8.

146 30 41
                                    

გზის გასწვრივ ჩამწკრივებული ჭადრები ერთ რიტმში ცვლიდნენ ერთმანეთს. დილის გრილი ჰაერი ხარბად აღწევდა ჩაწეული ფანჯრებიდან მანქანაში და ძილის ნაკლებობისგან შესიებულ სახეზე ისე საამოდ ხვდებოდა ჯონგუკს, სიამოვნებისგან შეიძლება ჩასძინებოდა კიდეც. ადრიანად გამოვიდნენ სახლიდან, გზა არ იყო პატარა, ამიტომ დილით სიგრილეში მგზავრობა სჯობდა. ბიჭი ჯარად ჩამწკრივებულ ხეებს თავიდან ითვლიდა, შემდეგ გონებაში საკუთარ ხმასთან ერთად ნეითირისა და თეჰიონის დიალოგიც გაისმა და, როცა ფანჯრიდან მომზირალს თვლა აერია, კვლავ ჩუმად დარჩენა და უბრალოდ ხედით ტკბობა არჩია ყოველგვარი გონების თამაშების გარეშე. ქალაქიდან გამოსულებმა საკმაოდ დიდხანს იარეს ან ჯონგუკისთვის გაიწელა დრო იმდენად, რომ რაღაც მომენტში მართლა დაფიქრდა დაძინებაზე. ასე პირველად მიდიოდა სადღაც იმ ძალიან შორეულ წარსულს თუ არ ჩავთვლით, რომლიდან მოგონებებიც თითქმის არ ახსოვდა. თვითონ ბებია-პაპა ჰყავდა, მაგრამ მშობლებს ხშირად არ დაჰყავდათ ჯონგუკი მათთან, თუმცა, სანამ დედა ცოცხალი იყო, მანამ ჯეონების ოჯახში სულ კარგი ამბები ხდებოდა. საბოლოო ჯამში, დადებითად იყო ბიჭი განწყობილი. წესით კარგი ვიქენდი გამოვიდოდა, ნეითირის დედა ცუდი ადამიანი ვერ იქნებოდა, ალბათ, ტკბილი, ჭაღარა ბებია უნდა ყოფილიყო, წითელი ლოყებითა და ასაკისკან დამჭკნარი კანით აცახცახებულ მტევნებზე. თეჰიონი ძველებურად აღარ ყრიდა ცოფებს უმცროსის მიმართ, არც ისეთი დისტანცია ჰქონდა, როგორის დაჭერაც გადაწყვიტა, ასე რომ, ნამდვილად არ იქნებოდა ცუდი შაბათ-კვირა. ჯონგუკი სულ ოდნავ ღელავდა, სულ ოდნავ და ესეც აღტაცებისგან. თავს კარგად გრძონდა ნამდვილად, დაღლილობას თუ არ ჩავთვლიდით.

ნეითირიმ გზად მარკეტთან შეაჩერა. ჯონგუკი მანქანაში იცდიდა, მუხლებზე შოკოლადის ტორტი ედო, მთვრალი ალუბლის შიგთავსით, გვერდით გადადებას ვერ ბედავდა მაშინაც კი, როცა მანქანა გაჩერებული იყო. დიდხანს არ უცდია, მალე დაბრუნდა დედა-შვილი მარკეტიდან და თეჰიონს უსიტყვოდ გამოწვდილი სნიკერსი ცივ კოლასთან ერთად უყოყმანოდ გამოართვა ჩუმი მადლობით.

ℎ𝑜𝑚𝑒 𝑡𝑜 𝑦𝑜𝑢 - 𝑘.𝑡ℎ ☆ 𝑗.𝑗𝑘 Where stories live. Discover now