ღამის ოთხი საათი სრულდებოდებოდა. მაშინ როცა ყველას მშვიდად ეძინა, ერთ-ერთ საავადმყოფოში, საოპერაციო ოთახში ექიმები ცდილობდნენ დაეხსნათ სიკვდილის ბრჭყალებიდან ავარიისგან, მძიმე ტრამვებით შესული პაციენტი.მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო,ოპერაციის მიმდინარეობისას პაციენტის გული ორჯელ გაჩერდა.
სიკვდილის სუნით გაჟღენთილ თითქმის ცარიელ დერეფანში, კედელზე მიყრდნობილი ძლივს წარმოთქვამდა ლოცვას,ტირილისაგან თვალებჩაწითლებული ქალი,უკვე ცრემლიც კი გაშრობოდა, ხმაჩავარდნილი მოთქვამდა
-გადამირჩინეთთ,არ დამღუპოთ-ნერვიულად ირწეოდა და ხელში მოქცულ ცისფერ პერანგს ყნოსავდა..
-დე გთხოვვ, წყალი მაინც დალიე კარგად იქნება, აი ნახავ აქედანაც დააღწევს თავს გადარეული ვაჩე, რომ გაიღვიძებს ვეჩხუბები, ასე რომ გვანერვიულა ძალიან ვეჩხუბები- სუსტი მკლავები მოხვია გოგონამ კუთხეში ჩაკეცილ ქალს და თავზე აკოცა და ცრემლები წამოუვიდა
-გამოიღვიძებს... კარგად იქნებაა...კარგად იქნება ჩემო ლამაზო, აი ნახავ-ფრთხილად წამოაყენა წყალი მიაწოდა ერთიანად ფერ დაკარგულ ქალს, მერე მამაკაცს მიუბრუნდა რომელსაც თვალები ერთ წერტილზე ჰქონდა გაშტერებული, დიდი ტკივილი იგრძნობოდა მის თვალებში, არ ამბობდა არაფერს სიტყვებით თუმცა მისი მზერაა ყველა სიტყვაზე მეტად მიახვედრებდა ადამიანს მის სულის ტკივილს
-მაა გთხოვვ ასე ნუ ხარ, ნუ ნერვიულობ, მალე დასრულდება, ყველაფერი კარგად იქნებაა, ლოყაზე აკოცა და მოეხვია.
-რატომ აღარ სრულდება ეს ოპერაცია მეგი
-მალე დასრულდებაა...მალე ყველაფერი კარგად იქნება...- ჯიუტად იმეორებდა,თითქოს ამით აღწევდა თავს ცუდ ფიქრებს. დილის ოთხ საათზე დასრულდა ოპერაცია.დაღლილი მზერით გამოვიდა ექიმი საოპერაციოდან, წამებში მასთან გაჩდნენ ყველანი,ექიმს ირგვლივ ოჯახის წევრები შემოეხვივნენ
-როგორ არის ექიმო- დაზარალებულის დამ, მეგიმ შეშინებული გახედა ლურჯ ფორმაშ გამოწყობილ ექიმს
-რთული ოპერაცია იყო თუმცა პაციენტის გადარჩენა შევძელით, დეტალურ ინფორმაციას უფრო ზუსტად ჩემი ასისტენტი მოგაწვდით.-ოდნავ ღიმილი შეეპარა მის მზერას და ადამიანთა სიმრავლეს მალევე დააღწია თვი. ყველამ ამოისუნთქაა
-მადლობაა ღმერთს- გახარებულმა ამოთქვა მართამ და იქვე მდგომ მეუღლეს მოეხვია-
ორი დღე დატოვეს რეამინაციაში,შემდეგ პალატაში გადმოიყვანეს და მალევე მოვიდა გონს, ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ მორე ჯოჯოხეთი მაშინ დადგა როცა ვაჩემ გავლა ვერ შეძლო, ვერ გრძნობდა კიდურებს,ექიმების შიში გამართლდა,ჯერ მძიმე ოპერაციას აწერდნენ ამ ყველაფერს, თუმცა დეტალური გამოკვლევებით დადასტურდა ის რისიც ექიმს ყველაზე მეტად ეშინოდა, ვაჩე ვერ გაივლიდა, წელს ქვემოთ მოწყდა ზურგის ტვინი დაუზიანდა, მდგომარეობა მძიმე იყო,არავინ იცოდა გაივლიდა თუ არა საერთოდ ოდესმე.სწორედ ამ დღიდან და ამ მომენტიდან აირია ყველაფერი. ეს იყო ცხოვრების ახალი ეტაპი, ბევრი ტანჯვით, სასოწარკვეთ, იმედგაცრუებით სავსე...
