10

266 13 0
                                    

-არ შემომიშვებ?
-აქ არ უნდა მოსულიყავი
-არ მოგენატრე ?
-არა
-დარწმუნებულიხარ?
ამის შემდდგ ჩასახუტებლად გამოიწია მე კი  დანა ვაჩვენე რომ არ მომკარებოდა გაეცინა
-ანი ჩემო ლამაზო შენთვითონაც კარგად იცი რომ არაფერს დამიშავებ და იქნებ შეინახო ეგ დანა?
-აქედან წადი
-დაუმშვიდობებლად რატომ წახვედი?
-იმიტომ რომ შენი ნახვა არ მინდოდა
-სახლში ვილაპარაკოთ
მაშინვე სახლში შემოვიდა მე მოშორებით დავჯექი ის კი ახლოს მოიწია მე ისევ გავიწიე
-კარგი რა ეხლაც მახსოვს ჩემ შეხებაზე როგორ რეაგირებდი  ვერასდროს დამაჯერებ რომ ეს არ გინდა
-მე შენთან ყოფნა არ მინდა ეხლა კი შეგიძლია წახვიდე
-სიმართლე გითხრა აქ შენგამო არ ჩამოვსულვარ საქმეზევარ მერე გავიგე რომ აქ იყავი და მეთქი ბარემ შევუვლი მოვიკითხავთქო
-ტყუილი საერთოდ არ გამოგდის
-მოკლედ უბრალოდ მოგიკითხე არ იფიქრო რომ შენთვის რამის დაშავება მინდა უბრალოდ მაინტერესებდა როგორ იყავი და შემოგიარე ეხლა კი წავალ
-კარგს იზამ
-დეჟავუ მაქ ადრეც ასე გამაგდე სახლიდან შემდეგ კი ჩემს მკლავებში გაიღვიძე საინტერესოა რას გვიმზადებს ბედი
-ნახვამდის!
გავიდა და სახლის კარიც გაიხურა მაგრამ არ ვიცი როგორც კი კარი დახურა მაშინვე ტირილი ამიტყდა იქნებ იმიტომ რომ დავუჯერე რომ საქმეზეა და უბრალოდ დამთხვევაა იქნებ გამახსენდა ის თუ რატომ წამოვედი მისი სახლიდან ან იქნებ იმიტომ რომ მის თვალებში ჩემსდამი უინტერესობას ვხედავდი არ ვიცი ამ გრძნობებთან ერთად კიდევ მილიონმა გრძნობამ იჩინა თავი და ნელ-ნელა დავიწყე ფიქრი რომ ჩემთან აღარ უნდოდა რადგან რომ დომოდა მალევე  მიპოვიდა და სახშიც წამიყვანდა თუმდაც ეს მე არ მდომოდა კი დემეტრე ასეთი იყო ყოველთვის იმას აკეთებდა რაც თვითონ სურდა  დანა იმიტომ არ ამიღია რომ მისი მეშინოდა არამედ იმიტომ რომ ვიცოდი თუ ახლოს მოვიდოდა წინაააღმდეგობას ვერ გავუწევდი და ამ შენობიდან მასთან ერთად გავიდოდი
დემეტრე :
ამდენი ხნის შემდეგ ისევ როგორც იქნა ვნახე ვერც კი წარმოიდგენთ რად დამიჯდა რომ მაშინვე ხელი არ წამევლო და არ წამომეყვანა ვერ წარმოიდგენთ რად დამიჯდა რომ სახე გამეკონტროლებინა როცა მის თვალებს ვუყურებდი მაგრამ თუ ის იფიქრებდა რომ მე მის წასაყვანად ვარ აუცილებლად კიდევ ათასჯერ მკრავდა ხელს მე კი ეს ვიცოდი ამიტომ დაიწყო თამაში რომელსაც აუცილებლად მე მოვიგებდი
საღამოს მოვიდნენ ბიჭები უფროსწორად მარტო ალექსი რადგან ირაკლი დილით ჩამოსვლის თანავე ჩემთან გაჩნდა ჭამა და გამოიძინა აი ალექსი კი სხვა თემაა ვერც ვუკავშირდებოდი და არც მოდიოდა ბოლოს საღამოს გამოჩნდა სახე გაბრწყინებული შემოვიდა სახლში ირაკლის ჯერ კიდევ ეძინა
-რა გჭირს სახეზე ?
