თავი 4

43 8 12
                                    

მოიცადე რა? მე ჰისიონის ცოლი? ეს როგორ? მე ხომ ჯერ ორსულად არ ვარ..
ფიქრები არ მასვენებდა, ვუყურებდი გაოცებული ქალბატონ ლის, რომელიც მიღიმოდა. მიკვირდა საერთოდ რატომ მიღიმოდა, ჰისიონს კი თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და ეტყობოდა, რომ მაგრა ეკიდა ეს ამბავი.

ხალხი კი მე მაშტერდებოდა, ირგვლივ მესმოდა ჩურჩული.  ზოგი ფიქრობდა რომ ლამაზო ვიყავი, ზოგიც მაკრიტიკებდა. მოკლედ ვერ გამეგო რაში იყო საქმე.

_ელიანორ, არ მოხვალ?_მეამის ჰისიონის დედის ხმა, რომელიც თითქოს ბრძანებით,თუმცა ნაძალადევი ღიმილით მიცქერის.

მეც რა მექნა, მათკენ მივედი  ახლო მახლო მივჯექი. ჰისიონი ჩემს წინ იჯდა, დედამისი კი ჩემს გვერდით, სუფრის თავში. როგორც ყველაზე უფრო ლი ოჯახში.

უცებ წამოდგა და ხალხს უთხრა:
_ძალიან მოხარული ვიქნები თუ ამ ბედნიერებას ჩემს ოჯახთან ერთად გაიზიარებთ, იმედი მაქვს მაინც. გთხოვთ გაერთეთ და გემრიელად მიირთვით_ისევ ეს ნაძალადევი  ღიმილი.
როცა ქალბატონი ლი დაჯდა, ეხლა უკვე მე შემომხედა.

_ალბათ გაურკვევლობაში ხარ. წამომყევი._ადგა და მეც უკან გავყევი. მის კაბინეტში შემიყვანა და კარები მოხურა.

ჩვეულებრივ სადაც ჯდება ხოლმე, მის საწერ მაგიდასთან დაჯდა და ხელები გადააჯვარედინა.

_გთხოვ დაჯექი_მეც დავჯექი. ცოტა მეშინია ამ ქალის, ამიტომ ვცდილობდი არაფერი არ გამომპარვოდა. ბოლლს და ბოლოს მისი შვილის სახლში "ვცხოვრობ".

_მისმინე, რასაც ახლა გეტყვი ეს მარტო ჩვენს შორის უნდა დარჩეს. მაპატიე, რომ ადრე ცუდად გექცეოდი, ზოგადად სულ ასე ვარ. თუმცა არ მინდა რომ ცუდი ურთიერთობა მქონდეს შენთან სანამ...კარგი ამა ეხლა მნიშვნელობა არ აქვს. _არ მოველოდი მისგან ასეთ სიტყვებს. მაინც არ ვენდობი ჯერ._მოკლედ, ალბათ გაიგონე, რომ უვადო მივლინებაში მივდივარ, ეხლა კი მინდა სიმართლე იცოდე. მე დიდი ხნის სიცოცხლე არ დამრჩა, კიბო მაქვს. სანამ ჩემს შვილებს ეგონებათ რომ მივლინებაში ვარ, მინდა ჰისიონს მიხედო. მაპატიე რომ ამ ტვირთს შენ გკიდებ, თუმცა ამ შემთხვევაში ყველაზე სანდო შენ ხარ. თუ ჰისიონის ცოლი გახდები, ის შეძლებს ბიზნესის ხელში ჩაგდებას. ძალიან გთხოვ დამეხმარე, ჩემი მეორე შვილი, ჯონქუქი საზღვარგარეთ იცხოვრებს. ხელს არ შეგიშლით. არ ინერვიულო_ხელი ხელზე დამადო და ცრემლებს იწმენდდა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 03 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

last drop of blood Where stories live. Discover now