chapter 1

60 7 0
                                    

4002 წელი. ცივილიზაციის განვითარების დონემ უმაღლეს საფეხურს მიაღწია, ადამიანებმა ჩამოაყალიბეს ორგანიზაცია სახელად ''TechVision'' რომლის მთავარი მიზანი დროში მოგზაურობა იყო და ადამიანების სხვადასხვა ეპოქაში გაგზავნას მოისაზრებდა. შეირჩა ოთხი  კლასიფიცირებული გოგონა, რომლებიც დროის სხვადასხვა მონაკვეთში გაგზავნეს. მე კი შ/ს, ერთ-ერთი მათგანი ვარ. წესები მარტივი იყო: დროის მანქანა საიდუმლოდ უნდა შეგვენახა, მისი არსებობის შესახებ არავის არ უნდა სცოდნოდა, აკრძალული იყო წარსულში მცხოვრებ ხალხთან კომუნიკაციის დამყარება, მიმდინარე მოვლენებში ჩარევა და რაიმეს შეცვლა. მისიაც საკმაოდ ადვილი იყო. ოთხივე გოგონას თან მიჰქონდა პერსონალური კამერა, რომლითაც საჭირო ინფორმაციას მოაგროვებდნენ და ვიდეო ან ფოტომასალის სახით მიიტანდნენ შტაბბინაში.


                                                                                            ***


7 სექტემბერი დილის 6:00 საათი

ტელეფონზე მოსულმა შეტყობინებამ გამაღვიძა. შეტყობინება უფროსობისგან იყო. დაიწყო მზადება მოგზაურობისთვის, ყოველდღიური დამღლელი ტრენინგები და მოლოდინი დასასრულს უახლოვდებოდა. გავიარეთ ტესტირება, რომელიც გვეტყოდა იყო თუ არა ორგანიზმი მზად დროში მოგზაურობისთვის. მოწყობილობის ზეწოლა იმდენად ძლიერია, რომ მოუმზადებელი სხეული ვერ გაუძლებს ამხელა ტვირთს და შესაძლოა ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს, თუმცა მსგავსი დასასრულის არსებობის შანსი მაინც 50/50-ია. ჩვენ მოვაწერეთ ხელი TV(TechVision)-ის კონტრაქტს, რამაც კომპანიის სრულუფლებიანი წევრები გაგვხადა და მოგვცა წვდომა მისივე აქციების 20%-ზე, თუმცა ამავდროულად, ჩვენ ვხდებოდით მათი სატესტო ვირთხები, რომლებიც შესაძლოა სოროში არც კი დაბრუნებულიყვნენ. ღირდა თუ არა ამხელა რისკი? ჩვენ ვიყავით სპეციალურად ამ მისიისთვის არჩეულები. ოთხი გოგონა, რომლებსაც არც არაფერი ჰქონდათ დასაკარგი და არც სამომავლოდ ჰქონდათ რაიმეს იმედი, ამ პროგრამამ კი სწორედ ის იმედი მოგვცა, რომელსაც ვეძებდით. მიუხედავად იმისა, რომ წარმატების შანსი 50/50 იყო, სულ არაფერს მაინც სჯობდა. გადაწყვეტილების მიღებაში მამაჩემის მიერ სიყვარულით დატოვებულმა საშემოსავლო სამსახურის ვალებმა დიდი წვლილი შეიტანეს.

Lost in time(დროში დაკარგული)Where stories live. Discover now