1

47 2 2
                                    

მთელ სახლში სიბნელეა, გარეთ მზეა მაგრამ სახლში მუქი ფაარდები ხელს უშლის მზის სხივების შემოღწევას

ვწევარ, ჭერს ვაშტერდები და თან ტელევიზორს ვუსმენ, არ მინდა მოსმენა რადგან თითოეული სიტყვა მამძიმებს, ვუყურებ ეკრანს და ვხედავ როგორ საუბრობენ ჩემს სიყვარულზე, ვხედავ როგორ ლაპარაკობენ მის უსულო სხეულზე...

მე ელი ვარ და ეს არის ჩემი ისტორია..

ორი დღის წინ ჩემი ცხოვრების სიყვარული ტყვიას ემსხვერპლა რომელიც პოლიციელის იარაღიდან იყო გასროლილი ჯერ კიდევ ჩამესმის ყურში იმ გასროლის ხმა, ჯერ კიდევ მესმის როგორ დაიწყო ჩემმა ყურებმა წუილი

და მაგ დღიდან მე ქურდთან ერთად მკვლელი გავხდი. აქედან დაიწყო ყველაფერი

ერთ ღამეს მომენტალურად ტელევიზორში მომესმა როგორ საუბრობდნენ სამხრეთ კორეის ერთ-ერთ მდიდარი ბატონის ვაჟზე  რომელმაც თურმე მამამისის წყალობით კიდევ ერთი ვილა იყიდა სადაც მხოლოდ თვითონ იცხოვრებს.

ამდენი სტრესის მერე გადავწყვიტე ცოტა საკუთარი თავი წამეხალისებინა და გადავწყვიტე მისი სახლი დამეპყრო ანუ კარგად გამექურდა 

ამიტომ პატარა გეგმის შედგენა დავიწყე რომელიც ხელს უფრო შემიწყობდა ქურდობაში აბა დებილი კი არ ვარ რომელიც ადგება და პირდაპირ შეუვარდება ადამიანს სახლში

გადავწყვიტე შემდეგ შუაღამეს დავლოდებოდი და შევპარულიყავი მაქამდე კიდე 24 საათი მქონდა დრო, ამ დროის განმავლობაში საჭირო აღჭურვილობები გავამზადე და ზურგჩანთაში მოვაქციე დავწექი და დავიძინე ტკბილად 

დილით ხმაურმა გამაღვიძა მაშინვე ბალიშის ქვეშ იარაღს დავტაცე ხელი და კარებისკენ გავიწიე, კარებთან ჩუმად დავდექი და ჭუჭრუტანაში ჩუმად გავიხედე, ორი სილუეტი დავინახე, მამაკაცი და ქალი რომელსაც მკერდზე პოლიციის სამკერდე ნიშანი ეკეთათ, ჩუმად ვიყავი, ხმას არ ვიღებდი და უცებ მათი ხმა გაისმა.

ThiefWhere stories live. Discover now