10.

137 27 52
                                    

თეჰიონს სპონტანურად არ მიუღია გადაწყვეტილება, რისი შედეგიც იქნებოდა კუპრივით შავი თმის ქერად ქცევა. ნიძლავი დადო მეტიჩარამ დედამისთან, მოვიგებთ თამაშს და მოწინააღმდეგეს გავანადგურებთო. წაგებულს თმის სტილი უნდა შეეცვალა. ნეითირის განა არ სჯეროდა შვილის გუნდის გაიმარჯვების, უბრალოდ ბიჭი ზედმეტად გახლდათ თავდაჯერებული და ამას ისიც დაემატა, რომ ქალი უკვე დიდი ხანი იყო გეგმავდა თმის სტილის შეცვლას, ასე რომ, თუ წააგებდა თავად, სულ არ იქნებოდა უკმაყოფილო. ნიძლავი თეჰიონმა წააგო, თამაშში დამარცხდნენ. შავთმიანი ბიჭი ქერა დაბრუნდა სალონიდან თამაშის წაგებიდან მეორე საღამოს. ვერავინ იტყოდა, რომ ეს ფერი არ მოუხდა, მეტიც, შეიძლება ბუნებრივ შავზე გაცილებით კარგადაც ჰქონდა. სკოლაში მისულმაც ბევრის ყურადღება დაიმსახურა, არც მანამ ეკლდა ეგ თავზეხელაღებულ თინეიჯერ კიმ თეჰიონს.

-კაფეტერიაში ერთი ამბავია და მას აქ ისე მშვიდად სძინავს, თითქოს არაფერია._თეჰიონმა საკლასო ოთახში შემოსვლისთანავე საკუთარ მკლავებში თავით ჩაძირულ და მშვიდად მფშვინავ ჰოსოკზე მიანიშნა იუნგის.-ჰეი, მზეთუნახავო._უხეშად მიარტყა გაშლილი მტევანი მხარზე და ასე აიძულა გაღვიძება მეგობარს.

-რა ჯანდაბაა?!_უხეში ქმედებით გამოღვიძებულმა და გაღიზიანებულმა მოავლო თვალი საკლასო ოთახს და კითხვის ნიშნის მზერა შეაჩერა ძილის დამფრთხობ კიმზე. თეჰიონი თავზე წამოსდგომოდა წელზე დოინჯ შემორტყმული და ამ წამს სკოლის დირექტორსაც კი ჰგავდა, რომელიც ძლივს იკავებდა თავს ხმის აწევისგან და მხოლოდ ერთ გადაცდომაზეც მზად იყო, ქეჩოთი ეთრია გამაღიზიანებელი, თინეიჯერი მოსწავლე.-ქერა ნაშად იქეცი და იმ აუტანელ ქალს ამ წამს კიდევ უფრო მეტად ჰგავხარ, ღმერთო, გაიწიე._ჯღანვით აარიდა მზერა ქერა თმიდან კიმს ჯერ კიდევ ძილისგან გაბრუებულმა ჰოსოკმა.

-აქ რატომ ხარ?

-დაბრმავდი? მეძინა, მაგრამ ამის წყალობით გამეღვიძა._უჩვეულო ბრაზით აიქნია თითი თეჰიონის მიმართულებით და ასე გასცა პასუხი იუნგის.

ℎ𝑜𝑚𝑒 𝑡𝑜 𝑦𝑜𝑢 - 𝑘.𝑡ℎ ☆ 𝑗.𝑗𝑘 Where stories live. Discover now