-რა რამე მჭირს?
-კი ძალიან ანათებს რამე მოხდა ? თუ ესეთი გაბრწყინებული რატომ ხარ?
-შემოსასვლელში ერთი გოგო გავიცანი წარმიუდგინე და ეგეც ქართველია სანამ ამოვიდოდით ისევ უკან გავბრუნდით ყავის დასალევად ვერც წარმოიდგენ ისეთი ლამაზი და მხიარულია ისიც ამ სართულზე ცხოვრობს დამთხვევების აღარ მჯეროდა მაგრამ ეს სასწაული საოცრებაა
-იდიოტო ეგ დამთხვევა არაა ანას მეგობარია ეგ გოგო
-მაგრამ ალბათ მაგან არ იცის ჩემი ძმაკაცი რომ ხარ ხოდა ეხლა დაურეკე და საღამოს კლუბში წავიდეთ მე შენ და ირაკლი იქ ვიქნებით შენ მაგ გოგოს დაურეკე მოვიდნენ რა ქვია?
-ნინი
-ხო ნინის
-კარგი მაგრამ პირველი პაემნისთვის კლუბი ზედმეტი ხომ არარის ?
-მეკაიფები?
-კაი კაი დავურეკავ დაიცა რა განერვიულებს  ხო იცი რომ შენია
-ვიცი მაგრამ თვითონ ვერ გავაგებინე
კარგი ერთ 20 წუთში დავურეკავ
📱
-სალამი ნინი
-ალო ალექს შენ ხარ ?
-ხო მევარ დღეს კლუბში ვაპირებთ მე და ჩემი მეგობრები წასვლას და ვიფიქრე წამოხვიდოდი
-იცი ჩემი მეგობარი ცოტა ცუდადაა ამიტომ დღეს ვერსად ვერ გავალ
-რასჭირს ?
-პირადულია
-ეგეც წამოიყვანე ძაან გავერთობით ცოტა ხასიათზეც მოვა
-კარგი მოიცადე ვკითხავ
.....
....
...
-რომელზე და სად ?
-10 ზე ****
-კარგი მოვალთ
-კარგი
საუბარი დაასრულეს ალქსიმ ყველაფერი მოყვა ასე რომ ვიცოდი როგორ ხასიათზე იქნებოდა გავემზადეთ და წავედით უკვე თერთმეტის ნახევარი იყო არსად ჩანდნენ
ნინი შემოვიდა თუ არა მაშინვე ალექსი დაინახა ანის კი მისი გაცნობა სულაც არ აინტერესებდა ამიტომ სასმლის ასაღებად წავიდა შორიდან ვუყუეებდი რომ ვინმე არ მისულიყო რამდენიმე კაცი დავაყენა ისე რომ ვერც მიხვდა და მასთან არავის უშვებდნენ ნინის გარდა მე კი ვიჯექი და ვათვარიელებდი ძალიან ლამაზი იყო გაბრაზებული , ცუდ ხასიათზეც მაინც ლამაზად გამოიყურებოდა მალევე ერთი გოგო მოვიდა ჩემთან და რაღათქმაუნდა ზუსტად ამ მომენტში გამომხედა ანიმაც პირის მოძრაობით მივხვდი რომ კარგი არაფერი უთქვამს მაშინვე მეორე ჭიქა სასმელი შეუკვეთა ერთი მოსმით დალია და საცეკვაო მოედნისკემ წავიდა
უამრავი ბიჭი იყო ანი კი ძალიან ლამაზი ამიტომ მსურველიც ბევრი იყო ვისაც მასთან ცეკვა უნდოდა მალევე შეარჩია მეწყვილე და მასთან ერთად ცეკვავდა მეც გავედი ვიღაც გოგოსთან ერთად საცეკვაოდ თუმცა მას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი ალბათ სულ ორჯერ გავხედე