"მკურნალი"
-ანასტასიაა გაიღვიძე დაგაგვიანდა- დილიდან გაისმა ოთახში თათულის ხმა, ეს ხმა საკმარისი იყო ორჯონიკიძის ქალბატონის გამოსაფხიზლებლად,ძილბურანში მყოფი წამოიზლაზნა საწოლიდან და აბაზანისკენ თვალებ დახუჭული გაფრატუნდა.
-ასე მალე როგორ გათენდა გათენდა... -სახეზე ცივი წყალი შეისხა და ოდნავ შეფხიზლდა- ჯანდაბა! მემგონი მაგვიანდება! სამსახური! - ტვინმა რეფლექსური მუშაობა განაახლა, ქარბორბალასავით გავარდა აბაზანიდან და სასწრფოდ მობილურის მოძიება დაიწყო,ძლივს იპოვნა ლეიბის ქვეშ.
-გიპოვნე- უკვე საწოლზე წამომჯდარი საწოლიდან გადმოსვლას ლამობდა,სრულიად მოულოდნელად ფეხი საბანში აეხლართა,წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და იატაკზე გაიშოტა.ცივ იატაკს ისე მწარედ ჩაეხუტა სხეული აეწვა, უკმაყოფილი სახით წამოდგა თავის ზელვით
-რა ხდება? ომი დაიწყოოო? დაგვბომბეს?-ოთახში მაშო შემოვარდა, აწითლებული უნცროსი და რომ დაინახა რა თქმა უნდა უკვე გადახარშა რაც მოხდა,
-ლამის სამზარეულოს ჭერი დამემხო თავზე ანასტასია- სიცილი ვეღარ შეიკავა და ლამის თვითონაც დაბლა დაწვა ისეთი გამომეტყველება ჰქონდა ანას.
-რა გაცინებს ნეტა ვიცოდე?... დედას ბრალიაა იმან დაიწყო დაგაგვიანდებაო, არადა სად მაგვიანდება ჯერ 8 საათია, არ იცოდეთ მაინც ჩემი პანიკები, ასე შეიძლება.-ბუტბუტით დაიწყო სააბაზანოსკენ სვლა.
-ტასო ნელაა კარი..-სიტყვა არ დაასრულებუნა მაშოს, ამჯერად სააბაზანოს იატაკზე გაემხო--ღიაა კარი არ მიჰკრა გვერდი- თავზე დააჩერდა და ისე დაასრულა დაწყებული ფრაზა, წამოდგომაში მოეხმარა.
-რა კარგ დროს მითხარი, ვაიმე დედააა...-გვერდი დაიზილა და ლამის ტირილი დაიწყო
-რა ხდებაა შვილო, რემენტი დაიწყეთ რა რახა-რუხია- კოტემ გაკვირვებულმა შემოჰყო ოთახში თავი
-ტასომ გაღებულ კარს მხარი მიკრა და იატაკს ემთხვია მამა, ისეთი არაფერია,
-ტასოოო, კარგად ხარ შვილო?
-მშვენივრად ვარ მამა, ძალიან კარგად,-თმა გაისწორა და საბოლოოდ წამოდგა -უნდა ვიბანაო, სიცილი არ გაბედოთ, რომ გამოვალ დავიწყებული იყოს ეს ამბავი იცოდეთ!- გვარიანად დაჟეჟილმა აბაზანის კარი მიიხურა.
დილა აშკარად ცუდად დაეწყო, განერვიულებული დაჯდა ოჯახთან ერთად საუზმეზე,
-რა სახით ზიხარ კარგად ხარ?
