ბიჭებმა ბეჭედი იყიდეს და დადგა დრო ხელის თხოვნის ნიტამ უეცარი მესიჯი მიიღო.
,,თუ გინდა ბედნიერება და სიყვარული მოდი **** აქ.''
თავიდან ცოტა შეეშინდა მაგრამ იფიქრა ალბათ საბა მაიმუნობს რამეს რომ შემომირიგოსო, მივიდა ამ ადგილას და
კიდე ერთი წერილი დახვდა.,,მარჯვნივ გაიხედე ლამაზთვალება''
გოგომ მარჯვნივ გაიხედა და დახვდა წერილი.
,, ჩემო მზის სხივო, მაპატიე ყველაფერი რაც კი ოდესმე შენთვის მიწყენინებია, გაიღიმეე და გაყევი ჩემს მითითებებს, წინ იარე''
გოგომ დაუჯერა წინ წავიდა და გზაში ხეზე კიდევ ერთი წერილი შეხვდა.
,,გახსოვს ისე დღე როცა გაგიცანი?, ისევ წინ წადი''
გოგოს ნამდვილად ახოვდა ეს იყო 11 მაისი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, დღე მისი დაბადების დღე. წინ გააგრძლელა სიარული და ამჯერად შედარებით დიდი წერილი დახვდა
,,ვიცი ნამდვილად გემახსოვრება, ეს იყო შენი დაბადების დღე 11 მაისი, ლევანმა მომიყვანა გოგოებთან მარტო ნუ დამტოვებო, ირაკლი არ იყო საქართველოში, იმ დღეს ისეთი ლამაზი იყავი, თვალს ვერ გაშორებდი, და სწორედ მაშინ ერთი ნახვით შემიყვარდი''
გოგოს ცრემლი მოადგა , გაახსენდა ის დღე დაბადების დღეზე უნედნიერესი რომ იყო, მასაც შემჩნეული ჰყავდა საბა, მაგრამ თავიდან დიდად დიდ ყურადღებას არ აქცევდა, როგორც ყველა თორნიკეს ძმაკაცს მასაც თავიდან ძმის მსგავსად უყურებდა, მაგრამ როდესაც ერთ დღეს საბამ კლუბში მის გამო იჩხუბა, შემდეგ კი სახლში მიაცილა და სიყვარული აუხსნა, ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა, საბამ გოგოს დრო მისცა და სულმოუთქმელად დაელოდა მის პასუხს, სწორედ ამ დღეს მოხდა ეს ყველაფერი 25 აპრილს.
YOU ARE READING
რბოლა სიყვარულის ნაწილია
Romanceრბოლაც სიყვარულის ერთერთი ნაწილია, ვნახოთ რა შემთხვევაში გახდება რბოლა ორი ადამიანის სიყვარულის ნაწილი დასრულებული