Თავი 1

77 8 0
                                    

Ჯონგუკი:მიყვარხარ ჩემო დედოფალო - საპატარძლო კაბაში გამოწყობილი გოგო ხელში აჰყავს და ტუჩებში ვნებიანად კოცნის.

Ამელია:მეც მიყვარხარ ჯეონ, ყველაზე ძლიერ მიყვარხარ. - ხმამაღლა წარმოთქვა.

Ხალხმა ტაში შემოჰკრა. Ყველას თვალები უბრწყინავდა ამ იდეალური წყვილის დანახვისას. Ცეკვავდნენ, ერთობოდნენ, სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ მეფე პატარძალთან და ა.შ.

Ტირილით ჩახურა ლეპტოპი ამელიამ მას შემდეგ რაც დაასრულა მისი საქორწილო ჩანაწერის ყურება და ჩარჩოში ჩასმული ფოტო გულში ჩაიკრა.

Ამელია:რატომ მიგვატოვე?! Ხომ მითხარი, რომ სამუდამოდ ჩემთან იქნებოდი?! Ძალიან მიჭირს შენს გარეშე! Დაბრუნდი! Დაბრუნდი! - მოთქვამდა და Ჯონგუკის ფოტოს დასჩერებოდა.

Ლეა:დედიკო რატომ ტირიხარ? - ოთახში პატარა, ხუთიოდე წლის გოგონა შემობანცალდა.

Ამელია:ჩემო პატარავ..
- გულში ჩაიკრა შვილი და ტირილს უმატა.

Ლეა:დედიკო, მამიკო სად არის? Ძალიან მომენატრა. Შეგიძლია დაურეკო და უთხრა რომ მალე მოვიდეს? - ღიმილით მოუგო დედას.

Ამელია:მე... Არ... შემიძლია - ძლივს წარმოსთქვა.

Ლეა:რატომ? - თვალებ ამღვრეულმა ჰკითხა.

Ამელია:ის სხვაგან არის - არ იცოდა რა ეთქვა.

Ლეა:სად?

Ამელია:ბებოსთან და ბაბუსთან წავიდა

Ლეა:ცაში? - ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე - ანუ აღარ დაბრუნდება?

Ამელია:აღარ დაბრუნდება - ეცადა ისევ არ აქვითინებულიყო.

Ლეა:მაგრამ რომ მომენატრება?

Ამელია:ვერაფერს ვიზამთ ჩემო პრინცესავ და ნუ ტირიხარ თორემ მამიკოს გული ეტკინება მის გამო, რომ ასე ტირიხარ.

Ლეა:მართლა? Მაშინ არ ვიტირებ. - ცრემლები თავისი ციცქნა ხელებით მოიწმინდა.

A time called you🔞|| J.JKWhere stories live. Discover now