1

16 3 0
                                    

მე მოგიყვებით ამბავს. დიდი ხნის წინ დიდმა მეფემ გადაწყვიტა შენიღბული გამოსულიყო, რათა ენახა ის სამეფო, რომელსაც მართავდა. ბევრს ადგილს ესტუმრა და სასახლისკენ მიმავალმა სასახლის მოცეკვავის ძალიან სიმპატიური შვილი დაინახა, რომელიც ერთი ნახვით შეუყვარდა. მათ ერთმანეთთან შეხვედრა დაიწყეს, ერთად ბევრ დროს ატარებდნენ, მეფემ მოცეკვავეს სიმღერაც კი დაუწერა მათი სიყვარულის ნიშნად. ცოტა ხანში სამეფოში ომი დაიწყო. მეფემ ბევრი იბრძოლა, რომ სამეფო და მისი სიყვარული გადაერჩინა, მაგრამ მოცეკვავეს ისარი გულში მოხვდა და დაიღუპა, მასთან ერთად კი მეფეც.
მრავალი წლის შემდეგ, ისინი თავიდან დაიბადნენ. მეფე სასახლის პიანისტი, ხოლო მოცეკვავე პატარა პრინცი გახდა, რომელიც ცეკვაზე გიჟდებოდა. მათ ერთმანეთი სასახლეში ნახეს. იმ დროს ყველა ფიქრობდა, რომ ბიჭების სიყვარული ცოდვა იყო, ამიტომ ისინი ერთმანეთს სასახლის სხვენში ხვდებიდნენ. მეფის დაბადების დღეზე როდესაც მთელი სამეფო სასახლეში იყო პრინცმა და პიანისტმა საოცარი შესრულება ანახეს მეფეს და მათი სიყვარულიც გაუმხილეს, მაგრამ ყველაფერი ცუდად წავიდა, პრინცი გამოკეტეს, ხოლო პიანისტს თავი მოკვეთეს.
2024 წელს ბიჭი მკურნალობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, კოშმარებისა და ბოდვების გამო. ერთ დღეს ის საავადმყოფოდან გაიპარა და კლუბში წავიდა რომელიც ყოველთვის იყო მის სიზმრებში. მან ნახა ის, ნახა ბიჭი რომელიც ყოველთვის მის სიზმრებში იყო და თავს არ ანებებდა. მომღერალმაც დაინახა ბიჭი და მიხვდა, რომ ის იყო მისი მუზა, ბიჭი რომელსაც ყოველთვის ხედავდა სიმღერის წერის დროს. მათ ერთმანეთს ჩახედეს თვალებში და გაახსენდათ, გაახსენდათ ყველაფერი. მათ ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, ისინი მრავალი წლის შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და მიხვდნენ, რომ მათ სიკვდილიც ვერ დააშორებს.

---------------------------------

გამოცდები მაქ ზეგ და მაზეგ და მე ამ ვიდეოს გამო დავწერე ფიკი :)

მრავალი წლის შემდეგWhere stories live. Discover now