ანის მეწყვილე ძალიან შეიჭრა როლებში და ჯერ კისერში ჩაურგო თავი შემდეგ კი საჭდომისკენ გააპარა ხელი
-ამის დედაც ორი წუთი
ვუთხარი გოგონას და მაშინვე ხელი გავუშვი ანისთან მივედი იმ ბიჭს სიფათში ერთი ორიჯერ დავარტყი  ჩემი მუშტი შემდეგ კი ანისთან გავგრძელე ცეკვა იმის მიუხედავად რომ ცეკვის პერიოდში მილიონჯერ მითხრა რომ გამეშვა ჩემგან თავის დაღწევას ოდნავადაც არ ცდილობდა ბოლოს ხელები ჩემს მხრებზე დაალაგა მე კი მის წელზე შემდეგ კი ვაკოცე ანი ცოტა შემთვრალი იყო მაგრამ არა იმდენად რომ გაუცნობიერებლად ეთქვა რაიმე
თვალები დახუჭა მკერდზე თავი დამადო და ჩუმად მაგრამ გასაგებად თქვა  "დავიღალე" ხელი მოვკიდე და სახლში წავიყვანე ოთახში დავაწვინე და გამოსვლისას მითხრა "გთხოვ არ წახვიდე"
"დღეს ჩემთან დარჩი დემეტრე" დიდი ხანია ამ სიტყვების გაგონება მინდა ანასგან და აი ისიც გავიგონე თუ არა ირაკლის დავურეკე
📱
-ბიჭო გესმის?
-კი რახდება ? როდის წახვედი ვერ დაგინახე სად ხარ?
-ანასთან ვარ ალქესის უთხარი დღეს ნინი სასტუმროში წაიყვანოს მაგრამ ხელი არ დააკაროს თორე მოვამტვრევ ხელებს
-კაი მაგათ მე მივხედავ
-კაი წავედი
ოთახში შევედი ანის ნახევრად ეძინა დამინახა თუ არა სახეზე ღიმილი შეეპარა
-ვიცოდი რომ არ წახვიდოდი
მითხრა ხმადაბლა
-ვიცოდი რომ ჩემგან არ წახვიდოდი და არ დამტოვებდი
-მე შენ არასდროს დამიტოვებიხარ ეს შენ ხარ  ჩვენ ორს შორის ის ვინც გარბის
-დაძინებას არ აპირებ?
-სიმართლე გითხრა ეს ღამე სხვანაირად წარმომედგინა
ვთქვი და როგორც კი ანის გავხედე გამეცინა მას უკვე ეძინა და ისე მსუბუქად ხვრინავდა თითქმის არც ისმოდა. ტანსაცმელი გამოვუცვალე და საწოლში დავაწვინე მერე კი მეც გვერდით მივუწექი
ძლიერად ჩავიხუტე მერე კი რაღაცეებს ბუტბუტებდა მაგრამ ბოლოს გარკვევით თქვა "მე არ დამვიწყებია რაც გააკეთე " "დემეტრე ძალიან მომენატრე " ამის შემდეგ კი საბოლოოდ ჩაეძინა დილით მასზე ადრე ავდექი საწოლთან ტკივილ გამაყუჩებელი და ცხელი ყავა დავუდე პატარა წერილით
"დიდი ხანი ველოდი ამ ღამეს მაგრამ ასეთი ნამდვილად ვერ წარმომედგინა
მადლობა რომ საუკეთესო ხარ! და შენ ჩემი ხარ!" წერილი დავუტოვე და გამოვედი სახლში მივედი არავინ იყო მალევე ანას სახლიდან კივილი ხმა გავიგონე
-რა ჯანდაბა ხდება
მაშინვე შევედი ოთხაში და რო გავხედე საწოლზე იჯდა და ყავას სვამდა ხელში კი წერილი ედო
-რა გაყვირებდა?
-ეს რა ჯანდაბაა
-ნუ ვიცოდი რო წერით ნიჭი არ მქონდა მაგრამ ასეთი ცუდია?
