თავი 1: 1.1 პროლოგი: მისია ბუსანში.

117 15 26
                                    

ბუსანის საერთაშორისო ნავსადგური. 

7:49.

პორტში ნელ-ნელა სიბნელემ დაისადგურა. თუმცა ამის მიუხედავად ბორანთან ხალხის ბრბო უცვლელად და მთელი ენთუზიაზმით აგრძელებდა მუშაობას. დამხმარე ბორანი, რომელიც 5,000 ტონას იწონიდა სწორედ ასეთი დატვირთვებისთვის იყო შექმნილი, იგი მთელი სიდიადით იყო წარმოდგენილი ქუჩის განათებების მბჟუტავი სინათლის ქვეშ. ეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი საშუალება იყო ტვირთების გადასაზიდად და მაქსიმუმ ერთი დღე სჭირდებოდა ერთი ადგილიდან მეორემდე მისასვლელად.

ხვალ დილით კი უკვე იაპონიის ერთ-ერთ პორტში, ქალაქ შიმონოსეკში იქნებოდა.

ჩასხდომის დასრულების შემდეგ კარები დაკეტეს და როგორც მოსალოდნელი იყო სადგურში შუქები ჩააქრეს რადგან ამწე კრანის დახმარებით ბორანი საქონლით მარტივად დაიტვირთა. 

გარშემო სიჩუმე ჩამოწვა. დარჩა მხოლოდ თოკზე მიბმული ბორანი რომელიც უკუნით სიბნელეში შუაზე აპობდა შავ აზვირთულ ტალღებს.

თუმცა შიგნით ატმოსფერო სრულიად განსხვავებული იყო. ოთახში მოწესრიგებული, სასიამოვნო აღნაგობის მამაკაცი შემოვიდა და ბარგი მისთვის გამოყოფილ ადგილას დააწყო. ირგვლივ მყოფი მგზავრები ჯგუფებად იდგნენ და გემს ფართე ღიმილით ათვალიერებდნენ. ზოგიერთი დერეფანში დასეირნობდა კამერით ხელში და ყოველ წუთს ფოტოებს იღებდა. გემბანზე ხმამაღალი სიცილი ისმოდა და გემის მონაბერ ცივ ჰაერში იკარგებოდა. გარშემო მოგზაურობის მოლოდინით გამოწვეული აღელვება გადაედო ხალხს და ყველა ერთად ელოდა თითქოს რაღაც განსაკუთრებული უნდა მომხდარიყო..

ამ ხალხმრავლ ადგილას იმყოფებოდა პაკ ჯიმინიც, ჩვეულებრივ კოსტუმსა და ქურთუკში გამოწყობილი, არაფრით განსხვავდებოდა იქ მყოფი ხალხისგან. გარდა მისთვის დამახასიათებელი დეპრესიული გამომეტყველებისა და ეს ნამდვილად არ შეესაბამებოდა იმ ადამიანის სახეს რომელსაც ვიაიპ ოთახში გამოუყვეს ადგილი.

კოდური სახელი: ანასტასია[Jikook version]Where stories live. Discover now