18.

131 30 43
                                    

ჰოსოკი ყოველთვის გამოირჩეოდა ჭორიკნობით, შანსი მიეცემოდა თუ არა, მოაღებდა პირს და ყველაფერს ლაპარაკობდა. თეჰიონი უნდა გაბრაზებულიყო საკუთარ სულელ მეგობარზე, მაგრამ ასე არ მომხდარა.  იმ ღამემ სიტყვის უთქმელად ჩაიარა, მეორე დღეს უკვე ჯონგუკმა არ მოისურვა საუბარი. თეჰიონთან მარტო დარჩენასაც ერიდებოდა, რაც სრულებით შეუძლებელი იყო ის შაბათ-კვირა, რადგან სახლში ისედაც მარტოები იყვნენ, კიმი კი თითქოს ჯინაზე არ იძვროდა ადგილიდან და არსად გადიოდა. ჰოსოკიც ადრიანად გავარდა, ჯინას უნდა შევხვდე და არ მცალია თქვენი მორცხვი ტრაკების საყურებლადო. ჯონგუკი უხერხულად გრძნობდა თავს, თუმცა თეჰიონისთვის სახალისო სახე მიიღო მალე ჯეონის სულელურმა დამალობანას თამაშმა. თუ თავიდან გამაღიზიანებელი ჩანდა ყველა ის მომენტი, როცა კიმი იწყებდა წინადადებას ფრაზით - "მოდი, ვილაპარაკოთ" და ჯონგუკი გარბოდა, შემდეგ უბრალოდ ამით გახალისდა კიდეც ქერა.

სამარცხვინო არაფერი იყო იმაში, რომ კიმს თავისივე სქექსის ადამიანებიც მოსწონდა. უფრო თუ შევამცირებთ რაოდენობას და დღევანდელობას შევუსაბამებთ სიტუაციას, მაშინ თეჰიონისთვის ჯონგუკის მოწონება არც სამარცხვინო იყო და არც მისგან დასამალი. რომ არა ჰოსოკის გრძელი ენა, თვითონ, ალბათ, ჯონგუკს ამის შესახებ ჯერ არ ეტყოდა. ჯონგუკს კი არა, რაღაც დონეზე და რაღაც კუთხით კიმს ჯერ ამ გრძნობისთვის სახელიც არ ჰქონდა დარქმეული, თუმცა, რადგან ჰოსოკი ბევრად სხარტი გამოდგა და ინფორმაცია ჯერ ჯონგუკს გაუზიარა, შემდეგ კი თავად თეჰიონიც გაათვითცნობიერა საკუთარ გრძნობაში, კიმი მის დასამალად არაფერს იზამდა. მეტიც, ჯონგუკისგან სახალისო სიმორცხვემ, მისმა მორიდებულმა ხასიათმა და ანერვიულებულმა თვალებმა იმის სურვილიც კი გაუჩინეს უფროს, უფრო მეტად გამოემჟღავმებინა გრძნობები არა მარტო მზერით, არამედ ქცევითა და საუბრით.

-ჯონგუკ, ნეითირის მანქანის გასაღები ხომ არ გინახავს?_შეწუხებულმა შეუხსნა სააბაზანოს კარი და ისე შევიდა შიგნით, თითქოს არაფერ უჩვეულოს არ აკეთებდა ამ წუთს.

ℎ𝑜𝑚𝑒 𝑡𝑜 𝑦𝑜𝑢 - 𝑘.𝑡ℎ ☆ 𝑗.𝑗𝑘 Where stories live. Discover now