-ეგ რა შუაშია და საერთოდ ეს რატომ მაცვია გუშინ რა მოხდა?
- ისევ იგივე ისევ და ისევ არ დაიღალე?
-გაეთრიე აქედან
-ალბათ არ გახსოვს გუშინ დარჩენას რომ მეხვეწებოდი თორემ ასე უტაქტოდ არ გამაგდებდი აქედან
-რას გთხოვდი?
-დარჩენას!
-ალბათ მოგესმა მე მასეთ რამეს არ ვიტყოდი მითუმეტეს შენ არ გეტყოდი ეხლა აქედან წადი
-წავალ ისედაც საქმეები მაქ
-შენს საქმეებში ბევრი გოგო შედის?
-აი ეგ ეჭვიანობა და სიჯიუტე მოგიღებს ბოლოს
-საიდან მოიტანე რომ ვეჭვიანობ
-ანუ არ ეჭვიანობ?
-რა მაქ საეჭვიანო როცა შეყვარებული მყავს და ჩემ გარდა სხვა გოგოებს არც უყურებს
-რა სამწუხაროა რომ გუშინ ეგ შეყვარებული არ გაგხსენებია ღამე საწოლში იწექი და ჩემს მკლავებში ქვითინებდი
-ეგ უბრალო შეცდომა იყო
-და ალბათ კიდევ ბევრ რამეს ეძახი
შენ შეცდომას
-კი ბევრ რამეს
-და მაგალითად ?
-წადი ...
ამჯერად ფეღზე წამოდგა და თითით კარისკენ მიმანიშნა რომ გავსულიყავი
-იცი რა წასვლა გადავიფიქრე!
სანამ სიმართლეს არ მეტყვი რას ფიქრობ შეცდომა იყო ჩვენი ურთიერთობა?
გაჩუმდა ნელ-ნელა მისკენ მივდიოდი
-შენ თვითონაც კარგად იცი რომ ეს შეცდომა არ ყოფილა და ჩემთან ყოფნა გინდა.
კიდევ უფრო ახლოს ამჯერად კი გასაქცევი არსად დარჩა რადგან უკან საწოლი იყო
-ძალიან მომენატრა შენი თბილი და ნაზი ტუჩები მისი გემო შენი მოფერება მომენატრა შენი ყველაფერი და ვიცი რომ ეს შენც გინდა
ანამ სახე გვერდით გაწია და თვალებს მარიდებდა სახე შემოვატრიალებინე და მაშინვე ვაკოცე მაშინვე ამყვა და მოხდა ის რაც ასე ძალიან გვინდოდა ორივეს
საწოლზე ვიწექით ანა მეხუტებოდა მე კი ყურში რამდენჯერმე ჩავჩურჩულე
-მიყვარხარ და სულ მეყვარები შენი გაცნობის შემდეგ არავის შევხებივარ ვერც წარმოიდგენ რა დღეში მაგდებს შენი სიყვარული
-მეც მიყვარხარ მაგრამ თუ ვინმეს
სახლში დარჩები და ჩემს გარდა ვინმეს თუნდაც ხელზე შეეხები დამიჯერე ეგ ბოლო რამ იქნება რასაც შენს ცხოვრებაში ჩაიდენ
-და დარწმუმებული ხარ რომ ძალა შემწევს ვინმე სხვას შევეხო ?
-არ ვიცი
-მენდობი?
-არ ვიცი
-გიყვარვარ?
-საკუთარ თავზე მეტად
მთელი დღე საწოლში ვიწექით ხან ვსაუბრობდით ხან უბრალოდ ვკოცნიდით ერთმანეთს ხანაც უბრალოდ სექსი გვქონდა
-ჩემ გარდა ხომ არავინ შეგხებია?
-რაში გაინტერესებს ეს რამეს ცვლის ?
-მაინტერესებს ვინმეს ხელები და ფეხები უნდა დავამტვრიო თუ არა
-შენს გარდა არავინ შემხებია
-და ვერც ვერავინ შეგეხება!

AGAINWhere stories live. Discover now