12.

113 31 66
                                    

გაიზ, ვგონებ, რადგან ასე მალ-მალე ვდებ, შეიძლება ზოგს წინა თავი გამოგრჩეთ.
________________________

-ჰიონ, გცალია?_ჯონგუკმა თეჰიონს სპორტდარბაზში მიაგნო, ბევრი არც უძებნია, კიმი ძირითადად კაფეტერიაში ან იქ იყო, სადაც ბურთით თამაშს შეძლებდა.

-რამე მოხდა?_ჯონგუკის დანახვისთანავე გაჩერდა ბურთით ხელში.

-რაღაც უნდა გკითხო პრეზენტაციასთან დაკავშირებით._მორიდებით მოავლო მზერა ყველა იმ ადამიანს, რომელთა თვალებიც თამაშის ხელის შემშლელისკენ იყო მომართული.

-გააგრძელეთ და დავბრუნდები._ბურთი ერთ-ერთ გუნდელს ჩააწოდა და ჯონგუკისკენ წამოვიდა ოფლიანი სახის მაისურით წმენდით. ამ მოქმედებით ტორსოზე შემოკრული შორტის სალტე და პრესის ნაწილი გამოუჩნდა.-გისმენ.

-წყალი მოგიტანე._ცივი წყლის ბოთლი გაუწოდა ჯერ კიდევ მაისურით სახიდან ოფლის შემშრალებით დაკავებულს.-შეიძლება, რომ ბორაც ჩვენთან დავამატოთ?_შეპარვით იკითხა და კიმის არეულ თმას მზერა აარიდა ტუჩის წვალებით.

-რატომ?

-იჩხუბა იმ ბავშვებთან, რომლებთანაც აპირებდა პრეზენტაციის აწყობას.

-ჯონგუკ, ორი დღეღა დარჩა, დარწმუნებული ხარ, რომ უბრალოდ დაეზარა მუშაობა და ახლა ჩვენი პრეზენტაციის ხარჯზე არ აპირებს ქულის მიღებას?_დაეჭვებით ჩაეძია ადგილზე აფორიაქებულ ბიჭს და მის მიერ მოტანილი წყალი მოყლუპა.

-იგივეს აკეთებს შენი მეგობარიც, თითი არ გაუტოკებია.

-როგორც გინდა, მაგრამ იცოდე, დღეს დარჩება ჩვენთან ერთად და თვითონაც მიიღებს მონაწილეობას საქმეში.

-კარგი, ჰიონ, ვეტყვი.

თეჰიონისგან ნებართვის აღება საჭირო იყო? ჰოსოკიც არ აკეთებდა არაფერს, დიდად არც კიმი, რადგან ვარჯიშისგან დაღლილს თავი უვარდებოდა მაგიდაზე. ძირითადად მაინც ჯონგუკს მოუწია ამ დღეების მანძილზე ინფორმაციის მოძიება და მათი დახარისხება. ბორა არ იყო ისეთი გოგო, რომელიც იმ აფერისტი ჰოსოკივით დაიძვრენდა თავს საქმიდან ყველა მეთოდის გამოყენებით, ასე რომ, ჯონგუკი უფრო მეტად მარტივად დათანხმდა გოგონას მათთან ერთად მუშაობას, თეჰიონი კი უბრალოდ ეჭვიანი გახლდათ და ჯეონი უფროსისგან ელოდა კიდეც ასეთ კითხვებს.

ℎ𝑜𝑚𝑒 𝑡𝑜 𝑦𝑜𝑢 - 𝑘.𝑡ℎ ☆ 𝑗.𝑗𝑘 Where stories live. Discover now