2☄️

134 18 61
                                    

უკვე საღამოა. კლასში კი მხოლოდ ორი ადამიანია.

- ბევრი დაგრჩა? -მობეზრებით კითხულობს ბიჭი.

- თქვენ მთხოვეთ მერხების გაწმენდა! -წუწუნებს გოგო.

- კი არ გთხოვე, დაგავალე! ნაადრევი სკლეროზი, მის მინ? -ირონიულ ღიმილს არ იშორებს და სათვალეს, გრძელი, თლილი თითებით ისწორებს.

- დავასრულე, ბატონო კიმ!

- ოჰ, უკვე? დაჯექი, ტესტების შესწორებას განვაგრძობ.

მარია თეჰიონის სიტყვებმა გააბრაზა. ეგონა დაასრულა და ერთი სული ჰქონდა სახლში წასულიყო.

- მეგონა დაასრულეთ! -აღშფოთების მიზნით შეჰკივლა და მერხს ჩამოარტყა ხელი.

- ზედმეტად ხმამაღლა ხეხავდი, ამიტომ ვერ ვკინცენტრირდებოდი საკუთარ საქმეზე.

- კი მაგრამ! ამდენი ხანი ვალაგებდი! და ახლა თქვენ უნდა დაგელოდოთ?! -წუწუნებს.

- მარია, ადგილი დაიკავე და არ გაინძრე! -გამაფრთხილებელი მზერა სტყორცნა.

მინი ბურტყუნით დაჯდა მასწავლებლის წინ.

- ისე... ჩემი სახელი საიდან იცით?! -თვალები მოჭუტა.

- ხელს მიშლი! -ტონს აუწია და გოგონა გააჩუმა.

დაახლოებით ერთ საათში თეჰიონი დგება და ფურცლებს იღებს.

- ადექი, მივდივართ. -უჩურჩულებს მარიას და მკლავში ხელს ავლებს.

- უხეში ტრაკი! -ბურტყუნებს და იძულებულია მასწავლებელს უკან გაჰყვეს.

წყვილი სკოლას ტოვებს და გაჩერებასთან ჩერდება.

- ახლა რა?

- ახლა სახლში წახვალ, მარია. -გვერდულად იღიმის თეჰიონი და შარფს იხსნის.

- მე მივაღწევ! ნუ ღელავთ! სახლში წადით!

- დაველოდები როდის მოვა შენი ავტობუსი.

- საჭირო არ არის, ბატონო კიმ თეჰიონ. თუ ვინც ხარ... -ბოლო სიტყვები ჩუმად ჩაილაპარაკა.

ObsessionWhere stories live. Discover now