16.

142 30 65
                                    

ტყუილი თავის დაღლა იქნებოდა კიმის მხრიდან, გონებას რომ შეწინააღმდეგებოდა და დაძინებამდე თავიდან ამოეგდო ფიქრები, ფიქრები დღევანდელ დღეზე, გუშინდელზე, ყველა იმ დღეზე, რომელშიც მთავარი ობიექტი ჯონგუკი გახლდათ. არ იყო რთული მისახვედრი, რა მიზნით ჩნდებოდა თეჰიონის სახეზე ღიმილი იმ მომენტში, როცა ჯონგუკის შავზე შავ თვალებში ვარსკვლავებს ხედავდა. ამ მელნის გუბეებში, ალბათ, მთელი სამყაროს ტვირთის ამოკითხვა იყო შესაძლებელი, მაგრამ მაინც ისეთი ლამაზი გახლდათ ისინი, თითქოს მწარე ტკივილს კი არა, სილაღეს ასხივებდნენ. მოსწონდა თეჰიონს ეს თვალები თავისი გალაქტიკითურთ, თანაც ძლიერ და ამ გრძნობაში საერთოდ ვერ ხედავდადა ვერაფერს სახიფათოს, უცნაურს, არასწორს, შეუძლებელს. როდის დაიწყო ეს ყველაფერი? ალბათ, არცისე დიდი ხნის წინ, ალბათ, გუშინ, შესაძლოა ორი ან სამი დღის წინ ანდაც გაზაფხულის იმ მზიან დილას ბებიასთან ეზოში. თეჰიონმა დანამდბილებით იცოდა მხოლოდ ის, რომ თავდაპირველად ჯონგუკი სრულიად საპირისპირო გრძნობას იწვევდა იმისგან, რასაც ახლა გრძნობდა ბიჭის მიმართ. შეცდომაში არ შეხვიდეთ, სიყვარულზე ფიქრიც კი შორს იყო დღევანდელობისგან, მაგრამ მოწონება, ინტერესი, სიამოვნება, ხალისი, მზრუნველობა ახლო გრძნობები ნამდვილად გახლდათ.

ლოგიკურია, ჯეონი დაბადებიდან ასეთი არ ყოფილა, ასეთი მარტოსული, ასეთი დაუცველი, ასეთი ცოდო. თეჰიონს კი შანსი ჰქონდა, 6 წლის ბიჭი გაეცნო, ლაღი, მუდამდღე ბაჭიის ღიმილიანი ბიჭი. თუმცა მაშინ, როცა ჯონგუკი დედას მოჰყავდა სკოლაში ან მამასთან ერთად ასრულებდა საშინაი დავალებას, კიმისთვის ოდნავადაც არ ყოფილა ის საინტერესო. მიუხედავად იმისა, რომ პირველი კლასიდან თითქმის ყოველ სასწავლო დღეს ხედავდნენ ერთამენთს, ერთ სოციუმში იყვნენ გარკვეული პერიოდი, მათი ურთიერთობა გარე ფაქტორების ზეგავლენით დაიწყო გვიან, დაიწყო არცისე კარგად და გაგრძელება ჰქონდა მეტად საინტერესო.

ℎ𝑜𝑚𝑒 𝑡𝑜 𝑦𝑜𝑢 - 𝑘.𝑡ℎ ☆ 𝑗.𝑗𝑘 Where stories live. Discover now