დილის 04:04 საათია,მე კი უპატრონოსავით ახლა მომინდა გარეთ გასვლა,თითქოს ბოლო ოთხი წელი მაწანწალა ცხოვრებას არ ვეწეოდე.
მოწევაზე გამახსენდა,ჯიბეში ჩაკუჭული საწყალი "პარლამენტის" კოლოფიდან უკანასკნელ ღერს ვიღებ,რომელსაც ქარის თანხლებით წვალებით ვუკიდებ.ნიკოტინით გაჟღენთილ ფილტვებს სიამოვნებას ვანიჭებ და მშიერივით ვისუნთქავ კვამლს.სად მივდივარ კაცმა არ იცის,უბრალოდ დავადე ფეხი და აჰა,მივლასლასებ ლამპიონებით ვითომ განათებულ,ბინძურ ქუჩაზე,რომელსაც რატომღაც სიკვდილის სუნი ასდის.შეიძლება უბრალოდ მე მაქვს ასეთი სირული ახირებები.რომ დავფიქრდეთ,დალაგებული არც არავინაა ამ აყროლებულ ქვეყანაზე და რომელი ოქროს ტრაკიანი მე მნახეთ?!
ჰოდა,როცა გარშემო მიმოვიხედე,ლამის თავზარი დამეცა.მეთქი,ეს სად ტრაკში მოვხვდი.რას მივდიოდი,რომ მივდიოდი,მეხვეწებოდა ვინმე?! მაგრამ არა,მე ხომ ჯონ წყეული ჯონგუკი ვარ.აბა,ვის დაემართებოდა ასეთი უჯიშობა,თუ არა მე? ქალაქის რომელიღაც მიგდებულ უბანში კი არა,გარეუბანში ამოვყავი თავი.ერთობას ისიც ვიფიქრე,ისევ დეგუში ვიყავი თუ არა.
ამ ლანძღვა-გინებაში გართულმა სულ ვერ შევამჩნიე სანაპირო და ბიჭი,რომელიც ანათებდა.
ბოზიშვილი ვიყო ანათებდა,პირდაპირი გაგებით.
გაშტერებული ვუყურებ,ამდენმა პლანმა მართლა ხოარ დამაყლევა-მეთქი.აბა,სადღაც მიუსავლეთში,რაღაც ზღვის სანაპიროზე მარტოდ მჯდარი ბიჭი რომ დაინახოთ,რომელიც ნათურასავით ანთია,რას იფიქრებდით?!
სირინოზია,კიმარა? ვფიქრობ ჩემთვის,რა ჯანდაბა სჭირს?
ნელ-ნელა ვუახლოვდები,ამ ბოზურ ცნობისმოყვარეობას ვერაფერს ვუხერხებ ჩემში.ზღვის ხმა კი ფარავდა,მაგრამ მაინც გავიგონე ჩუმი ტირილი.ვიფიქრე,ხოარ მივიდე,თავში ხელი წამოვარტყა და მივაძახო,რა გატირებს შეჩემისა-მეთქი? (ნუ მომაფურთხებთ,უკეთესი იუმორი არც თქვენ არ გაქვთ!) მაგრამ ჩემში მაინც ადამიანურმა გრძნობებმა გაიღვიძეს.ეს ნაბოზრები კარგად დალუქული სხვენის რომელიღაცა ყუთიდან ამოჯლაგუნდნენ დიდის ამბით.სულ მტვრის ბუღი დამიყენეს,კისერში სპაზმები მომაწვა,მაგრამ რა ოხრობაა,გეგონება საკლასო ოთახში ვიყავი და გამეფებულ სიჩუმეში დახველებას ვერ ვბედავდი.არადა ლამისაა სული გამძვრეს.