Mariam's pov
უკვე ექვსი საათი ხდებოდა და არავინ ჩანდა სამი საათია გასულები არიან და უკვე ვნერვიულობ. კიდევ კარგი კარზე კაკუნის ხმა იყო ეგრევე მივვარდი და გავაღე
- ღმერთო ათუკა რა გჭირთ
ორივე ნაცემი იყო საშინლად სახლში შემოვიყვანე და დივანზე დავსვი
- მოიცა აფთიაქის ყუთს მოვიტან და დაგიმუშავებთ
ვაკო უფრო ნაცემი იყო ვიდრე ათუკა ამიტომ ჯერ ათუკას მივუჯექი დავუმუშავე ყველაფერი გავუსუფთავე და ათუკა მოვრჩი ახლა კიდე ვაკოს რიგია
- მე ავალ შხაპს მივიღებ და გამოვიცვლი სულ დასვრილი ვარ და რომ მორჩები მარის აბაზანით ისარგებლე და ტანსაცმელს მოგცემთ
უთხრა ათუკამ ვაკოს
- კაი
მეც დავუჯექი ვაკოს გვერდით ჯერ ხელის დამუშავებას დავიწყებდი ამიტომ მისი დიდი ხელი ჩემ ფეხზე დავდე და ჯერ გავწმინდე წყალბადით
- ახლა აგეწვება
- არაუშვსსპირტი დავასხი და მანაც ფეხზე ხელი მომჭირა მე კი შევუბერე
- ბოდიშიი
- არაუშავსშემდეგ როცა ხელს მოვრჩი სახეზე გადავედი ჯერ გავუწმინდე ახლა დავაკვირდი მის თვალებს ძალიან ლამაზი იყო სახე დავუმუშავე და ჭარბი და ტუჩი ქონდა გაჭრილი და დავამთავრე
- მოვრჩი
- მადლობა
- რისთვის
- რავი დახმარებისთვის
- რა მოხდა
- აუ რავი რა ათუკა გეტყვის
- კაი წამოდი ჩემ ოთახში სააბაზანოში და მე ტანსაცმელებს მოგიტან
- კაიმე ჯერ ათუკას ოთახში შევედი და ვაკოსთვის ტანსაცმელები ავიღე შემდეგ ჩემ ოთახში შევიყვანე და სააბაზანკში შევიდა. მე გამოვედი სამზარეულოში და საჭმელების კეთება დავიწყე მალე ათუკა ჩამოვიდა
- რა ამზადებ?
- რავი ქათამს ვწვავ და კარტოფილს
- ვაა შენ შემოგევლე
- ათუკა რა მოხდა ვის ეჩხუბეთ
- გიორგის
- იმედია იმას არა ვინც მე მგონია
- კი ზუსტად იმას და მეორეჯერ არასწორად შემოგხედავს და სახე აეხევა
- ნაცემები თქვენ მოხვედით
- შენ ისინი არ გინახია
- კაი რააა
- მარი არა მაგან დააყენოს და კიდე თუ შეგაწუხებს გვითხარი
- კაი ჰოომეც გავაკეთე საჭმელები და მაგიდა გავშალე ვაკოც ჩამოვიდა
- ძმა ამაღამაც დარჩი სახლში ვერ მიხვალ ნაცემი
- ჰო მართალი ხარ
- კაი მოდი ვჭამოთსამივე მაგიდასთან დავჯექით თუმცა ვაკო მიყურებდა ბოლოს ყველამ ავალაგეთ და ფილმის საყურებლად დავჯექით მისაღებში მე პოპ კორნის გაკეთება ავიღე ჩემ თავზე და სამზარეულოშკ შევედი ბოლო ტაფას ვაკეთებდი როცა სამზარეულოში ვაკო შემოვიდა და გული ისე გამიხეთქა ტაფას ხელი მივადე
- ვაიმეეე დედააააა
- რა დაგემართა
- დაგეძახა მაინც გული გამიხეთქე
- ბოდიში გეტკინა რამე?
- კი ხელი
- მაჩვენე აბაჩემი ხელი მის ხელებში მოიქცია და ჯერ დაათვალიერა შემდეგ აკოცა
- მოგირჩება
- როგორ
- ჩემი კოცნა უშველის
- რატო შემოხვედი გინდოდა რამე?
- კი ათუკამ გამომგზავნა კოლა წამოიღეო
- მაცივარშია კოლა და ჭიქები კიდე თაროზე მე პოპ კორნს წამოვიღებ
- კაი ოღონდ ფრთხილადვაკო სამზარეულოდან გავიდა მე კი მის საქციელზე ჩამეღიმა პოპ კორნი გავიტანე და დივანზე დავჯექი
- აბა რას ვუყურებთ?
- რავი საშინელებათა ჟანრი? - თქვა ვაკომ
- რომანტიკა ხომ არ ჯობს - ხუმრობით ვუთხარი მე
- არა საშინელებათა - მოჭრა ათუკამ პასუხი და ფილმის ძებნა დაიწყო
- მაშინ რას ვუყუროთ?
- რას და ანაბელს
- კაი იყოსფილმი ჩავრთეთ და ვუყურეთ ბოლოს დამთავრდა
- ათუკა ვაკოს დივანი შენ გაუშალე მე წავედი ოთახში
- კაი ჩვენ მივხედავთ
- არ დაანგრიოთ აქაურობა
- კაი ვახოთახში ამოვედი ჯერ გოგოებს ვწერდი ჩათში და ვუხსნიდი რატომ არ წავედი კონცერტზე მერე ვაკოზე ვუთხარი და ამაზე საერთოდ გადაირივნენ მერე თავისი ისტორიები მოყვნენ როგორ შემოექრაშათ კონცერტზე ბიჭები და ბოლოს დასაწოლად მოვემზადე მაიკა გავიხადე ჩავიცვი როცა კარზე კაკუნის გარეშე შემოვიდა ვიღაც
- უი ბოდიში
ვაკო იყო კიდევ კარგი გრძელი მაიკა იყო არაფერი ჩანდა შორტი ამოვიცვი და შემოსვლის უფლება მივეცი
- რა ხდება
- ათუკამ გამომიშვა დამტენს ვერ ვპოულობო
- უჯრაში დევს თავის მაგიდაზე
- კაი მადლობა და ბოდიში
- არაფრისოთახიდან გავიდა და მეც გადავკეტე კიდე ვინმე რომ არ შემომიხტეს მაგ მიზნით. მერე მეცინებოდა ჩათში ვწერეთ და ბოლოს სამ საათზე ჩამეძინა ძლივს....