თავი 1

120 22 16
                                    


არცერთი ომეგისთვის ცხოვრება ადვილი არ არის. ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ომეგებში მხოლოდ ორსულობის დანიშნულებას ხედავენ. ომეგებს ხშირად არაფრად თვლიან, მაგრამ ყველა ასე არ ფიქრობს. რა თქმა უნდა, როგორც ყველაფერში, აქაც ორად იყოფა საკითხი.

არიან ალფების კატეგორია, რომლებიც ომეგებს ისე ექცევიან, როგორც ფაიფურის თოჯინას: უფრთხილდებიან, თავს ევლებიან და ყველაფერს აძლევენ, რაც უნდათ. "ეჰ, მეც მეყოლება ნეტავ ისეთი ალფა?" - ვფიქრობ მე.

ნაიარევები და ჩალურჯებები ისაა, რაც ჩემს სხეულზე ყოველდღიურად ჩანს. გამარჯობა, მე პაკ ჯიმინი ვარ, 17 წლის ომეგა, რომელიც ძალადობის მსხვერპლია მამისგან. მას შემდეგ, რაც მამა ომეგა გარდაიცვალა, ჩალურჯებები, ქამრით ცემა და შიმშილი ჩემი ცხოვრების ყოველდღიურობა გახდა. ის უკვე 8 წელია გარდაიცვალა, ხოლო მამაჩემი მის გარდაცვალებას მე მაბრალებს. რატომ, არ ვიცი, მაგრამ ის მე მიცავდა და ამ დროს გარდაიცვალა.

••••

გათენდა კიდევ ერთი ტანჯული დღე. ზაფხულია და საშინლად ცხელა. მე კი ამ სიცხეში ისევ გრძელმკლავიანებს ვიცვამ. ყველა გაკვირვებული მიყურებს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. იმედია, ამ ყველაფერს ერთ დღეს თავს დავაღწევ. სულ რაღაც ერთი წელი და გავიქცევ აქედან შორს, მისგან შორს, წარსულისგან შორს, ახლოს მომავალთან.

დღეს ისევ ის ფულიანი ალფა მოდის ლექციის ჩასატარებლად. ყოველ წელს ერთ ლექციას გვიტარებს. ყოველთვის რაღაცნაირად მიყურებს, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ. ლექციის მერე მოდის და ცდილობს, დამელაპარაკოს, მაგრამ მე ყოველთვის გავურბივარ; შარი ნამდვილად არ მინდა.

მოვემზადე და წავედი სკოლაში. სკოლაში ბევრი მეგობარი არ მყავს, ბევრიც არა, არც არავინ მყავს - უბრალოდ "გამარჯობა" და "გაგიმარჯოს".

არ ვიცი, ჩემს საჯდომს რას ერჩიან ეს ალფები, სულ დამშეულები მიყურებენ. რაში ჭირდებათ ჩემნაირი იდიოტი ომეგა ცხოვრებაში?

დიდ დარბაზში შევედი, ადგილი დავიკავე და ლექციაც დაიწყო.

მიესალმეთ დიდებულ ჯეონ ჯონგკუკს. დიდებული, კუნთიანი ალფა ტატუებით და პირსინგებით. შავი კლასიკური შარვალი აცვია, ზედ კი მოკლემკლავიანი შავი მაისური, რომელიც სხეულს მაგრად აკრავს. ხელზე საათი უკეთია, ხოლო პიჯაკი ხელზე გადაგდებული აქვს.

ოთახში შემოსვლისთანავე თვალების ცეცება დაიწყო. როგორც კი დამინახა, გამიღიმა და თვალი ჩამიკრა შეუმჩნევლად.

მიშველეთ ვინმემ, არ მინდა! ნუთუ მასაც არაფრად ვუჩნივარ? აზრი აქვს მასთან ურთიერთობის დაწყებას? დამაკარგვინებს ვაჟიშვილობას და მომისვრის...

••••

ამ სკოლაში ლექციის ჩატარება ყველაზე მეტად მიყვარს და ამის მხოლოდ ერთი მიზეზი არსებობს - მიზეზი სახელად პაკ ჯიმინი. ომეგა ღვთაება. ისეთი ლამაზია, სათუთი, შეუხებელი; ხელის შეხებითაც კი შეიძლება გატყდეს, გაბზარდეს, აი, ისეთი.

ოღონდ ის მყავდეს ცხოვრებაში და რას არ დავთმობდი. თოჯინასავით გავუფრთხილდებოდი, ყველაფერს მივცემდი, რაც უნდა. მაგრამ არა, პატარა, ფუმფულა, ჯიუტი ომეგა, რომელიც არ ნებდება და არასდროს მელაპარაკება. ოხ, მინი!

დარბაზში რომ შევედი, მისი მოძებნა დავიწყე. ისე საყვარლად იჯდა თავისთვის, გავუღიმე და თვალი ჩავუკარი.

ერთი დიდი წინაღობა არსებობს, წინაღობა არა, უფრო კითხვის ნიშანი - ამ 40 გრადუს სიცხეში გრძელმკლავიანი რატომ აცვია და ხელებს ასე რატომ მალავს? ეს საიდუმლო ჯერ ვერ ამოვხსენი. ყველაფერი მოვიძიე მის შესახებ, მაგრამ ეს ვერ გავარკვიე. რა გჭირს, პაკ ჯიმინ, რას მალავ ასე სათუთად და რა განადგურებს შიგნიდან? ან ვინ?

როგორც კი გავუღიმე და თვალი ჩავუკარი, დაიმორცხვა და გაწითლდა. ნეტავ შემეძლოს მისვლა და ჩახუტება, რათა დავუკოცნო სათითაოდ ყველა ადგილი, მაგრამ ვინ მაძლევს ამის შანსს?

---
იმედია მოგეწონათ დილით უკვე წაკითხული იყოს იცოდეთ.ელემენტარული პატივისცემა გამოიჩინეთ და დაავოუთეთ და დააკომენტარეთ ჩვენთვის ავტორებისთვის ესაა მოტივაცია ძალიან მინდა ამ ფიკს დასასრული ჰქონდეს და ნუ მანანებინებთ მის დაწყებას. აქტივი არ იქნება და არ იქნება შემდეგი  თავი.

ScaresWhere stories live. Discover now