21.

181 31 66
                                    

ჯონგუკისთვის აქამდე არასდროს არავის გამოეჩინა ასე ღიად ინტერესი და ახლა თეჰიონი, მხიარული, სიმპათიური, მზრუნველი ბიჭი არცერთ შანს უშვებდა ხელიდან იმისთვის, რომ უმცროსისთვის საკუთარი მოწონება ეჩვენებინა ყველა შესაძლო გზით. ძალიან დიდ არეულობად იყო ჯონგუკი ნაქცევი. შეიძლება თვითონ კიმისთვის ის ყოფილიყო იმ გადაშლილი წიგნივით, რომლის წაკითხვაც ერთობ დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა ბიჭს, მაგრამ ჯეონს უბრალოდ არ შეეძლო საკუთარი თავის, საკუთარი გრძნობების გამოცნობა და ეს ყველაფერს ართულებდა. აქამდე არასდროს ეფიქრა ვინმეს მოწონებაზე, შეყვარებაზე იმ გზით, რომელზე ფიქრიც ახლა ერთიანად ურევდა გულ-მუცელს და ეს საკმაოდ სასიამოვნო იყო. როცა ქერას სიახლოვეს მისი ანცი გული საგულედან ამოხტომას ლამობდა, კიმის სურნელი თავბრუს ხვევდა გაზაფხულზე საკურას ყვავილით გაჟღენთილი ჰაერივით, ჯონგუკი უბრალოდ ნატრობდა, რაც შეიძლება ნელა გასულიყო დრო, სულაც გაჩერებულიყო ის. არ დასჭირვებია იმის გაგება, მოსწონდა გოგოები თუ ბიჭები, იქნებ ორივეც, მაგრამ ყველაფერი თეჰიონით დაიწყო და ამის იქით აღარაფერი ჩანდა. თეჰიონთან შესადარებლად მას არ ჰყავდა საერთოდ არავინ, არც გოგო და არც ბიჭი. იქნებ მისდამი მადლიერების გრძნობაა ის, ამ ერთადერთ გულს გაგიჟებამდე რომ მიჩქარებსო, ერთი პერიოდი ამასაც ჯიუტად იტენიდა თავში, მაგრამ ეგ რომ სრული აფსურდი გახლდათ, მალევე გაიგო. თეჰიონთან წელიწადის ორი სეზონის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა. წვიმიან გაზაფხულზე ჯონგუკში გრამი მოწონება არ ყოფილა უფროსის მიმართ, მოწონება იმ გაგებით, წყვილს შორის რომ იბადება. ზაფხულის ამ მცხუნვარე დღეებმა კი კიმის მაცდურ მზერასა და ნიავს მოყოლილ საშინლად სასიამოვნო მის სურნელთან ერთად მოიტანა მისდამი გრძნობები, გრძნობები სწორედ იმ გაგებით, ჩვენ რომ ვიცით. მადლიერება სწორედ ის იყო, რასაც პირველი რამდენიმე თვე გრძნობდა, ახლა კი ყველაფერი სრულიად განსხვავებული გახლდათ.

ℎ𝑜𝑚𝑒 𝑡𝑜 𝑦𝑜𝑢 - 𝑘.𝑡ℎ ☆ 𝑗.𝑗𝑘 Where stories live. Discover now