Part 1- The Beginning

6 0 0
                                    

Maris' pov:

    ჯერ ეხლა დაიწყო მეათე კლასი და უკვე ძაან მეზარება. კიდევ კარგი მია და ლიზა მაინც არიან ჩემთან ერთად, არ მოვიწყენ ისე ძაან. დილით ავდექი და აბაზანაში გავედი მოსაჯმელად. მერე გამოვედი, გავემზადე და წავედი სკოლისკენ.

    სკოლის ეზო სავსე იყო პატარა ბავშვებიდან დაწყებული მშობლებით დამთავრებული. ავედი კლასში და მიას და ლიზას გადავეხვიე. "აუ ძაან მომენატრეთ."
ვთქვი მე და ისინიც ღიმილით ჩამეხუტნენ "აუუუ ჩვენცც."

    მთელი დღე სიცილის მეტი არაფერი გვიკეთებია, ყველა გაკვეთილი გაცდა. მსგავსად გაგრძელდა მთელი კვირა, მანამ სანამ ხუთშაბათს სპორტის დარბაზში არ ჩავედით. ჯიბუტს ძლივს გამოვგლიჯეთ ინტერნეტის პაროლი. ლიზა ფეისბუქზე შევიდა და ხალხს ათვალიერებდა. უცებ თავისი ძმის გვერდზე შევიდა და მეგობრებს ათვალიერებდა. ნაცნობებში ვიღაც 'გიო' ამოვარდა, პროფილზე გახდილი ფოტო ედო. ამან ჩემი ინტერესი გამოიწვია და კივილი დავიწყე. ლიზას ტელეფონი გამოვართვი და ვყეფდი, მთელ დარბაზში ჩემი ყეფის ხმა ისმოდა ექოდ, და დორბლები მომდიოდა.

   ჩალიგავას დაინტერესებულმა ვკითხე თუ ეს ბიჭი ვინ იყო, ვისი კლასიდან იყო და ყავდა თუ არა შეყვარებული. "არ ვიცი, მაგრამ შემიძლია ჩემ ძმას ვკითხო." მითხრა ჩალიგავამ და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. დარჩენილი სპორტის გაკვეთილი ჩვეულებრივ გავატარეთ სიცილით და ლაზერით თამაშით. შემდეგი გაკვეთილი გვქონდა ქართული და ავედით კლასში. მეგი მასწავლებელი კლასში შემოვიდა და უკან მას შემოყვა მაღალი, მოკლეთმიანი ბიჭი წაბლისფერი თვალებით. ეს ხომ ნაჩომენი ბულბულიკაა- ეგრევე ამოვიცანი ბიჭი, რომელსაც დაახლოებით ერთი კვირის წინ მიამ მოკრა თვალი დერეფანში და ეგრევე დაინტერესდა. უკან ნაჩომენიბულბულიკას შემოყვა ედ შერანი, აჭარული და მინი მაუსი. ისინი მეგის ეხვეწებოდნენ რომ კლასში აქ შემოსულიყვნენ და გაკვეთილი გაეცდინათ. "არა, უკვე მერამდენეჯერ უნდა გითხრათ? მე ვეხვევი მერე შარში თქვენს გამო." უპასუხა გაღიზიანებული ტონით მეგი მასწავლებელმა. "მას გთხოვთ, ამ ერთხელ და მეტჯერ აღარ ვიზავთ." შეეხვეწა ნაჩომენიბულბულიკა და აყვნენ ბიჭებიც.

    უცებ, კლასში განხსვავებული დუხის არომატი ვიგრძენი და კარებისკენ შევბრუნდი. კარში ნაჩომენიბულბულიკას გვერდზე იდგა ქლიავი. თვალები გამინათდა და ჩუმად ღრენა დავიწყე. ჩალიგავას ხელი დავიჭირე რომ კონტროლი შემენარჩუნებინა მისი ჩინჩვლა დავიწყე.

   ამ დღეს მივხვდი რომ ის ბიჭი ძალიან მომწონდა და მისი გაცნობა მინდოდა, თორემ მის დანახვაზე სამუდამოდ ჩალიგავას ხელს ვერ დავჩინჩლავდი.
   

 School RomanceWhere stories live. Discover now