💫²

119 17 1
                                    

-ის რა იდიოტია?
-რა მოხდა?
-წარმოიდგინე მოვიდა და მეკითხება როგორ გავიგო ჩემი ომეგა არის თუ არაო.
-მოიცა შენ არ ხარ მისი ომეგა?
-კი და ის მოდის და რაღაც სისულელეებს მეკითხება.
-კარგი რა დაწყნარდი.შენ რა უთხარი?
-არაფერი.
-ვერ უთხრაი? "ჰეი იდიოტო ეს მე ვარ შენი ომეგა და არა ის ვიღაც ბოზი!" აი ასე უნდა გეთქვა.

ჰოსოკა გაეცინა და ძმას გვერძე მიუჯდა, შემდეგ კი მხარზე თავი ჩამოადო.

-ეს არ არის მარტივი სათქმელი.
-ვიცი ჰოს,მაგრამ როდისმე მაინც მოგიწევს მასთან ამ თემაზე ლაპარაკი.
-ვიცი,ვიცი მაგრამ მეშინია. შენ ჯონქუქთან რას შვები.

ჯიმინი გაჩუნდა და ჰოსოკს არაფერი უპასუხა.

-ფსიქოლოგთან კიდევ დადიხარ?
-არა. აღარ მინდა ის ვერ მიგებს,მხოლოდ რაღაც ყლეობა წამლებს მიწერს რომლებიც მხოლოდ ძილში მეხმარება.

ჰოსოკმა ამოიოხრა და ჯიმინს ხელები მაგრად მოხვია.

-არაუშავს,დამიჯერე დროსთან ერთად ყველაფერი გაივლის.
-უკვე წლები გავიდა ჰოსოკ მაგრამ არაფერი იცვლება. მე არ შემიძლია ჯონქუქთან ურთიერთობა დავიწყო. დარწმუნებული ვარ როდესაც ყველაფერს გაიგებს უბრალოდ მიმაგდებს და სხვა უფრო ლამაზ და წესიერ ომეგას იპოვის ვიდრე მე ვარ. თან მე ჯერ კიდევ ვერ ვენდობი ალფებს, შენც კარგად იცი რომ რაღაც დროს მამასიც მეშინოდა.
თან როდესაც ჩემი ცხოვრების მხოლოდ შვიდი წელი მახსოვს და არ ვიცი რა ხდებოდა  ჩემს ცხოვრებაში ათი წლის განმავლობაში ძნელია ძალიან.

ჰოსოკმა ძმას ნაღვლიანი სახლით შეხედა შემდეგ კი ადგა და სამზარეულოში გავიდა.

-ყავა გინდა?
-არა გვიანა უკვე.

ჯიმინი თავის ოთახში ავიდა და დასაძინებლად გაემზადა,მართალია ჯერ ძილისთვის ადრე იყო მაგრამ ჯიმინი ემოციურად იმდენად იყო გადაღლილი რომ დაწოლის თანავე დაეძინა.
12 საათი იყო როცა ჯიმინს წარსულის კოშმარი დაესიზმრა და შიშისგან წამოხტა.
დაძინება ვერაფრით ვეღარ შეძლო ამიტომ თავისი და ჯონების საერთო ეზოში ჩავიდა და ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდა სიგარეტს მოუკიდა და თან შიგადაშიგ სიცივისგან ახველებდა. უკვე მესამე ღერს ეწეოდა როდესაც იგრძნო მხრებზე რაღაცა მოაფარეს, როდესაც უკან გაიხედა ჯონქუქი დახვდა.

My sexy teacherWhere stories live. Discover now