9.

125 27 56
                                    

წინა თავი არ გამოგრჩეთ!

______________________________

თეჰიონი არ იყო თვალთმაქცი ადამიანი, ერჩივნა სიმართლე ეთქვა, ვიდრე დაემალა. ჯონგუკისადმი თავდაპირველი გრძნობა სრულებით ჰგავდა იმ აუტანლობას, ვიღაცის ან რაღაცის მხრიდან გაღიზიანებას რომ მოჰქონდა. გარკვევითვე აუხსნა ეს ყოველივე მაშინ უმცროსს, უთხრა, რომ გამაღიზიანებელი იყო მკვდარი თევზივით დინების მიმართულებით ლივლივი, ზუსტად ისე, როგორც ჯონგუკი აკეთებდა. ბიჭს გვერდით არ ეყოლებოდა ყოველთვის ვიღაც, მარტო იყო, საკუთარი თავის იმედად, ესეც ხომ უთხრა?! უთხრა. გასულ საღამოსაც სიმართლე უთხრა ჯიმინიზე, მაგრამ ჯონგუკს ეს სიტყვები თითქოს უფრო მეტად ეწყინა, ვიდრე სხვა ნებისმიერი. ჯიმინი ჯონგუკმა მაშინ შექმნა, როცა მარტო იყო, მისი მენტალური თუ ფიზიკური მდგომარეობა სასოწარკვეთილებაში აგდებდა და ბიჭმა მეგობარი გამოიგონა. ამ გზით წინ ვერ წავიდოდა. ერთი შეხედვით, შეიძლება ჯონგუკს ჰგონებოდა, რომ ჯიმინი კარგი იყო, ჯიმინი მის მდგომარეობას დადებითად ცვლიდა, მაგრამ ასე არ გახლდათ. სანამ ჯონგუკი ჯიმინის იმედზე იქნებოდა, მანამ მისი წინსვლის შანსი არ იყო და თეჰიონმა სწორედ ამის ახსმა სცადა გასულ ღამეს იმ ბიჭისთვის, რომლის დანახვაც არ სურდა თავიდან. რაღაცები შეიცვალა. თეჰიონი სიმართლეს მხოლოდ სხვებთან კი არა, საკუთარ თავთანაც ამბობდა, შესაბამისად მას არ სჭირდებოდა ამ ცვლილებებისთვის თვალის არიდება და თავის მოტყუება, რომ ჯეონს დედის ხათრით იტანდა. რეალურად კიმი არასდროს არაფერს გააკეთებდა, თუ ეს მისთვის იქნებოდა დისკომფორტის მომტანი. თავიდან ჯონგუკი სწორედ ზემოთხსენებულ მდგომარეობაში აგდებდა კიმს, ამიტომ არ ეძინა საკუთარ საძინებელში საკმაოდ დიდხანს, ამიტომ არ იმჩნევდა ბიჭს. შემდეგ შეიცვალა რაღაც და თეჰიონის სიახლოვიდან გაქრა დისკომფორტი, რომლის მიზეზიც ერთ დროს ჯონგუკი იყო. ახლა მასთან ჩვეულებრივ შეეძლო საუბარი სერიოზულ თემაზე, შეეძლო ეხუმრა ისე, როგორც ახასიათებდა მას და შეეძლო უფრო მეტად დაახლოებულიყო ჯეონთან, თუ ამის სურვილი გაუჩნდებოდა მომავალში. ამას წინასწარ ვერ განსაზღვრავდა, ეგ თავისით მოჰქონდა ყოველ დღეს.

ℎ𝑜𝑚𝑒 𝑡𝑜 𝑦𝑜𝑢 - 𝑘.𝑡ℎ ☆ 𝑗.𝑗𝑘 Where stories live. Discover now