იმედია ცრუ იმედებით არ აგავსე.
-ვიცი ეს ჩემი ბრალია. ამაზე შენ არ უნდა დარდობდე - რაილი მაინც არ ნანობდა იმ კოცნას.
-უბრალოდ სიყვარული არ შემიძლია. რომ შემეძლოს შენ აგირჩევდი.
-ეგ რას ნიშნავს? - რაილიმ კეფა მოიფხანა.
ზეინს კი მხოლოდ გაეღიმა.
-ვინ იცის?! იქნებ ერთ დღეს მოგიყვე რა ცოდვილიც ვარ - ბიჭმა თქმისთანავე, მარტო დატოვა გოგონა და მწვერვალისკენ დაიძრა, სადაც ყველა ელოდა.
# # #
-მზე ამოსვლას იწყებს. აჯობებს 1-2 საათით დავიძინოთ, მანამ ღამის ნისლიც გაქრება და მიმართულების დადგენასც უფრო იოლად შევძლებთ - ლიამმა ზურგჩანთა გახსნა და თავისთვის კომფორტულად მოკალათდა.
სხვებმაც მიბაძეს.
# # #
-ისევ შენ ხარ? - ლუის უკვე მეორედ აღვიძებდა მიკის სიარული თოვლზე.
ბიჭმა უბრალოდ თავი დაუკრა.
-ჩვეულებრივად საუბარი არ გიცდია? არ მოგენატრა - ახალგაღვიძებული ლუი ვერცკი ხვდებოდა რას ამბობდა.
მისმა ფრაზამ ბიჭი ოდნავ გაანაწყენა, მაგრამ არა ისე, რომ ამდგარიყო და გაცლოდა.
-დღეს ბონიმ რაღაც სასწაული ქნა. გოგოებში ყველაზე მამაცია. - მიკის მხარზე ხელი დაკრა. თითქოს ეუბნებოდა " იამაყე, კარგი შეყვარბეული გყავსო " -საკვირველია, როგორ მისცა მგელმა ამის უფლება?
-ლურჯი თვალები ეშხით არ წვავს, მაღონებს მარტო,
და თვით მხეცებმაც დამშვიდება მისით იციან,
რადგან უმანკო და სევდიან სულად შობილი
მგონია, სული ანგელოზთან გაქვს განდობილი - მიკი ხელების მეშვეობით ლაპარაკობდა. თითქოს ეს საუბარი არაფრით გამორჩეული არ ყოფილიყო.
-ვაუ - ლუიმ წარბები მაღლა აწია -საინტერესოა ყველაფერზე შეგიძლია ლექსით გასცე პასუხი?! -თავისივე კითხვაზე გაეცინა - თუმცა ანგელოზი ახსენე, და ეს ადრე ნაილსაც უთქვამს. როდესაც ეუბნებოდა, რომ ანგელოზი არ იყო და მოკვდებოდა. - ცოტახანი პაუზა გააკეთა - ბონი თვლის რომ ანგელოზია?
მიკიმ მხოლოდ თავი დაუქნია.
-ბონი ანგელოზია? - ისევ გაიმეორა, ოღონდ, ამჯერად "თვლის" ამოიტანა, რომ უფრო დარწმუნებულიყო.
და ისევ თანხმობის ნიშნად თავის დაკვრა მიიღო.
გახედა და გოგოების მწკრივში ანგელოზური სილამაზის გოგონა მართლაც შენიშნა. ოღონდ მას ქერა თმები და ცისფერი თვალები ჰქონდა, რომელიც რატომღაც უსაშველოდ გაფართოებულიყო და შიშს მოეცვა.
-ლიამ - მალე ლეამ დაიყვირა და ხალხიც ფეხზე წამოიჭრა. ლიამის ფეხთან უზარმაზარი მგელი იდგა, თეთრი თვალებით და მუცელზე ნაიარევით. სისხლის კვალი ჯერ კიდევ ჰქონდა.
-შურისძიება, შურისძიება - ბონი ირწეოდა და თვალებს თითქმის არ ახამხამებდა.
ლიამის ფეხს უზარმაზარი მხეცი ებღაუჭებოდა და ცდილობდა ძველბი რაც შეიძლება მეტი ხორცისგან გაენთავისუფლებინა.
# # #
უკვე დანამდვილებით მოკლული მხეცი უფსკრულიდან გადააგდეს და დაჭრილ ლიამს თავზე წამოადგნენ.
-ფეხი დაუჭირეთ, რამით უნდა შევუკრათ - ლეა გამოცდილი ექიმივით დასტრიალებდა თავზე. ცდილობდა მისთვის როგორმე ტკივილი შეემსუბუქებინა, მაგრამ არ იცოდა გამოსდიოდა თუ პირიქიტ ყველაფერს აუარესებდა.
თეთრი ყურსასმენებით გადაკვანძეს ლიამის ფეხი და სახეზე თოვლი დაადეს რომ გრძნობაზე მოეყვანათ.
