1: დედას ოცნება ია

32 5 3
                                    

პატარა ლურჯ სახლებს შორის გამოჩრილ მზის სხივებს გასაქცევი არსად ჰქონდათ გარდა პატარა ეზოში მდგარი ხის სახლის დაბალი კედლისა, სადაც გავარვარებული ბურთიდან წამოსულებს, შესკდომა და გაფანტვა ელოდათ. სწორედ ამიტომ, ვარდისფერ ცაში მოგრიალე თოლიებმა იფიქრეს, ჩვენ სხივებისგან განსხვავებით გზიდან გადახვევა შეგვიძლია, ამიტომ კედელს კიარ შევასკდებით და უკიდეგანოდ გავიფანტებით, არამედ ზღვისკენ წავალთ, იმ ლურჯ სახლებს შორის გავიფრენთ და სანაპიროზე მოსეირნე ქვიშისა და მარილიანი წყლის სურნელით შემკულ ბედნიერ წყვილს, თავზე დავასკლინტავთო.
მეც დიდი სია მაქვს ადამიანებისა რომელსაც თავზე აწერია "ხალხი ვისაც თავზე დავასკლინტავდი თოლია რომ ვყოფილიყავი" არ ვიცი ამდენი სად უნდა მეჭამა ამ პატარა გაბურძგნულ ჩიტს, რომ იმდენი ფეკალია დამგროვებოდა მუცელში, ყველას რომ შეხვედროდა, მაგრამ მაინც, ოცნებას კაცი არ მოუკლავს. თოლიებისა კიდევ რა გითხრათ, შეიძლება ისინი კვდებიან ოცნებით, შეიძლება ახლა სადმე თავისი ბუდის კუთხეში ზის თოლია და ოცნებობს, თან კანი ძალზედ ეწვის რამეთუ მისი ბუნებრივი სხეული ალერგიულია ოცნებაზე და იმდენსაც ვერ ხვდება, რომ მის პატარა სხეულს სულ არ ადარდებს ის, რომ მას არწივთან შეჯვარება და პატარა თოლი-არწივების გაჩენა უნდა, სულ მალე თოლია მოკვდება და თან გაიყოლებს თავის პატარა სულელურ ოცნებას, დედასავით.
დედაჩემს ბევრი რამ უნდოდა, პატარა ბაღი უნდოდა სახლის უკანა ეზოში, რომელიც ვერადა ვერ გააშენა, მას შემდეგ რაც ფეხზე სიარული გაუჭირდა ბაღზეც სულ ჩაიქნია ხელი, უნდოდა პატარა ჭა ეზოში, თავისი ხელით რომ ამოიღებდა წყალს, ცოტას ტიტებს მიაშხაპუნებდა, ცოტას ძაღლს ჩაუსხამდა ჯამში, ცოტას უცბად პატარა ჭიქით დალევდა და დანარშენს სახლში შეიტანდა, ამ წყალს ქვაბში ჩაასხამდა, აადუღებდა, შიგ ბოსტნეულს ჩაყრიდა და ბოლოს გემრიელ წვნიანს გააკეთებდა, მაგრამ ვაი რომ დედას ოცნება მარტო ოცნებად დარჩა, მას არასდროს ჰქონია ბაღი, სადაც სტაფილოს და კომბოსტოს მოიყვანდა, არასდროს ჰქონია პატარა ჭა საედანაც წყალს ამოიღებდა და არც ის ტიტები არ ჰქონია ასე მონდომებით რომ რწყავდა ხოლმე თავის ოცნებებში, თავის ოცნებებში სიარულიც კი შეეძლო დედას, ალბათ ის ჭაც თვითონ გათხარა თავისივე სიზმარშიც და ბაღსაც თვითონ ბარავდა, სახლის საქმეებზე, რომ არაფერი ვთქვათ, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ სიზმარი იყო, რომელსაც სხივებივით რეალობასთან შეჯახება და გაფანტვა ეწერა, სიზმარი ხომ დიდხანს ვერ გასტანს, ისევე როგორც დედას სიცოცლე. ერთი ოცნება ჰქონდა დედას, აი ეგ ოცნება კი მართლა აუხდა. დედა როცა საწოლში ჩაწვა და აღარ ადგა, არ ვიცი, დღემდე ვერ ვხვდები დედა რატომ არ დგებოდა საწოლიდან, იქნებ შიოდა, იქნებ გამიბრაზდა ან იქნებ უბრალოდ ეზარებოდა, არ ვიცი, მაშინღა კი მითხრა შვილო აღსასრული მოდისო, მე სულელი კი ვერ ვხვდებოდი რა აღსასრულზე ამბობდა, დღესაც ვერ ვხვდები რამეთუ ის ჩემს გულში კიდევ ცოცხალია, ის არ დამთავრებულა, ვერ დამთავრდება სანამ მე არ დავმთავრდები, მე კი ბოლომდე დიდხანს ვაპირებ სიცოცხლეს. ხო აი მაგ "დასასრულის" ჟამს მითხრა, მინდა შვილო ჩვენს შარა გაზე, რომ გაზაფხულობით იები ამოდის და მასზე დილას ცვარი ედება, მაგ ცვრიან ყვავილებზე გამიხსენოო.

მახსენდება ხოლმე.

მინიატურებიWhere stories live. Discover now