დილით ჩემს ფანჯარაში შემოჭრილმა მზის სხივებმა და ჩიტების ჭიკჭიკმა გამაღვიძა. ავდექი და მაისურის ამარამ კიბეებზე ჩავირბინე. სახლში სიწყნარე იყო, ჯერ კიდევ ყველას ეძინა. ყავით ხელში აივანზე გავედი ვტკბებოდი დილის ნიავით. პირველად დენა 18 წლის ასაკში მქონდა , როგორც წესი ომეგა მგლები ამ დროს პოულობენ მეწყვილეებს , მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს არ მოხდა თუმცა ვიგრძენი რაღაც ,მაშინ ამას ყურადღება არ მივაქციე. დიდი წვეულება გაიმართა , პირველად იყო რომ ჩემს დაბადების დღეს ამდენი ადამიანი ესწრებოდა , უმეტესობა ალფა მგლები იყვნენ . მათ შორის უნდა ყოფილიყო ერთ-ერთ ვისთანაც დავწყვილდებოდი და მთელი ცხოვრება მისი ომეგა მერქმეოდა . ეს ცოტა არ იყოს მაშინებდა და მაღელვებდა , მაგრამ ვიმედოვნებდი რომ ჩემი ალფა კარგი , თბილი და მოსიყვარულე იქნებოდა. რომელსაც ვეყვარებოდი , გამიფრთხილდებოდა და დამიცავდა ყველასგან და ყველაფრსიგან რაც ჩემთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა . ლავანდის სურნელს არ ვიშურებდი ხარბად ვფანტავდი დარბაზში. თითქოს საიდანღაციდან მკრთალად ვანილის სურნელი ვიგრძენი , მაგრამ პატრონი არსად ჩანდა , ალბათ მომეჩვენა თქო გავიფიქრე . იმ საღამომ ჩვეულებრივად ჩაიარა , ჩემთვის ნიშანი არავის დაუდია. ქალღმერთს სხვა გეგმები ჰქონდა ,იქნებ მარტოობისთვის ვიყავი დაბადებული და მეწყვილის გარეშე მომიწევდა ყოფნა. იმის მერე დღემდე მარტო დავდივარ. ისიც ვიცოდი რომ ჩემი ალფა ჩემი სკოლის ქრაშიც კი არ იყო და რაღაც ნაწილს ეს ეწყინა, დიდი ნაწილი კი დამშვიდდა , რადგან 18 წლის ასაკში მის მიმართ თითქმის ყველაფერი გაქრა , მაგრამ პირველ სიყვარულს შენს გულში რაღაც ნაწილი მაინც უკავია , სანამ ვინმე მას საბოლოოდ არ გააქრობს. ყავის დალევას მოვრჩი და გადავწყვიტე ბიჭები გამეღვიძებინა
-ჰობიი და იუნგიი ჰიონნნ
მთელს სახლში ხმამაღლა ვყვიროდი მათ სახელებს. ორივემ ერთდროულად გამოყვეს თავები ოთახებიდან.
-რა გინდა ბავშვო
-ადექით უკვე პირველი საათი დაიწყო , მომშივდა თან რამე ფილმს მაინც ვუყუროთ
-კარგი ახლავე ავდგებით
ორივემ ერთდროულად მუპასუხეს და ოთახის კარებები ისევ მიიხურა.
ბებია და ბაბუა სახლში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან , ფურცელზე დიდი ასოებით ეწერა რომ ბაღში იყვნენ გასულები და მალე დაბრუნდებოდნენ.
ავედი ოთახში მეც მოვწესრიგდი , ამდენი ხნის განმავლობაში ისევ მაისურით დავტანტალებდი. კიბეებზე ჩამოსვლისას უკვე გემრიელობების სუნი იდგა და მივხვდი რომ ბებია დაბრუნდა
-გამარჯობა ბებია
-გამარჯობა საყვარელო
-დილიდან სად გაქრით ამდენ ხანს ?
-იმდენი საქმე იყო ბაღში , დრო როგორ გავიდა ვერ გავიგე , მივხვდი რომ უკვე მოგშივდებოდათ და მეც დავბრუნდი.
ამ დროს კიბეებზე იუნგი და ჰობი ჰიონიც გამოჩნდნენ.
-დილამშვიდობისა
-დილამშვიდობისა ბავშვებო
ყველანი მაგიდის გარშემო დავსხედით, და ბებიას გამზადებული საჭმელი გემრიელად მივირთვით .
საღამოს გადავწყვიტეთ ისევ გარეთ გავსულიყავით , სხვებიც უკვე გამოსულიყვნენ და მარტივად დავიკავეთ კუთვნილი ადგილები
YOU ARE READING
როცა ის შემიყვარდა
Fanfictionკიმ თეჰიონი 26 წლის ალფა ჯეონ ჯონგუკი 23 წლის ომეგა როდესაც ჯონგუკი დანებებას აპირებდა სწორედ ამ დროს მის ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი რომელმაც მისი ცხოვრება და ფიქრები რადიკალურად შეცვალაა და მას სოცოცხლის უნარი დაუბრუნაა ოცნების ახდენა დააჯერა დ...