როგორც კი ლიამმა რეაგირება მოახდინა და გასისხლიანებული ფეხი დაინახა ტკივილის ტალღამ დაარტყა. ყველაფერს ეჭიდებოდა და გააფთრებული თვალებით იყურებოდა, უბდოდა ყურადღება რამე სხვაზე გადაეტანა.
თითებით ფლეიერის ძებნდა დაიწყო, მაგრამ ყურსასმენებს ვერსად მიაგნო.
სხვა გზა არ რჩებოდა, მელოდია სხვა გზით უნდა მოესმინა, და არა მარტო მას. რამდენიმე წამში ყველა გაიგებდა, რომელი მელოდია ახდენდა ლიამზე ასეთ დიდ ზემოქმედებას.
<საყავრელო. ჩვენი ქორწილის წინა დღეა. ახლახან მოვრჩი ფიცის წერას , რომელიც ეკლესიაში, შენს პირისპირ უნდა წავიკითხო. საკმაოდ სევდიანი გამომივიდა. ალბათ მთელი ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი სევდა იქნება. ალბათ ამ ფიცსაც ვერ წავიკითხავ შენს წინ. ლიამ ცხოვრება აქ რთულია. შიმშილი, უწყლობა, წამალიც კი არ გვაქვს რომ სიცხე დავიგდოთ. იცი რომ ავად ვარ. ახლა რომ თანხმობა მოგცე, მერე არ ინანებ? არ ინანებ როდესაც წამლებისთვის ქალაქიდან ქალაქში მოგიწევს რბენა? არ ინენაბე როდესაც ორი ლუკმისთვის მთელი დღე მოგიწევს მუშაობა? ორი ლუკმისთვის ლიამ. ერთი შენთვის და მეორე ჩემთვის. არ ვიცი. საერთოდ რატომ მივიყვანე ეს ყველაფერი ქორწინებამდე. მდიდრებთან რომ ვიყოთ ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა, ჩვენზე ბედნიერი . მაგრამ... ხომ იცი რომ მიყვარხარ არა?! შენს გამო ყველაფერს ვიზამ, და თუ ამისთვის შენგან წასვლა გახდება საჭირო.. ამას ვიზამ. ყოველთვის სულელურად მიმაჩნდა, როდესაც წყვილი მხოლოდ იმიტომ შორდება ერთმანეთს რომ ერთმანეთისთვის კარგი უნდათ. მეგონა სანამ შენ ჩემთან იქნებოდი, სხვა ყველაფერი კარგად იქნებოდა და პირიქით. მაგრამ სამყარო მხოლოდ ჩვენ არ ვყოფილვართ ლიამ. სამყაროში ათასი პრობლემა ყოფილა და ჩვენ ამ ყველაფერს მოუმზადებელი უნდა შევხვდეთ? სხვა ცხოვრებაში იქნებ ყველაფერი გამოვიდეს. მე ლამაზი გრძელი კაბა მეცმევა, ჩემი სასახლის ბაღში ვისეირნე, როდესაც შენ ჩამოივლი და ერთმანეთი შეგვიყვარდება. ეს ახლა არის ყველაფერი რთული ლიამ. მაგრამ ავად ვარ და ნელ-ნელა მავიწყდები. სასაცილოა,რომ შენს სახეს ვერ ვიხსენებ. ჩემს წინ დგახარ,მაგრამ როგორცკი თვალებს ვხუჭავ, შენი თვალების ფერი მავიწყდება.და თუ ეს ასე გაგრძელდა... თუ თვალების ფერს თმის ფერი მიყვა, თმას ტუჩების ფორმა... და ბოლოს შენი სახელიც დამავიწყდა, შეიძლება შენ გახსოვდე? გთხოვ არ დამივიწყო. მე ვერ დაგიძახებ,მაგრამ შენ დამიძახე. მე ვერ გაგიხსენებ, მაგრამ შენ არ დამივიწყო. მე ვერ გიპოვი,მაგრამ შენ მიპოვე. და მაინც ....თუ მიხვდი,რომ უჩემოდ უკეთ იცხოვრებ, არ მომძებნო.მე მაინც არ მემახსოვრები. შენგან ზედმეტს ვითხოვ. მხდალივით გავრივარ და ვითხოვ რომ გიყვარდე. მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია ლიამ. და ბოლოს, თუ ოდესმე მიწაში დაგდებულს თავის აწევა დაგავიწყდა, მე იქ ვიქნები და ხელს ისე მაგრად მოგიჭერ, რომ თავიდან დაბადება შეძლო. მთავარია შენ არ დანებდე. მიყვარხარ. ან უბრალოდ მიყვარდი. >
ყველა გაკვირვებით უსმენდა ფირს სადაც გოგონას მზრუნველი ხმა ეწერა. უკვე დამშვიდებული ლიამიც მზად იყო ფეხზე წამომდგარიყო და თავიდან დაბადებულიყო. და ეს ყველაფერი იმ გოგოს დამსახურება იყო, რომელმაც დაუსრებლად გადაარჩინა სიცოცხლე.
# # #
-ნისლი გაიფანტა - ნაილმა სათვალე შეისწორა - ბავშვებო თავშესაფარი ჩანს.