Je vais traverser la mer

30 4 0
                                    

დღეს პირველი მაისია, ჩემი გარდაცვალების დღე.

შენი ხმა ჩამესმის.კინოს კადრებივით მეორდება გონებაში,მოგონებები რომლებიც ოთახში სურათებივით კიდია, ცოცხლდებიან და ემოციების ზღვაში მამოგზაურებენ. ქარი ქრის და ვიტყოდი,რომ შენი სუნი ქრის.ღამე როცა გაწვიმდება, შენი ცრემლებით იწვიმებს,მზე რომელიც ისევ ამოვა, შენი ღიმილით გამათბობს,ძლიერი წვიმა და ქარი რომელიც ხვალ იქნება, შენი მონატრებისგან იქნება გაჯერებული,მე ვგრძნობ შენს ზღვასავით დიდ გულს, სადაც მხოლოდ ჩემი გემი დაცურავს.იალქნების,ღუზის ,საჭის გარეშე,რომელიც ქარის მიმართულებით ხან ერთ ნაპირს მიეხეთქება, ხან მეორეს.კომპასი რომელიც დიდი ხნის წინ დავკარგე,ენთან მოსასვლელ გზას ვინღა მიჩვენებს?დამრჩა მხოლოდ შენგან ნაჩუქარი საათი რომელიც მხოლოდ ერთ დროს აჩვენებს “მე შენ მაკლიხარ”ემოციები მაწვება და გაქცევას ვაპირებ. საკუთარ თავთან ბრძოლა წავაგე.

მოგონებები მომაკვდავი ქარვებივით ციმციმებენ, აფრქვევენ წარსულ ჩრდილებს იმას, რაც ადრე იყო, დამცინიან დიდი ხნის წარსულის ბედნიერების ხილვებით.
გარიჟრაჟი იშლება, მაგრამ მას არ მოაქვს სინათლე, მხოლოდ ცივი, მიუტევებელი სიბნელე, რომელიც სასოწარკვეთილებით ფარავს ჩემს სამყაროს.
ქარი ღრიალებს გარეთ, მაგრამ მას არ მოაქვს ნუგეში, მხოლოდ მარტოობის მწარე სიცივე, რომელიც ჩემს ძვლებში ატანს.  წვიმა უმოწყალოდ მოდის, დაუნდობელი ნიაღვარი, რომელიც შლის იმედის უკანასკნელ კვალს და მწუხარების ზღვაში მითრევს.

მე გხედავ ყველა ჩრდილში, შენი ცეცხლოვანი წითელი თმა სიბნელეში შუქურად მესახება, რომელსაც თითქოს ჩემი სიგიჟის ლაბირინთში ღრმად მივყავარ. მაგრამ როცა ხელს გიწვდი, რომ შევეხო შენი ყოფნის აჩრდილს, კვლაც ვიგრძნო შენი შეხება, ჩემი თითები მხოლოდ სიცარიელეს პოულობენ - სიცარიელეს, რომელიც ისეთივე ღრმა და უძიროა, როგორც ოკეანე.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jun 26 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Je vais traverser la merWhere stories live. Discover now