დღეს სახლიდან გამოსულს ქუჩაში ბოშა ბავშვი შემხვდა, მომვარდა, გადატყავებული და ჭუჭყიანი ხელი ჩემს მოდურ წითელ ქურთუკს ჩაშჭიდა, მეც ხელი ზიზღით მოვკიდე მის ახალგაზრდა თითებს, რომელსაც ჭუჭყჩამჯდარი ფრჩხილები ამშვენებდა და ჩამოვიშორე. ყოველ შემთხვევაში მეგონა ჩამოვიშორე, ახალგაზრდა ბოშა, ან ციგანი რა მნიშვნელობა აქვს ახლა უფრო აგრესიულად წამოვიდა ჩემსკენ, სევდიანი თვალები გაცეცხლებოდა, ახლა მისი დაძიძგნილი ბოტები ჩემს ახალ ფეხსაცმელს დაადგა, დაიხარა და ფეხზე შემომეხვია, მე იმის შიშით, რომ ჩემს თეთრ შარვალს მისი მოთხუპნული სახით მოსვრიდა ფეხი გავიქნიე, ბოშა გადავარდა, თუმცა არ დანებდა, ადგა, პირი მოკუმა და სახეში შემაფურთხა, მეც ავკივლდი, თუმცა ციგანი ხურდაზე დანებებას არ აპირებდა, ბოშური აქცენტით ჩემს ყვირილს აჰყვა და ყველას გააგონა, რომ მისთვის ხურდა მიმეცა, მეც ეგოისტმა, რამეთუ მეზიზღებოდა ის უმიზეზოდ, არც კი ვიცოდი სახლში მას დედა ელოდებოდა, რომელსაც ალბათ ფულის საშოვნელად გამოეგდო და თუ ხელცარიელი მივიდოდა ბაკეებს ააწიწკნიდა, ალბათ კარგადაც მიბეგვავდა, ყვირილითვე ვუპასუხე და გავიქეცი. უკან გამომყვა, თმაზე მომქაჩა, შემდეგ ჩემს ჩანთას ხელი დაავლო და გაიქცა. მეც გავხედე, მაგრამ არ გავეკიდე, ვუყურებდი როგორ გარბოდა შუაგულ ტრასაზე პატარა ჭუჭყიანი ბოშა, ან ციგანი რა მნიშვნელობა აქვს, ჩემი ჩანთით ხელში, ვიცოდი ჩანთა მჭირდებოდა მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა ჰქონდა, დღეს ბოშას, არა მოდი ბოშას ნუ დავუძახებთ, ბავშვს სახლში მსუყე ნადავლი მიჰქონდა, ისევე როგორც მე, მე ხომ დღეს ერთი ბავშვუ გადავარჩინე სახლში მიბეგვას.