ავღსდექი მკვდრათ და ახალი თავი მოგიმზადეთ.მოგიმზადეთ რა დაწერილი მქონდა ნახევარზე მეტუ და დამთავრება მეზარებოდა აბა მოემზადეთ და დაცხეთ ჯონგუკს.ეჰ კიდე რეები ელოდება პატარა ომეგას👀
---
გზაში, ჯონგუკი წამითაც არ წყვეტდა ჯიმინის მდგომარეობის შემოწმებას, ხომ კარგად იყო. მისი მგელი კი აფორიაქებული იყო — ერთადერთი, რაც დაამშვიდებდა, მისი ომეგა იყო. სახლში მისვლისას, ალფამ ომეგა ფრთხილად აიყვანა ხელში და სახლში შეიყვანა, შემდეგ კი ტახტზე დააწვინა. მისი ზომის არაფერი ჰქონდა, ამიტომ თავისი დიდი მაისური გამოიტანა. ომეგას მაიკა აუწია, და თვალები ნელ-ნელა უშეშდებოდა. გაურკვევლობაში იყო. მაიკა მთლიანად გახადა და უყურებდა მის ომეგას სხეულს, რომელიც დალურჯებებითა და შრამებით იყო სავსე.
ჯონგუკი ნელ-ნელა მიხვდა, რატომ ეცვა შუა ზაფხულში ჯიმინს გრძელმკლავიანი მაისური და რატომ დადიოდა ყოველთვის შარვლებით. მისი ალფა შინაგანად გრძნობდა ომეგის ტკივილს. ყველაფერს თავზე ატარებდა და გრძნობდა, რა ტკივილს განიცდიდა მისი ომეგა. ალფა კი შინაგანად ზმუოდა და ყმუოდა, უნდოდა გაენადგურებინა ის ადამიანი, ვინც ეს დაუშავა მის ომეგას.
ახლა ამის დრო არ იყო. ტანსაცმელი გახადა და თავისი მაისური ჩააცვა. ამ ყველაფერზე დილით დაელაპარაკებოდა, მაგრამ ის, რაც ნამდვილად იცოდა, იყო ის, რომ ომეგას სახლში აღარ გაუშვებდა და თავისთან დაიტოვებდა.
---
მზის სხივებმა შემოანათა ოთახში. ომეგა მთლიანად იყო ალფაზე აკრული, ხოლო ალფას მჭიდროდ ჰქონდა ხელები შემოხვეული მის წელზე, ისე, თითქოს რაღაცისგან ან ვიღაცისგან იცავდა.
ომეგა შეიშმუშნა. ცხვირი აათამაშა და ალფას ხელებიდან გამოუსხლტა. ალფამ იგრძნო და გაიღვიძა. ერთმანეთთან ცოტახნით უყურებდნენ თვალებში. ომეგა ხვდებოდა, რომ მისი ალფა ყველაფრის ახსნას მოითხოვდა, ამიტომ პირდაპირ საუბარი დაიწყო.