20.

184 31 70
                                    

სკოლის დამთავრებისთანავე გაემგზავრნენ თეჰიონი და ჯონგუკი კიმის ბებიასთან სოფელში. ნეითირი არ გაჰყოლიათ. სამსახურის გამო შეუძლებელი იყო მისი წასვლა და მოგვიანებით, როცა ზაფხულის შვებულება დაეწყებოდა, ცოტა ხნით, მაგრამ მაინც შეუერთდებოდა ბიჭებს. ყველაზე შესანიშნავი ზაფხული სწორედ ეს იქნებოდა ჯონგუკისთვის ამ მშვენიერ ადგილას თეჰიონთან ერთად. ბებიას მომვლელი ქალი ნეითირის გაეთავისუფლა, რძალი ორსულად იყო და მეტი დრო სჭირდებოდა სახლში საქმეების მისახედად. ნეითირის დედას მომვლელი არ სჭირდებოდა, უბრალოდ მისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ნეითირი თავს ბევრად კომფორტულად გრძნობდა, როცა იცოდა, რომ მარტოხელა, ყრუ-მუნჯ დედას ყურადღების მიმქცევი ჰყავდა. მომვლელმა შემოუთვალა, რომ მაინც შეძლებდა უტკბეს მოხუცთან შემოვლას ხოლმე, მაგრამ უწინდელივით დიდ დროს ვეღარ გაატარებდა იქ. კარგი იყო, რომ ბიჭები იქნებოდნენ, ქალი შვილიშვილის მონატრებას შეივსებდა და კარგადაც გაართობდა ეს ორი სულელი. ნეითირი მშვიდად იყო, სანერვიულო არაფერი ჰქონდა.

ჯონგუკმა ძალიან ადვილად გაიცნო სამეზობლოში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი. აქაური ჰაერი, გარემო და ადამიანები ისეთი სასიამოვნო კომბინაციას ქმნიდა, როგორც არასდროს და არსად. ზაფხულში სოფელში ბევრი არაფერი იყო გასაკეთებელი, განსაკუთრებით მოხუცი სან ჰეს ეზოში, თუმცა ქალი მაინც სულ საქმობდა. გამთენიას იწყებოდა მისი დღე და შესაბამისად ჯონგუკისთვისაც, რადგან მოხუცი ცოტა არ იყოს ხმაურიანი იყო. ისეთი ფხიზელი ძილის მქონეს, როგორიც ჯეონი გახლდათ, შეუძლებელი იყო, ვერ გაეგო, ქალის ფუსფუსი სამზარეულოში. ალბათ, რომ არ ესმოდა, მისი ქცევები ოდნავ უხეში და ხმაურიანი იყო ისე, ქალი ვერც კი ხვდებოდა. ქათმებისთვის საკენკის მიყრით იწყებდა დილას ახლად გათენებულზე. სანამ ჯერ კიდევ სიგრილე იყო, რწყავდა ყვავილებსა და პატარა ბოსტანში თავისივე ხელით მოყვანილ ბოსტნეულს. შემდეგ დაატრიალებდა ხოლმე შესანიშნავ სურნელს მთლიან სახლში. ძალიან ბევრს აცხობდა, ხშირად ტკბილ ორცხობილებსა თუ კრემიან ფუნთუშებს. კონდიტერის ქალიშვილი გახლდათ, ბავშვობიდან ჰქონდა ურთიერთობა ტკბილეულთან, გათხოვებამდე ერთ პატარა საკონდიტროშიც მუშაობდა და ვერც სიბერეში ეშვებოდა ამ მეტად ტკბილ საქმეს. თვითონ კი არ ჭამდა, იშვიათად, რომ ტკბილი მოსდომოდა და თურქული ჩაისთვის მიეტანებინა პატარა ნაჭერი, მაგრამ ჩვევად ჰქონდა მზადება. ეზოში მეზობლის შვილიშვილს თავი რომ შემოეყო შემთხვევით გადმოვარდნილი ბურთისთვის, ბავშვს ტკბილის გარეშე ხომ არ გაუშვებდა აქედან. შუადღის ძლიერ სიცხეში ტელევიზორის წინ ხან ქსოვდა, ხანაც თეჰიონთან ერთად ჭადრაკის თამაშით გაჰყავდა დრო. რამდენჯერმე ჯონგუკიც ეთამაშა, თუმცა ვერცერთხელ მოუგო. რა ეგონა, თვითონ თამაშის აზრზე მხოლოდ ამ დღეებში მოვიდა ბებია-შვილიშვილის ყურებისას, მანამ არც არასდროს ეთამაშა. ჯონგუკი, როგორც დააკვირდა, დიდი მშრომელი იყო მოხუცი და ის ფაქტი, რომ არც ესმოდა და არც ლაპარაკი შეეძლო, ხელს საერთოდ არაფერში უშლიდა მას. საღამოობით გავიდოდა ხოლმე უბანში, დიდი კაკლის ხის ქვეშ საგანგებოდ შეკრულ სკამზე ჩამოჯდებოდა და გაჰყურებდა მტვრიან გზაზე ტალახიანი ხელებით მოთამაშე მეზობლის პატარა ბავშვებს. ხშირად არც მარტო იჯდა იმ სკამზე, გამოიშლებოდნენ ხოლმე საღამოს საქმის დასრულების შემდეგ ქალები და მზესუმზირით ირთობდნენ თავს. ისიც შენიშნა ჯეონმა, რომ ამ პატარა სოფელში, უფრო სწორედ, ამ უბანში ჟესტების ენა ასე თუ ისე ესმოდა ხალხსაც და თუ ჰეჯინს რამეს მაინც ვერ აგებინებდნენ, ტელეფონზე აუკრეფდნენ ხოლმე სათქმელს. ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი იყო აქ ყველა. ჯონგუკს უკვე ძალიან კარგად ესმოდა, რატომ იყო ნეითირი ასეთი კეთილი, შეუძლებელი გახლდათ აქ გაზრდილი სხვანაირი ყოფილიყო. ჯონგუკი იმასაც მალე შეეჩვია, რომ ბებია ხშირად აკვირდებოდა ბიჭს სახეზე, მის სიტყვებს ტუჩების მოძრაობით კითხულობდა და ეს თავიდან თუ დისკომფორტს ჰგვრიდა, მერე უბრალოდ ამისთვის ყურადღების მიქცევაც შეწყვიტა. ბამი, ოჰ, ამ ცელქ ძაღლთან რომ ატარებდა დროს, თავს ძალიან კარგადაც გრძნობდა. თვითონ არ ახსოვს როგორი იყო ბებია-პაპის სოფელი, მაგრამ ალბათ ასეთივე კარგი, როგორიც ეს. ჯონგუკს მთელი კვირა დასჭირდა იმისთვის, რომ აქ არსებული სიტუაცია შეესწავლა და გადაექექა ყველა კუთხე, თუმცა, სანახავი და გასაგები აქაურობაზე მაინც ბევრი დარჩენოდა, როგორც თეჰიონმა უთხრა.

ℎ𝑜𝑚𝑒 𝑡𝑜 𝑦𝑜𝑢 - 𝑘.𝑡ℎ ☆ 𝑗.𝑗𝑘 Where stories live. Discover now