1/1

5 1 0
                                    

ისევ წვიმს...

ამ წვიმაში არაფერია განსაკუთრებული. თუმცა ვერაფრით ვიგებ ასე უკიდეგანოდ რატომ მასევდიანებს.
რატომ მახსენებს შენს თავს?

თითქოს ჩვენი ყველა მოგონება თან მოჰყვება და ასფალტზე შეხეთქებისას ნაწილებად იფანტება.

ან სულაც შეიძლება მეჩვენება...

ჰო, ალბათ მეჩვენება. აბა რატომ მომიტანდა წვიმა შენს სურნელს? რატომ გამახსენებდა შენს ჩახუტებას ამდენი წლის შემდეგ?

ნეტავ შენ თუ გახსოვს ჩვენი დრო. ჩვენი ბოლო შეხვედრა...

ვინ წარმოიდგენდა, რომ დაწყებამდე  დასრულდებოდა ყველაფერი.

რამდენი წელი გავიდა? არვიცი, დიდიხანია დათვლა შევწყვიტე. შენს თავსაც დიდიხანია აღარაფერი მახსენებს. ჩვენი მოგონებებიც ღრმად მაქვს დამარხული გონებაში.

ვიცი, აბსურდია, მაგრამ სხვანაირად ცხოვრებას ვერ გავაგრძელებდი. მთელ დროს შენს ლოდინში გავატარებდი ალბათ. ეს ლოდინი კი საბოლოოდ გამანადგურებდა. ამიტომაც დაგივიწყე.

უშენოდ სიცოცხლე  ვარჩიე შენით სიკვდილს.

ახლაც კი, როცა ეს წვიმა შენს თავს მახსენებს, თითქოს ეს მოგონებებიც აღარაფერს ნიშნავს ჩემთვის.

რამდენჯერ მიფიქრია რა იქნებოდა ერთხელ მაინც გაგხსენებოდი. შენც ხომ მშვენივრად იცოდი, რომ შენთვის ყველაფრის პატიება შემეძლო. ყველაფრის, ოღონდ წასვლის არა. თუმცა მაინც წასვლა არჩიე.

არასდროს არავისთვის მითქვამს როგორ მეტკინა მაშინ. ვიცოდი, მაინც ვერავინ დაიჯერებდა, ვერ გაიაზრებდნენ. ახლა, როცა ამდენი წლის შემდეგ ვიხსენებ თავადაც არ მჯერა.

ის ტკივილი კიარა, მისგან გადარჩენა არ მჯერა.

ან იქნებ სულაც ვერ გადავურჩი და თავს ვიტყუებ, ვინ იცის...

რადგან ფაქტია, ახლა წვიმს... ამ წვიმაში არაფერია განსაკუთრებული. თუმცა ვერაფრით ვიგებ ასე უკიდეგანოდ რატომ მასევდიანებს?

რატომ მახსენებს შენს თავს?

________________

სევი...💙

Rain...🥀Where stories live. Discover now