Chapter 2

36 6 0
                                    

pov.თეჰიონი

-მიშველეთ! დ...დამეხმარეთ...

გაისმა განწირული შეძახილი იმავე ჩიხიდან. არ მინდოდა სხვის საქმეში ჩავრეულიყავი, ზედმეტი ყურადღების მიქცევა ისედაც არ მაწყობდა, ამიტომ გზა გავაგრძელე. თან ამ გოგონამ მსგავსი ცხოვრების სტილი და ამავე გზით ფულის შოვნა ხომ თავად აირჩია და ახლა რაღატო თხოულობს შველას?

-ჯანდაბა...

ჩავჩურჩულე ჩემს თავს და გავტრიალდი, მისი პროფესიის მიუხედავად ვერ მივცემდი საკუთარ თავს იმის უფლებას რომ ეს გოგონა ასე დამეტოვებინა და ვინმე მისი ნების გარეშე შეხებოდა მას. იმდენად ნაძირალაც არ ვარ, რომ ადამიანი გასაჭირში დავტოვო. ჩიხში შევედი და წარმოდგენილიდან სრულიად განსხვავებული სცენა დამხვდა. გოგონა უგონო მდგომარეობაში ეგდო ძირს და გარშემო სხვა ადამიანის კვალი არ ჩანდა, შესაბამისად მისი შველის შეძახილი სულაც არ გამომდინარეობდა იქიდან, რომ ვიღაც მასზე ძალადობას ცდილობდა.

-მის! მის! გესმით?

დავიხარე და მსუბუქად შევაჯანჯღარე იმ იმედით, რომ გამოფხიზლდებოდა, თუმცა უშედეგოდ. პულსი გავუსინჯე და საკმაოდ დაბალი იყო.

-ახლა რა გავაკეთო?! ჯანდაბა! რა ვუყო ასე ვერ დავტოვებ! ზედმეტ ყურადღებასაც ვერ მივიქცევ!

ვიცოდი, რომ ამ ქმედებით შეიძლებოდა სამარე გამეთხარა საკუთარი თავისთვის.

-რაც არის არის...

კოსტუმი გავიხადე, შემოვაფარე და ხელში ავიყვანე. ჩიხიდან გამოვედი და ეტლი გავაჩერე.

-დეკდოსანის ქუჩა თუ შეიძლება.

ვუთხარი მძღოლს. სავადმყოფოში წაყვანას ვერ გავრისკავდი, ვერც ჩემთან ვერ წავიყვანდი, ამიტომ მეგობრის, ნამჯუნის სახლში წაყვანა გადავწყვიტე. დაახლოებით თხუთმეტ წუთში დანიშნულების ადგილას ვიყავით, გოგონას პულსი დაურეგულირდა, თუმცა გონს მაინც არ მოდიოდა. კარებზე დავაკაკუნე და გაღებას დაველოდე.

Lost in time(დროში დაკარგული)Où les histoires vivent. Découvrez maintenant