ლი ჩოლჯინი გაფაციცებული თვალებით აკვირდებოდა ჯიმინს. შემდეგ კი მის უკან მყოფ რაღაცას მიაშტერდა.
მომდევნო რაუნდში უკვე ჯიმინის იარაღმა გაყარა ნაპერწკლები, ტყვია მიზანში მოხვდა, მაგრამ სამწუხაროდ ხმა ლი ჩოლჯუნს კი არა კიმ იუნჰეს ეკუთვნოდა. რომელიც ამდენ ხანს ცდილობდა ჯიმინს ზურგიდან დასხმოდა თავს.
კიმის სპილოსძვლისფერი ქურთუკი მომენტალურად სისხლისფრად შეიღება. ის კუთხეში ჩაიკეცა და დაშავებულ ადგილს მარჯვენა ხელით ძლიერად უჭერდა. ჯერ კიდევ გაურკვევლად რჩებოდა თუ ვინ იყო მისი სამიზნე. პაკ ჯიმინი თუ ლი ჩოლჯინი.
ჯიმინმა თვალი მოაცილა და ისევ გემის კიჩოს შეხედა, ამასობაში ლი ჩოლჯინმაც მოასწრო დანის ძირს დაგდება და მათ ზურგი აქცია.. მოაჯირს ხელი მოკიდა და ღრმად ჩაისუნთქა. მხრები წინ გაიშვირა ზურგი უკან გამოწია და ზუსტად მაშინ, როცა ჯიმინს თავში უსიამოვნო შეგრძნებამ გაჰკრა. მოაჯირს ჩაბღაუჭებული დამნაშავის სხეული უეცრად წყალში გადახტა.
ჯიმინი მაშინვე მოაჯირისკენ გაიქცა მაგრამ, სანამ იქამდე მიაღწევდა წყლის ჩქაფუნი შემოესმა. მან ქვემოთ ჩაიხედა, შავი ზღვის ერთი ნაწილი მეორე მხარეს აზვირთულ თეთრ ტალღებს შერწყმოდა.
ჯიმინი ჩოლჯინის პოვნას ცდილობდა მაგრამ ვერსად ხედავდა. მან ცოტახანს დაიცადა. რამოდენიმე წამში ჩოლჯინის თავი შენიშნა თეთრ ტალღებში. თავი ამოეყო და ჰაერს ხარბად ისუნთქავდა. ამ სიმაღლიდან ზღვაში გადახტომა მართლაც თვითმკვლელობის ტოლფასი იყო.
მაგრამ თითქოს პაკ ჯიმინს ბუნებაც დასცინოდა, საიდანღაც ნავი გამოჩნდა შესახედაობით და ძველი ნათურებით თუ ვიმსჯელებდით ხის ძველი ნავი იყო, რომელიც მხოლოდ თევზაობისთვის თუ გამოდგებოდა. ამის დამსახურებით მარტივად შეძლებდა სადაზვერვო ვერტმფრენებისგან თავის დაღწევას და სადმე მიიმალებოდა.
ხის ნავი სიბნელეში მშვიდად მიცურავდა და უფრო და უფრო უახლოვდებოდა ლი ჩოლჯინს. ჯიმინს თითქოს თავში ძლიერად ჩაარტყესო მაშინვე ივარაუდა, რომ ეს შესაძლოა თავდამსხმელის სათადარიგო გაქცევის გეგმა ყოფილიყო ყურადღების გადატანის მიზნით.
YOU ARE READING
კოდური სახელი: ანასტასია[Jikook version]
Romantikპაკ ჯიმინი სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთი წარმატებული აგენტია, მას მომაკვდინებელი იარაღის, ''ანასტასიას'' საპოვნელად იაპონიაში აგზავნიან. რომელსაც იაპონია და ჩრდილოეთ კორეა ფარულად აწარმოებს. სადაზვერვოს სააგენტო ვარაუდობს, რომ მთავარი პარტნიორი 'ჯე...