19.

133 30 40
                                    

ტრიბუნებზე იმაზე მეტი ადამიანი იყო, ვიდრე ჯონგუკი იფიქრებდა. ალბათ, მთლიან სკოლას მოეყარა თავი, პლუს ბიჭების ნათესავებს და ამდენ ადამიანს ერთად პირვადაც კი ხედავდა ნეითირსა და ნამჯუნს შორის მჯდომი შავთმიანი. ქალი თითქმის სულ ფეხზე იდგა, დაძაბული იქნევდა პლაკატს, რომელსაც სკოლის მოსწავლეები არიგებდნენ შემოსასვლელში ბიჭების საგულშემატკივროდ თამაშის დაწყებამდე. ტრიბუნებიდან შეძახილები არცერთი მხარის გულშემატკივრისგან იყო სუსტი, დარბაზს გუგუნი გაჰქონდა და არნახული ენერგიით ავსებდა ეს ყველაფერი იქ მყოფთ. სხეულით გრძნობდა ჯონგუკი ამ მუხტებს, ერთ მომენტში თავი გამოიჭირა, როგორ გაჰკიოდა თეჰიონის სახელს ნეითირისთან ერთად. კიმი კალათბურთის ფორმაში აქამდეც ენახა, მაგრამ მის ასეთ სერიოზულ თამაშს პირველად უყურებდა მისი გულშემატკივრის სტატუსით. წითელი ნაჭრის თმის აქსესუარით ჰქონდა გადაწეული ქერა დალალი შუბლიდან და საკმაოდ მიმზიდველიც იყო ასეთ ფორმაში კალათბურთის ბურთით მორბენალი კიმი. ამ დროის განმავლობაში ჯონგუკი ცდილობდა უშუალოდ თამაშზე კონცეტრირებულიყო, მაგრამ ამდენ მოთამაშეს შორის მაინც თეჰიონზე ჰქონდა მზერა. კიმმა პირველივე ტაიმში მიიღო პერსონალური შენიშვნა მოწინააღმდეგის ბლოკირებისთვის, თუმცა მას მერე გაწონასწორებულმა გააგრძელა თამაში და დაძაბულობაც ნელ-ნელა გაიქარწყლა. ორი სამ, ერთიც ერთ ქულიანი ისროლა და გუნდის დაწინაურებაშიც დიდი როლი ითამაშა უკანასკნელ წუთს გუნდელისთვის ნასროლი ბურთით. გამარჯვებისგან გამოწვეული ყიჟინის ტალღა დატრიალდა მთლიან დარბაზში და ისე აითქვიფა თამაშის დასრულების შემდეგ ხალხი ერთმანეთში, ჯონგუკი კარგა ხანს იდგა ერთ ადგილას და გახარებული გულშემატკივრების ემოციებს აღფრთოვანებული შესცქეროდა. ნეითირი უკვე შვილთან იყო, ბიჭს ეხვეოდა და სიხარულისგან პატარა ბავშვივით ხტოდა ქანცგაწყვეტილ, მაგრამ მაინც ენერგიულად მყოფ მოთამაშეებში.

ℎ𝑜𝑚𝑒 𝑡𝑜 𝑦𝑜𝑢 - 𝑘.𝑡ℎ ☆ 𝑗.𝑗𝑘 Where stories live. Discover now