თავი მესამე

59 6 1
                                    

* * *
ყველაფერი მზადაა, ახლა მოქმედების დროა.

* * *
ანა

- ნანი! - გავძახე, ჩემს დამხმარეს. მივხვდი, რომ მისთვის უკვე შესაფერისი წოდება იქნებოდა, თუ ასე მოვიხსენიებდი. მალევე მისი ნაბიჯების ხმა მესმის.

- გისმენთ, ქალბატონო?

- ნანი, შეგიძლია წერილი თუ მოვიდა ნახო? - თავი დამიქნია, როგორი სხარტიცაა ისევე, სისხარტით გაიქცა. ჩაღიმებულმა ფინჯანი ჩაის დალევა გავაგრძელე, უნდა ვაღიარო დასვენება მომიხდა. ბოლოს აღარ მახსოვდა, როდის დავისვენე ასე კარგად.

ჩემი ძველი ცხოვრების გახსენებაზე კვლავ სევდა მერევა. არ მინდა ამაზე ფიქრი, მაგრამ სინანული მაწუხებს. ვიცი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ მაინც. ასე ბევრჯერ მიფიქრი, შესაძლოა მე ვიყავი პრობლემა მეთქი, რადგანაც ბიჭი არ ვიყავი, მაგრანა ასე არ იყო.

თუნდ ბიჭი ვყოფილიყავი, მაინც ასეთი ბედი მექნებოდა.

არა.

ნებას არ მივცემ, ამ სულელ ემოციებმა ბოლო მომიღონ.

- ქალბატონო, თქვენ სახელზე წერილი არაა. - მას გავხედე და ფინჯანი მაგიდაზე დავდე. - დიახ, ყველაგან მოვძებნე.

- კარგი. - მარტო დამტოვა.

ეს ცუდია, ძალიან ცუდია. ეს ნიშნავს, რომ სოციალური ცხოვრება არ გამაჩნია. თუ ჩაის წვეულებებზე არ მიმიწვევენ, მაშინ ესე იგი არ მყოლია ნაცნობები რომელიც გამომადგება.

ბეტის, კარგი სახელი არ ჰქონდა. ის ხომ კაცებს თავისი მზერითაც აცდუნებდა, ამის გამო ქალბატონები მას ცუდი სახელით იხსენიებდნენ. მარტო ეს არ იყო მისი პრობლემა, გარდა ამისა ის არაფრად აგდებდა მასზე დაბალი კლასის წარმომადგენელ ოჯახებს. საშინლად უხეში და მანიპულატორის სახელი ჰქონდა, რის ჩამორეცხვაც არ იქნება მარტივი.

რამენაირად უნდა შევქმნა კარგი სახელი, თუ მინდა რომ მშვიდობიანად დავტოვო აქაურობა.

მე რეირვკარნირდი, როგორც ბოროტმოქმედიWhere stories live. Discover now