7.

159 29 54
                                    

როგორც წესი, თეჰიონი სასმლის დიდი მოყვარული არ გახლდათ. იშვიათად თუ დალევდა სამეგობროს შეკრებაზე ცივ ლუდს და სიმთვრალეც სახალისო ჰქონდა. თვითონ კი მომდევნო დღეს თითქმის არასდროს ახსოვდა სიმთვრალის ამბები, მაგრამ თუ კი ჰოსოკისა და ნეითირის დამცინავ რეპლიკებს დაუჯერებდა, ბევრ სულელობაში ყოფდა ცხვირს სიმთვრალის ჟამს. სამაგიეროდ ნაბახუსევი ჰქონდა აუტანელი.

თავის ტკივილმა გააღვიძა გამთენიას. ფანჯრიდან ახლად შემოპარულმა მზის სხივებმა და ცალკე ნაბახუსევის ტკივილმა თვალის გახელაში შეაბრკოლა. საშინელი გემო ჰქონდა პირში, ცოტა რომ მოვიდა გონს და სააბაზანოში შევიდა გრილი შხაპისთვის, კბილების გახეხვამაც ვერ გააქრო ეგ გემო კიმის პირის ღრუდან. ბევრ რამეზე არ ფიქრობდა, მხოლოდ პირად დისკომფორტს ებრძოდა და, ალბათ, ამიტომაც არ შეუმჩნევია, საწოლში რომ ეძინა, ჯონგუკი კი დივანზე იწვა მოკეცილი. ყოყმანით აუკეცა დივნიდან გადმოვარდნილი პლედი, ფეხებზე მიაფარა და ისევ უენერგიოდ დაემხო საწოლზე. ასეთმა ძლიერმა შეხებამ მატრასზე სხეულში მუხტები გაგზავნა, უნდოდა ამოეოხრა, მაგრამ მხოლოდ სუსტი ხვნეშა დასწყდა და ისიც ბალიშში ჩაიკარგა. ბალიშის პირს, საბანს ისეთი სუნი აღარ ჰქონდა, როგორიც ადრე. წუხელ ეს ვერ იგრძნო, აქამდეც ვერ იგრძნობდა, მაგრამ ახლა მისი ცხვირი გაჟღენთილი იყო რაღაც ისეთი სუნით, რაც არ ჰგავდა პარფიუმს, თუმცა დისკომფორტს არ იწვევდა ის თეჰიონში. დიდი ხანი აღარ გამოუვიდა ძილი, მაგრამ იმ ერთი საათმაც კარგად იმოქმედა. დაძინებამდე ფიქრობდა, რომ სკოლას გააცდენდა, მაგრამ ჯონგუკის უშედეგო ფრთხილმა გადაადგილებამ ოთახის ერთი კუთხიდან მეორისკენ დიდხანს აღარ მისცა მოსვენება. შემდეგ გაახსენდა, რომ ქვიზი ჰქონდათ საწერი, მაგის გაცდენის ვარიანტი ყველაზე ნაკლებ მოსწონდა, ამიტომ ამ დღეს სკოლაში მყოფთ წილად ხვდათ პატივი, ენახათ ჩვეულებრივზე მეტად უჟმური და ამავედროს უენერგიო თეჰიონი. პირველი გაკვეთილი გააცდინა, მეორეს დაესწრო, მესამესაც, მეოთხეზე ქვიზი წერეს, თეჰიონმა კლასელისგან გადაწერა ისეთივე ოსტატობით, როგორც ძირითადად სჩვევია. ჯონგუკიც თითქმის ყოველთვის სადღაც იქვე იყო, რა გასაკვირია, ისინი ხომ ერთ კლასში არიან, მაგრამ აქამდე ასე ნათლად ვერ ამჩნევდა ბიჭის არსეობას, ახლა თავად უმცროსი ახსენებდა, რომ იქ იყო. ჯონგუკი უკან, ფანჯრის მხარეს იჯდა და თეჰიონი საკმაოდ ხშირად გრძნობდა მის მზერას ზურგზე. ერთი-ორჯერ შემობრუნდა კიდეც, დარწმუნდა, რომ არაფერი ელანდებოდა და ბიჭი მართლაც მისკენ იყურებოდა.

ℎ𝑜𝑚𝑒 𝑡𝑜 𝑦𝑜𝑢 - 𝑘.𝑡ℎ ☆ 𝑗.𝑗𝑘 Where stories live. Discover now