2

18 1 0
                                    

მეორე დილით კარგად გამოძინებული თეჰიონი დგება და გემრიელად საუზმობს, ისე იქნევა თითქოს უკეთილშობილესი ადამიანია, სამეზობლოშიც ყველას უყვარს, ფიქრობენ რომ მასზე კეთილი და მზრუნველი ბიჭი იშვიათობაა, რათქმაუნდა თეჰიონი ამ ცხოვრების წესს მხოლოდ იმიტომ...

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

მეორე დილით კარგად გამოძინებული თეჰიონი დგება და გემრიელად საუზმობს, ისე იქნევა თითქოს უკეთილშობილესი ადამიანია, სამეზობლოშიც ყველას უყვარს, ფიქრობენ რომ მასზე კეთილი და მზრუნველი ბიჭი იშვიათობაა, რათქმაუნდა თეჰიონი ამ ცხოვრების წესს მხოლოდ იმიტომ თამაშობს, რომ ამ სასტიკი მკვლელობებზე მასზე არავინ იეჭვოს,

პატიოსანი მოქალაქე, ნიჭიერი ქირურგი და კარგი შვილი, ეს მისი იმ ცხოვრების უდიდესი ნაწილია რასაც ხალხი ხედავს, მაგრამ რეალურად არის მკვლელი რომელიც სისხლის ყველა წვეთის დანახვაზე ბედნიერდება, აბედნიერებს მსხვერპლი რომელიც სიცოცხლისთვის იბრძვის მაგრამ წამებით კვდება,

სამსახურში წასვლის დროს, მეზობელ სახლთან შეამჩნევს ახალ გადმოსულ ოჯახს, დიდი ცდუნებით აკვირდება ყველა მათგანს, უცბათ მათთან მივა და ყუთების შეტანაში დაეხმარება, ყუთების შეტანის დროს სახლის ყველა დეტალს აკვირდება, და კარგად იმახსოვრებს, ოჯახიდან მხოლოდ სამ წევრს გაიცნობს მაგრამ მეოთხე წევრი ჯერ კიდევ არ ჩანს,

თეჰიონმა კი არ იცის რომ ამ ოჯახს კიდევ ერთი წევრი ყავს სახელად იუნა, წარმატებული ქირურგი სამსახურში მიდის სადაც საუკეთესოდ ატარებს ოპერაციებს, დიდად მოსიყვარულე თეჰიონი პაციენტებს და კოლეგებს განსაკუთრებულად ექცევა, თბილი მისალმებით, კარგი განწყობით და ღიმილიანი გამომეტყველებით, საავადმყოფოში ყველას უყვარს,

პაციენტები რიგში დგანან თეჰიონთან, ყველას უნდა მათი ოპერაცია ასეთმა იდეალურმა ქირურგმა გააკეთოს, მაგრამ ის არიციან რომ თავს ცივ სისხლიან, ფსიქოპატ ქირურგს უგდებენ ხელში,

იმ დღეს სამი ოპერაცია ჩაატარა, საკმაოდ დაღლილი ბრუნდებოდა სახლში როცა მანქანიდან გადმოსულს, თავის მეზობელ სახლთან ძირს მჯდარი გოგონა ხვდება, თეჰიონი მისკენ გაემართა ხელი მხარზე დაადო და სათნო ტონით ჰკითხა,

Tae: კარგად ხარ?
იუნამ ზემოთ აიხედა, მისი სახე უმანკო და ულამაზესი იყო, ცრემლიანი შავი თვალები,  წითელი ტუჩები. თეჰიონი რატომღაც დაიბნა ეს გრძნობა არ მოეწონა რაც იუნას დანახვისას განიცადა,
Tae: აქამდე არასდროს მინახიხარ ამ სამეზობლოში, რამე მოხდა?
iuna: არაფერი კარგად ვარ, დილით გადმოვედით ამ სახლში, აქამდე აქ არასდროს ვყოფილვარ,

ცოტა ისაუბრეს, როგორც იქნა თეჰიონმა იუნას გაღიმება შეძლო, ამის შემდეგ ორივე სახლებში შევიდნენ, მაგრამ იუნას წარმოდგენა არ აქვს რომ ის ფსიქოპატის სამიზნე გახდა, ეს მხოლოდ იმიტომ რომ ის გრძნობა სძულდა რაც იუნამ გამოიწვია მასში,

თეჰიონი გემრიელად ვახშმობს და ფიქრობს იუნა როგორ მოკლას, მალევე მოიფიქრა რომ ჯობდა ჯერ დაახლოვებოდა, მისი ნდობა მოეპოვებინა და ამის შემდეგ წამებით მოეკლა ასე უფრო მძაფრ ემოციებს განიცდიდა,

მეორე დღეა, თეჰიონი როგორც ყოველთვის სამსახურში წასასვლელად გარეთ გამოვიდა და მანქანასთან მივიდა, ჩაჯდა და სანამ დაძრავდა მის ფანჯარაზე ვიღაცამ დააკაკუნა, გაიხედა და დაინახა იუნა რომელიც უღიმის და თან ფანჯრის ჩაწევას სთხოვს, ჰეთიონმა ფანჯარა ჩაწია და  იუნას მიესალმა,

Tae: დილამშვიდობის იუნა
iuna: დილამშვიდობის თეჰიონ, შეგიძლია შენს სავადმყოფომდე მეც რომ გამიყოლო? მეგობრის მონახულებას ვაპირებ, დღეს მთელი დღე დაკავებული ვარ ამიტომ დილითვე მირჩევნია მისი ნახვა,

თეჰიონი დათანხმდა და იუნასთან ერთად საავადმყოფოში წავიდა, იუნა მთელი გზა ელაპარაკებოდა, იცინოდა, უყვებოდა თუ როგორ უყვართ ერთმანეთი მას და მის საუკეთესო მეგობარს, თეჰიონი კი ყურადღებით უსმენდა მასთან ერთად იცინოდა და ინტერესით აკვირდებოდა თითოეულ ნათქვამ სიტყვას,

მაგრამ ძალიან ღიზიანდებოდა არა იმით რომ იუნა ასე იქცეოდა, იმით რომ ეს მოსწონდა, აქამდე არასდროს უგრძვნია თავი ასე, ეს იმდენად აბრაზებდა, რომ უფრო მეტად უჩნდებოდა იუნას წამებით მოკვლის სურვილი.

"  სისხლიანი ჩანაწერები "Where stories live. Discover now