ზაფხული პატარა სიცოცხლეს ჰგავს, უფრო სწორად-სიცოცხლის ნაწილს და როდესაც სარკმელზე ზაფხულის უკანასკნელი თვე - აგვისტო მოგვიკაკუნებს, ძალაუნებურად გვეძალება ფიქრი იმაზე, რომ ეს, თუნდაც სულ პატარა სიცოცხლე, დასასრულს უახლოვდება. ზაფხულის უკანასკნელი განთიადი და მზის ჩასვლა; მზით, სინათლით და სითბოთი სავსე ბოლო დღეები და მთვარიანი, ყვავილებისა და ფოთლების სურნელით გაჟღენთილი ღამეები... დასასრულს უახლოვდება დრო, როცა მსუბუქი მაისურით და შორტებით ან ლამაზად დაჩითული სარაფნით შეგიძლია იარო და სამყაროს მუქი სათვალეებიდან უყურო.
ესაა დრო, როცა ღამით გაღებული ფანჯრებიდან მხიარული სიმღერის და გიტარის ხმა ისმის, განთიადისას კი ჩიტების ჭიკჭიკი გაღვიძებს და გრძნობ სულიერ სიმშვიდეს, გეუფლება უდარდელობის განცდა და ხვდები, რომ სწორედ ზაფხულია ის დრო, როცა შეგიძლია უბრალოდ თავი იგრძნო რომანტიკოსად, მიუხედავად იმისა, რომ ახლობლები ბანალურ, ჩვეულებრივ ადამიანად გთვლიან... როცა საღამოობით სახლში გაჩერება არ გსურს და ლამის გათენებამდე დახეტიალობ მშობლიური ქალაქის თუ სოფლის ქუჩებში: ათვალიერებ მის ლამაზ ხეივნებს, ქუჩებს და ბაღებს არა დღის სინათლეზე, არამედ ბინდბუნდში, ლამპიონების ან სავსე მთვარის შუქზე. ათვალიერებ, თავიდან აღმოაჩენ მის ხიბლსა და ეშხს და ხვდები, თუ რატომ არ გინდა საყვარელი სახლიდან შორს, თუნდაც ათასჯერ ნაოცნებარ უცხო ქალაქში იცხოვრო.2024 წლის 20 ივნისი
თბილისში, ვაჟაზე, კორპუსის ერთ-ერთ მყუდრო ბინაში ორი დაქალი კონდიციონერს მიფიცხებოდა და ზაფხულის ცხელი დღისთვის გამკლავებას ცდილობდა, ლიკა და მარი, განუყრელი პამპერსის დაქალებივით იყვნენ, იმის მიუხედავად, რომ წლების მანძლიზე მათ შორის დიდი მანძილი იყო რადგან მარი ზუგდიდში, ხოლო ლიკა თბილისში ცხოვრობდა მაინც მათ შორის განსხვავებული და განსაკუთრებული მეგობრობა იყო ყოველთვის, შემდეგ დაუდგათ სტუდენტობის დროც და მარი თბილისში ლიკასთან გადმოვიდა.
YOU ARE READING
ბათუმური ესკიზები
Romanceმარი და ლიკა თავგადასავლების მოყვარული გოგონები არიან, და რათქმაუნდა არც 2024 წლის ზაფხულის ფუჭად გატარება არ უნდათ, ამიტომ გადაწყვიტავენ, რომ ბათუმში დაისვენონ. პარალელურად საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა გადაწყვიტა ცოტა ხნით ბათუმში დასვენება და გა...