4.

130 30 20
                                    

ორშაბათს სკოლაში წავიდნენ. ცალცალკე და ისე, თითქოს ერთმანეთის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ. თეჰიონმა გადაწყვიტა, რომ უმჯობესი ბიჭის დაიგნორირება იყო და უბრალოდ ისევ ისე განაგრძობდა ცხოვრებას, როგორც აქამდე. ამ გადაწყვეტილებით ენერგიით სავსემ უწინდელი სილაღეც დაიბრუნა, თუმცა გაკვეთილები კვლავ ისეთი მოსაწყენი იყო, როგორც ყოველთვის და ან მაიმუნობდა მერხზე სისულელეების ხატვით ანდაც ეძინა.

-გააღვიძე ეგ უსაქმური._ქალის ხმამ გასცა მითითება და თეჰიონმა მალევე იგრძნო, როგორ შეეხო მის მხარს ნაზად გვერდით მჯდომის თითები.

-რა ხდება?_დაბნეულმა მთქნარებით ჰკითხა გოგონას. კლასელმა მასწავლებლისკენ ანიშნა.

-დიდება თქვენს გაღვიძებას, თეჰიონ. აქ დასაძინებლად დადიხარ?_ირონიით შეათვალიერა მასწავლებელმა გაბრუებული კიმი და კვლავ დაფისკენ მიბრუნდა მაგალითის ამოსახსნელად.

თეჰიონს ძალიან ბევრი ადამიანი აღიზიანებდა. ასე უბრალოდ ვიღაც ან რაღაც ჩვენ არ გვიჩენს რაიმე საიხს გრძნობას, მიზეზია საჭირო და ის ამ მასწავლებლის შემთხვევაში კიმმა კარგად იცოდა, თუმცა არა ჯონგუკის. ხო, გონებამ ისევ უნებლიეთ მოუთრია ფიქრი ამ ბიჭზე და შავთმიანი უხერხულად შეიშმუშნა. უკან, ჯონგუკისკენ გახედვის სურვილი მარტივად დააიგნორა და შარვლის ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა დროის გასაყვანად. გაკვეთილის დასრულებამდე დარჩენილი დაახლოებით თხუთმეტი წუთი გაიწელა, ამას დაემატა ისიც, რომ მასწავლებელმა კიმის დაფასთან გასვლა მოინდომა. თეჰიონი წუწუნით გაემართა საკლასო ოთახის იმ კედლისკენ, რომელსაც მაგალითებით დატვირთული დაფა ამშვენებდა. ტყუილი დროის კარგვა იყო მისი იქ დგომა, ქალმა ხომ იცოდა ეს. აი, ერთ-ერთი მიზეზი იმის, თუ რატომ იყო ეს მასწავლებელი გამაღიზიანებელი კიმისთვის.

-ჩემო საყვარელო მეგობარო, როგორ ხარ?_გაკვეთილიდან გამოსულსა და კაფეტერიისკენ მარტოდ მიმავალს ზურგზე მოულოდნელად შემოახტა ჰოსოკი.

ℎ𝑜𝑚𝑒 𝑡𝑜 𝑦𝑜𝑢 - 𝑘.𝑡ℎ ☆ 𝑗.𝑗𝑘 Where stories live. Discover now