-მნიშვნელივანი დღეა,მე კიდე დილა სააშინლად დავიწყე,კარგად როგორ უნდა ვიყო კოტიკო
-დაწყნარდი ყველაფერი კარგად იქნება, მოუხერხებელი კი ხარ მაგრამ ზოგჯელ ხომ გიმართლებს არა
-მადლობა მამა რა კარგად მამშვიდებ
-კაი რაა ტა მაიას ევასები მაგრად, აგიყვანს აუცილებლად.-ყავა მოსვა მაშომ და დას გახედა.
-მარტო დავასება არ კმარა მაშო
მაშინ სანერვიულად გაქვს საქმე-ჩაიფხუკუნა და ფეხზე წამოდგა
-ნაშვილები ვარ??? რანაირი და ხარ, ოდნავ მაინც არ უნდა გამამხნეო მაშო, საერთოდ რა ევასები? რა სიტყვებით მეტყველებ?
-გამშვიდებ, რა ვქნა მეტი, და ჩემს მეტყველებას რაღას ერჩი?
-გოგოებო, კარგით გეყოთ ჩხუბი-საუბარში ჩაერთო თათ-ტასო ნუ ღელავ აუცილებლად აგიყვანს მაია, მაშო შენ კიდევ სწრაფად აიღე ჩანთა გაგვიანდება.
-არის ამხანაგო დედა-ლოყაზე აკოცა დ სიცილით აირბინა კიბეები.
-ტასო მამი მე გაგიყვან არ გინდა?
-არა. ჩემით წავალ ჯობია მა.შენ დედას მიხედე- ტოსტის ჭამას მორჩა და დაბნეული წამოდგა-აბაა ოჯახობაა თუ ამიყვანეს დღეს მოვალ თუ არა და მიხილავთ მაშინ როცა მზე დასავლეთიდან ამოვა,ბნელი ნათელს შობს და ასე.. მეზარება გაგრძელება
-დროებით და ჭკუით ტასუნა.
ჩანთა აიღო,თეთრი კედები ჩაიცვა და გაჩერებისკენ დაიძრა.
-კიდევ რაღაც სასწაული მოხდება დღეს ვგრძნობ-სახლიდან გასულს თვალი გააყოლა მაშომ,
-მის ნერვულ სისტემას კიდევ შენი გაღზიანება უნდა, ისედაც მემგონი ძალიან შესუსტებული აქვს.-გაიცინა კოტემ და ქალიშვილს გახედა.-ისე მაგას მეც ვგრძნობ
-რა ბოროტები ხართ ორივე მამა-შვილი, ეს რა საქციელია-გაბრაზებულმა თათამ,გამოჰყო თავი სამზარეულოდან.
კლინიკაში მშვიდობით მიაღწია,თუმცა რამენიმე ხანს ექიმის კართნ ლოდინი დასჭირდა, გადმოსცეს რომ სასწრაფო საქმეზე იყო გასული და უნდა მოეცადა. კაბინეტის წინ ვერ გაჩერდა ამიტომ ნაცნობი კაფეტერიისკენ გასწია სამუშაო ნერვიული ფონის ჩაით გადატანა გადაწყვიტა რატომღაც. საყვარელი ჩაი შეიძინა,კმაყოფილი მოიქცია ფინჯანი თითებს შორის და კუთხეში მდგარი მაგიდისკენ დაიძრა.ჩაის სურნელი მის ყნოსვის ორგანოს წვდებოდა, უკვე გრძნობდა მის სასიამოვნო და ამავე დროს საყვარელ გემოს, გადაავიწყდა სად იყო, ისიც დაავიწყდა უამრავი ადამიანი რომ ირეოდა ირგვლივ, რაღაცას არაბუნებრივად წამოსდო ფეხი,სრულიად გაუაზრებლად გადაემხო ვიღაცის ეტლს და ცხელი ჩაი ფეხებზე გადაასხა
-არა... სიზმარია...არ მომხდარაა-თავლებ დახუჭული ელოდა ყველაფრის დასრულებას თუმცა სულ ტყუილად, საშინელი ხმა ჩაესმა ყურებშ და ლამის სირცხვილისგან ჩამოდნა, იმდენად იყო დაბნეული გასწორება და ფეხზე დადგომაც კი ვერ მოიფიქრა.
