1 - დასაწყისი

91 9 15
                                    

კიმ სოლ

,,სოლიიი ადექიიიიი"

დამყვირის დედაჩემი, ახხ მეზარებაა

,,ცოტა ხანიც რაა"

,,ძვირფასო სკოლაში გაგვიანდება"

,,რატომ დაიწყო ისევ ეს ტანჯვა? ხომ ვცხოვრობდი ჩემთვის კარგად არდადეგებზეე"

ვწუწუნებდი, მაგრამ მაინც ნახევრად მეძინა

,,სოლი ადექი აგვიანებ, პირველივე დღეს უნდა დააგვიანო?"

,,ჩემო ლამაზოო, ჩემო საყვარელოო"

მე და ჩემი აფირისტობები დედაჩემი რომ მოვთაფლო.

,,არ გაგივა, ადექი!"

,,კარგი ხოო"

ძალით ვდგები, პირველ რიგში დედიკოს ვეხუტები და ლოყაზე ვკოცნი, მოსწონს ასე როდესაც ვაკეთებ.

,,ბატო მოემზადე და გავიდეთ"

ისიც ლოყაზე მკოცნის და ოთახს ტოვებს

მეც სხვა რა გზა მაქ?

იქვე საკიდიდან სკოლის ფორმას ვიღებ რომელიც გუშინ დედამ ისევ ახალს დაამსგავსა, ისე გამოიყურება თითქოს მთელი 3 თვე უბრალოდ კარადაში მიგდებული არ მქონოდა, დედაჩემს ანგელოზს ტყუილად არ ვეძახი.

სწრაფადვე აბაზანაში შევდივარ და ვიცვლი, ფორმას ვიცვამ, თმას ვიკეთებ და დილის ჩვეულ რუტინას ვუბრუნდები.

სიმართლე რომ ვთქვა ამ ფორმას ვერ ვიტან, საერთოდ რომელიმე ჩემი გოგო სკოლელი იტანს? ძალიან მოკლეა რაც დისკომფორტს გვიქმნის, ამასთანავე ყველა ბიჭი დახამებული თვალებით გიყურებს, საშინელებაა.

მაგრამ მე ვერ მიბედავენ, მოსიარულე შარი ვარ, 2 წამიც საკმარისია ვინმემ რაიმე ცუდი მითხრას უკვე მაგარ შარშია, დეიდასგან მსმენია რომ ამაში მამაჩემს ვგავარ, რაც არ უნდა მძულდეს მადლობა მას ამ თვისებისთვის, ძალიან მადგება.

ასევე საკუთარი დაცვაც მყავს, სო მინგი, ოდნავ რაიმე ზედმეტი მოუვიდეთ ჩემთან მიმართებაში და გობლინივით ჩემთან ჩნდება, მიცავს და მერე ამით ფულს მართმევს

წლების შემდეგ / M.YGWhere stories live. Discover now