თავი პირველი

110 14 2
                                    






ანა

ჩემი სახელია, ანა ჯაფარიძე. სანამ ამ სამყაროში მოვხდებოდი, მანამდე ჩვეულებრივი ოცდარვა წლის ახალგაზრდა ქალი ვიყავი, რომელსაც თვიდან თვემდე თავი ძლივს გაჰქონდა.

ოჯახის წევრებს არაფრად მივაჩნდი, მათ მხოლოდ ჩემი ძმა აინტერესებდათ და მისი კეთილდღეობისათვის ყველაფერს აკეთებდნენ. ბავშვობიდანვე ასე იყო, თავიდან ამასთან შეგუება მიჭირდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შევეგუე, მაგრამ მაინც მტკირვნეული იყო ყოველი საქებარი სიტყვების მოსმენა, რომელიც ჩემს მიმართ უნდა ყოფილიყო ჩემი ძმა იღებდა.

  ბავშვობიდანვე კარგი მოსწავლე ვიყავი, ფრიადზე დავამთავრე საშუალო სკოლა და უნივერსიტეტსაც არ ვუჩიოდი. ჩემს მომავალ პროფესიად ბიზნეს მენეჯმენტი ავირჩიე და მასში საკმაოდ წარმატებული ვიყავი კიდეც, მაგრამ ჩემი ძმის სიყვარული უფრო დიდი აღმოჩნდა კაზინოსადმი, ვიდრე მისი ოჯახი, ამიტომ ჩემი მთელი ხელფასი მის ვალებში და ბინისა, თუ კომუნალურების ხარჯებში მიმდიოდა.

წარმატებული სასტუმროს მენეჯერი ვიყავი, საკმაოდ ახალგაზრდა, მაგრამ ცხოვრება მკაცრად მექცეოდა. ხელფასი ჩვეულებრივზე მაღალი იყო, მაგრამ არა საკმარისი რომ ის ვალები გამესტუმრებინა, რომელიც მე არ მეკუთვნოდა.

სასოწარკვეთილმა მთელი ცხოვრება მუშაობაში გავატარე და იმის მტკიცებაში, რომ მეც რაღაცას წარმოვადგენდი. ძალიან დაღლილი ვიყავი და უკვე აღარაფერი მინდოდა გარდა უბრალოდ დასვენებისა.
ერთ წვიმიან საღამოს, როდესაც სამსახურიდან ჩვეულებრივ ცვლა დავასრულე და წამოვედი, ზებრას ვკვეთდი, როდესაც ტრაილერმა დამეჯახა...
მახსოვს, როგორ მტკირვნეული იყო. სატვირთომ მისგან შორს გამისროლა.
ძირს დავარდნილი სისხლისგან ვიცლებოდი და ღმერთს მხოლოდ იმას ვევედრებოდი, რომ არ მოეცა ჩემთვის ნება, რომ მომკვდარიყავი.

მე რეირვკარნირდი, როგორც ბოროტმოქმედიWhere stories live. Discover now