-ეეე ვაჩიკო ნახე გოგოები ციდან გიცვივა, რაღა გაწუწუნებს?-
-კარგი ხედია ლუკა ვერაფერს ვიტყვი-გაიღიმა ბიჭმა-გოგონაა კარგად ხართ?- ლუკა გოგოსკენ დაიხარა
-ვაა ანასტასიააა შენ ხარ?უკვე იწვოდა სირცხვილისგან, ნატრობდა ნეტავ მიწა გასკდეს და ჩავქვესკნელდეო, ნაცნობი ხმა რომ გაიგო უკვე სუიციდზე დაიწყო ფიქრილუკას ხმაზე ძლივს მოტვინა რა პოზაში იმყოფებოდა, ნელა გასწორდა და ნერვიულად დაიწყო თმის წვალება თმა..
-ლუკაააა...-საცოდავი მზერით ახედა მასზე მაღალ სხეულს ...
-კარგად ხარ?
-ჩემი ჩაიი...-ჩაის ფინჯანი ცარიელი რომ დაინახა უნებურად წამოისროლა ეს სიტყვები, არადა სხვა რამის თქმა უნდოდა.
-თავი დაარტყა ამან?...-სავარძლიდან ამოხედა ჩაით შელამაზებულმა ახალგაზრდამ
-ვაიმე.. რა ჩაი... დიდი ბოდიში, ვწუხვარ არ მინდოდა,დაიწვით? გეწვით...-
-არ მეწვის, ვერაფერს ვგრძნობ, ...მკაცრად ამოთქვა ეტლში მჯდომმა და ეტლი გააგორა.
-მე ...
-დაწყნარდი ანა, არაფერიაა.
-მე არ მინდოდა არც ჩაის გადასხმაა და არც ის რომ ცუდად გამოსულიყო, ვერ მოვიფიქრე, რა სულელი მარ-შეწუხებულმა მიირტყა თავზე ხელი და შავთვალებას გახედა.
-არაუშავს არ იდარდო მაგაზე, შენ ხომ კარგად ხარ ?რამე ხომ არ იტკინე?შენც დაიწვი?
-კი დავიწვი ოღონდ ჩაით არა, სირცხვილით
-დაივიწყე არაფერიაა... -სიცილით დახედა ლუკამ აწითლებულ ანას
-წადი გაყევი რააა, უშველე რამე
-კარგი კარგი... კარგად იყავი, არ ინერვიულო, შენი ამბავი რომ ვიცი, ამაზე ფიქრით უარესებს მოახდენ- ლოყაზე პატარა ბავშვივით უჩქმიტა და სიცილით გაჰყვა ეტლიანს უკან. საშინელ განწყობაზე დადგა, ისე მივიდა მაიას კაბინეტამდე ვერ გაიგო ვერაფერი, მხოლოდ მაშინ მოფხიზლდა როცა ნანატრი სიტყვები გაიგპ,საბედნიეროდ მაიამ მაინც აიყვანა და მთლიანად კოშმარულად არ გაგრძელდა დღე.
- იმ მოუხერხებელმა შარვალი დამისვარა-უკმაყოფილომ დახედა ჩაით დასვრილ შარვალს ვაჩმ
-რა საყვარლად დაიბნა შეამჩნიეე ვაჩიკოო
-ვერა. -ისე გახედა სიცილი სახეზე მიახმა ლუკას
-არ მოგბეზრდა? 100 წლის მოხუცივით რატომ იღრინები
-ლუკა სულ ერთი და იგივეს ნუ მეუბნები, გაჩუმდი და მოეხმარე შენს ხეიბარ ძმაკაცს, შარვალი მოაწოდე ან დამხმარეს დაუძახე..
-თავზე უნდა გადაევლო ის ჩაი
-საიდან იცნობ?
-აქ მუშაობს, უცნაური კია შენთან რომ არ გამოუშვიათ ჯერ.
-ერთი თვეა აქ ვარ, ყველა უსაქმურმა მიმკურნალა მის გარდა, ნამდვილად უცნაურია
-არადა ეს კლინიკა საუკეთესოა და ეს ჩემზე კარგად იცი შენ...
-მომაწოდე ეგ დ***ნული შარვალი!
-ნუ ღრიალებ! აჰაა.