აი საიდან დაიწყო ყველაფერი

6 1 0
                                    

წიგნი, თინეიჯერულ სიყვარულზე, რომელიც დიდ კვალს ტოვებს და სვამს უდიდეს კითხვას
,,იყო თუ არა ეს ნამდვილი სიყვარული?‘‘

ალბათ ყველა ვთანხმდებით,რომ არაფერი მუდმივი და უსასრულო.
ალბათ ბევრი ფიქრობს,რომ სიყვარულია არღვევს ამ წესს...და მეც დაგეთანხმებით,რომ ეს ასეა.
იგი უსასრულოა იქამდე სანამ ტკბილი სიკვდილი არ დააშორებთ ერთმანეთს.
შეიძლება ესეც მოხდეს,რომ უბრალოდ არასწორ დროს მოვიდეს ის  სამუდამო სიყვარული...მაგალითად თინეიჯერულ ასაკში...

     კესო:
11 იანვარი დაახლოებით 10:00 საღამოს საათი.

მე და ნიკა(ჩემი საუკეთესო მეგობარი) რათქმაუნდა ისევ დისქორდში ვსაუბრობდით, ზედმეტად გაგვეწელა საუბარი და ცოტახანში სიჩუმე ჩამოვარდა...
-კესო_სიჩუმე დაარღვია ნიკამ
-ხო რა ხდება_გამიკვირდა ეს როდის მერე მომართავს სახელით
-აუ შეიძლება ჩემი ბიძაშვილიც შემოგვირთდეს?!ჩატი ამიფექა_ბუზღუნებდა ნიკა.
-არა პრობლემა.
ცოტახანში დახურული პროფილით დაგვიჯოინდა.მალე ხმა ჩართო და საუბარი ნიკამ და მისმა ბიძაშვილმა კახიმ განაგრძეს.
-კესო შენ ეს უნდა დუმდე?_უეცრად ნიკამ კახისთან დიალოგი შეწყვიტა და ცდილობდა რამენაირად კრინტი დაეძრა ჩემთვის.
-მე ჯერ თქვენ გისმენთ:) როგორც კი ეს ვთქვი,კახიმ კამერა ჩართო.
    კომპიუტერთან იჯდა,პატარა საყვარელი კატა ეჯდა კალთაში და ფართო, მგრძნობიარედ დამჩნეულ ვენიან ხელს,ნაზად უსობდა. აღიარება მიჭირს,მაგრამ ზედმეტად საყვარლები აღმოჩნდნენ.
-რა ქვია?_ხმა დაბლა ვიკითხე.
-წრიპა_მითხრა და კამერა მისკენ აწია.
გამოჩნდა მისი ღრმა და უძირო შავი თვალები, გრძელი შავი თმა და ულამაზესი ღიმილი.საუბარი დიდხანს გაგვიგრძელდა.
-აუ მე დავიღალე,უნდა გავიდე თქვენ კი რაც გინდათ ის ქენით_თქვა ნიკა და გავიდა.
-მოდი თამაში დამიჯოინდი._მითხრა კახიმ და თამაში დამილინკა.3 საათი ამ თამაშს ვთამაშობდით და თან ვსაუბრობდით.ერთმანეთი ძალიან კარგად გავიცანით ამ მცირე დროში.
-ხომ არ გეძინება?_მკითხა კახიმ
-არა,შენ?
-არა.
სულ რაღაც ხუთ წუთში,კახიმ საუბარი შეწყვიტა.თამაში დავხურე და ჩატში შევედი.კომპიუტერთან ჩასძინებია.დიდი შავი წამწამები, ოდნავ შეწითლებული ლოყებს თმა უფარავდა.მალე გავთიშე.
დილით პირველი მე მივწერე:))

უცნობი სიზმრებიდან Where stories live. Discover now