13.

123 30 111
                                    

ცხელი დღე იყო, ისეთი, ივნისისთვის რომაა დამახასიათებელი, მაგრამ ჯერ კიდევ გაზაფხულის ბოლო დღეები ითრევდა ფეხს და ცისთვის რომ აგეხედათ, ისეთი ღრუბელი მოგროვებულიყო სეულის თავზე, ძლიერი წვიმა ნამდვილად არ გაგაკვირვებდათ. მიცემულ მისამართზე კარი არავინ გაუღო თეჰიონს. დიდხანს აბრახუნებდა კარზე, მაგრამ შიგნიდან პატარა ჩამიჩუმიც არ ისმოდა. არადა არც ახსოვს, ამ კარამდე როგორ მოაღწია, თუმცა სხეულის ყველა უჯრედს მგრძნობელობა ჰქონდა დაკარგული და ამას მაშინ მიხვდა, კიბის საფეხურზე რომ ჩამოჯდა. სახლში არავინ ჩანდა. ამ დროის მანძილზე კიმის გონებამ ბევრ რამეზე ფიქრიც მოასწრო. ადამიანური მომენტია, მსგავს სიტუაციაში გონება პირველ რიგში ყველაზე ცუდ ვარიანტს გიგდებს წინ და მათი რაოდენობა მით უფრო იზრდებოდა, რაც უფრო მეტი დრო გადიოდა და ჯერ ისევ არაფერი ისმოდა ჯონგუკისგან. შეიძლება ეს მისამართიც არ იყო სწორი. კიმმა ისევ უშედეგოდ სცადა დარეკვა, ნომერი კვლავ მიუწვდომელი იყო. წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ შეძლებდა ბიჭის მოძებვნას. ალბათ, ნეითირისთანაც მოუწევდა დარეკვა, ქალის განერვიულება ყველაზე ნაკლებ უნდოდა, მაგრამ ამას რომ ვერ ასცდებოდა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეგ ცხადზე ცხადი გახლდათ. ის იყო, პოლიციაში დარეკვაზეც დაიწყო ფიქრი, კიბის საფეხურებზე ნაბიჯების ხმამ რომ მიიქცია მისი ყურადღება. გაუცნობუერებლად ათამაშებული მუხლი წამში გაუშეშდა, ტელეფონზე შემოხვეული თითები კი მოჭერის სიძლიერისგან გათეთრდა.

-ჯანდაბა. სად იყავი?_გაუცნობიერებლად შეიკურთხა და ზედა საფეხურიდან ისე სწრაფად წამოხტა, თავბრუსხვევის გამო ნაბიჯის გადადგმა გაუჭირდა. ჯონგუკი ქვემოთ იდგა, გაკვირვებულს ჰგავდა, მაგრამ მის სხეულს რომ ჩაავლო თვალი და კარგად დააკვირდა, გაყინული სუნთქვა მაშინ ჩაუდგა მწყობრში თეჰიონს. ბიჭს ასე, ერთი შეხედვით, არაფერი სჭირდა, ყველა ის წარმოსახვა, რომელიც რამდენჯერმეც კი დაუდგა თვალწინ სულ ცოტა ხნის წინ, ახლა უტოპია იყო.

ℎ𝑜𝑚𝑒 𝑡𝑜 𝑦𝑜𝑢 - 𝑘.𝑡ℎ ☆ 𝑗.𝑗𝑘 Where stories live. Discover now