1.

353 38 64
                                    

ადამიანებს ბუნებით ეგოისტებად მივიჩნევ და არ ვფიქრობ, რომ გამონაკლისები არსებობენ, უბრალოდ საქმე დროსა და სივრცეშია. ყველა ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, განსხვავებული დოზით აჩენს საკუთარი ეგოს საცეცებს და ამას დიდი დაკვირვების შემდეგ მივხვდი. კარგიცაა, როცა გარკვეულ მომენტში, გარკვეული სიტუაციის, გარკვეული ფიქრის ზეგავლენით რაღაც დოზით ეგოისტი ხდები, რადგან ამ ცხოვრებაში სხვაგვარად აუტანლად დაიჩაგრები, თუმცაღა არც ისეა, რომ გადამეტებული ეგოისტი დომინირებდეს ცხოვრებაზე. მაგას შეუძლებლად ვთვლი. ყველა ქმედებას თავისი გამომწვევი მიზეზი აქვს და ყველა ქმედება რაღაც შედეგისთვისაა გათვლილი. ცხოვრება კი არასდროს იშურებს საბაბს ადამიანისთვის, რომ ის ეგოისტად იქცეს.

გაზაფხულის მატყუარა ამინდები მოსაწყენი იყო თინეიჯერებისთვის და არა მარტო. წვიმიანი დღეები ერთმანეთს ისე მიჰყვებოდა, თითქოს ასე იყო დაწერილი გეგმაში და მისი ჩასწორება შეუძლებელი გახლდათ. სასწავლო საათების თითქმის მთლიან ნაწილს შენობის ცივ კედლებში ატარებდნენ მოსწავლეები. ეს ის დრო იყო, როცა გათბობაც გამორთული გახლდათ და გაზაფხულის ყეყეჩი, თუმცა უენერგიო მზე მძიმე ღრუბლებში შემალულიყო, მისი სუსტი სხივები წვიმასთან ბრძოლაშივე დამარცხებულნი მხოლოდ პერიოდულად იჭრებოდნენ ფანჯრის მიღმა. ჩვეულებრივ მზიან ამინდში სკოლის ეზო და საერთოდ ქუჩებიც ალუბლის ყვავილობასთან ერთად სავსე გახლდათ ადამიანებით. რაღაცნაირი სიფერადე მოჰქონდა ამ სეზონს ყოველთვის, მაგრამ წელს განსაკუთრებით წვიმიანი და ცივი იყო გაზაფხული.

-დე, დღეს ჰოსოკთან მივდივართ ბიჭები._მანქანა რომ სკოლის ჭიშკართან გაჩერდა, ტელეფონიდან მაშინღა ამოყო ცხვირი შავთმიანმა.

-ანუ არ მოგაკითხო?

-არ ვიცი, ალბათ, სკოლის შემდეგ წავალთ. ახლა მოიწერა ჰოსოკმა._უდარდელად აიქნია მხრები და უკანა სავარძელზე ზურგჩანთას გადაწვდა.

ℎ𝑜𝑚𝑒 𝑡𝑜 𝑦𝑜𝑢 - 𝑘.𝑡ℎ ☆ 𝑗.𝑗𝑘 Where stories live. Discover now