11.

126 27 44
                                    

თვალის უპები გაახილა თუ არა და წამწამები ერთმანეთს დაშორდა, მკრთალ მზერაში უფროსის მშვიდი სახე მოექცა. ეს კადრი ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც ჩაძინებამდე, მხოლოდ ოთახში არსებული სინათლე გახლდათ სხვა და მზის სხივების ფონზე კიმის ქერა თმა ოქროსფრად ბრწყინავდა. გამიზნული არ ჰქონია, რომ თვალის გახელის პირველივე წამიდან მზერა თეჰიონზე დაეტოვა მანამ, სანამ უცნაურად ჰაერში გამოკიდებული ძირს არ დაეშვებოდა. ამდენად ახლოდან პირველად ხედავდა უფროსის სახეს, მის მშვიდ ნაკვთებს და იმ ყავისფერ თვალებს, რაღაც მომენტში გაუცნობიერებლად მიშტერებულს რომ წაეჩეხა. წარმოდგენა არ ჰქონდა ჯონგუკს, რატომ ან რა დროის მანძილზე იწვა თვალებ გახელილი, გაუნძრევლად და აკვირდებოდა თეჰიონს, თუმცა აშკარა გახლდათ, თავად უფროსსაც ეღვიძა, მისი ყავისფერი ირისები კი უმცროსის შავი მელნის გუბეების პირისპირ იყო, არც ახლოს, არც შორს, ზუსტად მის წინ.

-ბიჭებო._ნეითირის ხმამ კარს იქიდან, სწრაფად დააბრუნა ჯონგუკი დედამიწაზე.-გღვიძავთ? სკოლაში დაიგვიანებთ._აწ უკვე შემოხსნილ კარში თავშემოყოფილმა გაკვირვებული მზერით შეათვალიერა საწოლიდან უეცრად წამომხტარი ჯონგუკი და ისევ იმავე პოზაში მყოფი შვილი.

-რომელი საათია, მაღვიძარამ არ დარეკა. მოვემზადები და ხუთ წუთში გამოვალ._სწრაფი ნაბიჯით გადაკვეთა ოთახი სააბაზანოსკენ აფორიაქებულმა და ისე შეიკეტა შიგნით, ჯერ კიდევ დაბნეული ნეითირისკენ აღარც გაუხედავს.

-რა სჭირს?

-არ ვიცი._უინტერესოდ გახედა სააბაზანოს კარს თეჰიონმა.-ალბათ, დაიბნა, როცა აქ გაიღვიძა და მე დამინახა, მგონი წუხელ ნახევრად ეძინა, როცა მოვედი. პლედი მივაფარე მძინარეს და მადლობა შენ გადაგიხადა. უცნაური ბიჭია.

-როდის მოხვედი, არც მე გამიგია. შენი ზურგჩანთა დავინახე და მივხვდი, რომ აქ იყავი._კარის ჩარჩოს მიეყრდნო მხრით ქალი.

ℎ𝑜𝑚𝑒 𝑡𝑜 𝑦𝑜𝑢 - 𝑘.𝑡ℎ ☆ 𝑗.𝑗𝑘 Where stories live. Discover now