Joke of the April 1st

34 3 2
                                    

ღამე მძიმედ ჩამოწვება, მე კი მესამე საათზე ჭიქას არავის მივუჭახუნებ, რადგან ფასი გაქვს ტიტებზე მეტი. სასმლით გავბრუვდები, რადგან შენ აღარსად ხარ... ჰაერში გაიფანტა შენი სახელის უხეში ბგერებიც, სახეს კი თრთვილი მოედო და პირველად ჩემს მიფურთხებულ, არტისტულ და კვამლიან ყოფაში, ზამთარს ვუკრთი უშენობით შეცბუნებული. თავს, რომ ვიმარტოხელებ და კანკალს ამატანინებს, ხოლმე, სასაცილო ღერებს ვაბოლებ, რადგან შენ ხარ მათ მიმართ ზიზღით ნასაზრდოები, ხოლო განცდა უშენობის მაიძულებს აღვძრა გრძნობა, რომელიც გულს მათრახს ოცდაცხრამეტჯერ გადასცხებს და შენს შარავანდედზე ილოცებს, რადგან თვალთახედვის არეში ვეღარ მხვდები.
არსად იზრდება არტი გარდა შენი მტუმბავისა, რადგან ხარ ხელოვანი, რომელიც შაქარივით წამალია მომბოდველი სიცხისა და ბნედის დროს (თავადაც იცი, რომ შენით დამთვრალს ბავშვივით მეძინებოდა)... სახეს ცრემლები დამისერავენ, რადგან შენი ხელები ვერ მეფერებიან და ცივი ტალღით დანესტილ კლდეს მანარცხებენ, თითქოს ოჯახი გავუმწარე. მწარეა კაეშანი, რომელიც ენასაც კი მუცელში მაბრუნებინებს და გონდაკარგული, ისევ კვამლში გახვეული და ტკივილისგან გამოყრუებული ოთახის კუთხეში მამაჩემს ძირფესვიანად ვაგინებ. ფურცლებზეც ვეღარ ვგლოვობ, რადგან სათითაოდ ყველა დასვარა იმ ყვავილის წვენმა შენ, რომ მიმახსოვრე, თავხედო!
თუ გეტყვი, რომ ჩემზე იძალადეს, მშველელად მომევლინები? სიგიჟისგან თმასაც ვიგლეჯ და სახეში ვირტყამ, რადგან ვერ ვეკარები მზეს, რომელიც შენმა ღამურა თავმა შემაჯავრა. მთვარე ახლაც მხედავს შენს სიყვარულში ჩაკარგულს, ხოლო მისი შემდეგი ამოსვლა თვრამეტ საათსა და ცამეტ წუთში დაგვლოცავს ჩვენ - აგონიაში ჩაკარგულ, თავდაჯერებულ ბავშვებს, რომლებიც ერთმანეთის პირებით ბრუვდებიან, სანამ, რომელიმე არ გაიხურავს დედააფეთქებულ კარს და არ დატოვებს მეორეს სასმლის და დიმედროლის იმედზე... ქემელს რბილში ვეწევი, რადგან შენსავით ტვინს ხვრეტს, მე კი შენ მენატრები ბავშვობის სიზმარივით, რომელიც არ ვიცი საიდან გამოიწოვა ჩემმა ტვინმა სამი წლის ასაკში, მაგრამ მამაჩემი მაგან, მაინც მანახა.
თუ მომძებნი, თეთრ კაბებში ან დიდ ჯინსებში, შენზე ფიქრით მომღიმარს, მაგრამ მოძალადე კლიენტზე შეყვარებული მეძავივით ცრემლმორეულს მიპოვი (მამა არც მაგას ყავს). თმა, როგორც ყოველთვის არეული მექნება და ტუჩსაცხი ამდენი მოწევისგან პირზე ცხიმივით შემეზილება (რადგან, შენი პირი აღარ ემსახურება მის საკუთარზე გადატანას). ხომ იცი, სოფისტებს ტყუილები გვიყვარს, სიმართლეში ამოვლებული, მაგრამ ამ წამსვე გავეხლიჩე მეხს და ავარდნილიყოს კვამლი გამგუდველი, მე თუ შენთან სიტყვა გადაბრუნებულად მეთქვას! ჩემი ცხოვრება წაიღე, ჩემი ყოველი წაიღე, ოღონდაც შენს თავს ნუ წამართმევ, რადგან ყოველში ერთი ხარ ჩემს პაზლზე მომრგები! სიკვდილს ხომ ვარდისფერი გზები აქვს? ოღონდ შენ გამიყენე მაგ ბილიკს და ბოლომდე გამოგყვები, სულ, რომ თმით მიმათრიო ვოლანდის ფეხების დასაკოცნად.
ტრფობის მორევში ისე ვიძირები, შენც თან უნდა გადმომყვე თუ გინდა, რომ გადავრჩე, რადგან თავადაც ვიცი, რომ შენი თვალის სინათლე ვარ, რომლის ბრწყინვალებასაც ისე უკრთი და ემორცხვები, რომ ხეებს უკან ემალები და შენს ტყესავით თვალებში, ეს ხეები ულევად არს დაბადებითვე, ისევე, როგორც ჩემს გულში ადგილი შენი ტყისთვის, რომელშიც ის ველური ჟოლო იზრდება, რომლითაც თავს გავიტიალებ, როცა შენი სიცხე მომაკლდება. ტყვია შუბლში დამახალე თუ შვებას მოგგვრის, მაგრამ გაქცევა ჩემგან, როცა გხედავ, შეგიგგრძნობ და გეტრფი, იმაზე მეტადაც, ვიდრე მეზიზღება საკუთარი ტყავი, ეს უკვე მეტისმეტია...
ნამწვების ფანჯრიდან ფანტვას მივეჩვიე. ვცდილობ შორს ვისროლო, რომ მერე ჩემი თავში ავარდნილი მოთქმა ისევ კოცნით გადაფარო, რადგან ჩემი პირი იმაზე მეტ სიტყვას ადენს ემოციის მდინარით, ვიდრე ტვინს შეუძლია დატევა. ბევრს ვეწევი, მაგრამ კბილებზე სიგარეტის სუნი არ დამყვება... ტკბილი გემო, რომ მაქვს ალბათ უწყი, მაგრამ ეგეც შენია, სულელო. შენმა პირმა გადმომდო და ახლა ვრჩები ასე, მხოლოდ ამ ტროპიკული გემოების იმედად.
სიბნელეში გეძებ, მე ყრუ-მუნჯი, რომელიც ვერც შენს გულის ფეთქვას გაიგონებს და ვერც სახელს დაიკივლებს შენსას. მუხლებზე ვეცემი და ღმერთს ვევედრები, დამიბრუნოს სატრფო, რომელიც სიცოცხლეს კი არა დედამოტყნულ ფილოსოფიასაც მირჩევნია და მე ამ ზემოხსენებულში მეტისმეტადაც კი შევდივარ! წამალი ხარ თუ ნაყენი, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია - ხარ. თან მწარე კი არა თაფლზე ტკბილი თქო, უკვე გითხარი, მაგრამ ის თუ ვიღაღადე რაოდენ ხარ გამაყუჩებელი იმ სევდის, რომელიც ჩემში სახლობს, მხოლოდ იმიტომ, რომ თვალებში მიცქერ და კანზე მზერით მეფერები? სიტყვა უძლურია, მაგრამ გულის ამბავს მხოლოდ პირი თუ იტყვის, რაც ჩემნაირი (უზნეო, რომანტიკული ბავშვებისთვის) სასიცოცხლოდ საჭიროა, მაგრამ ოღონდ შენ იყო და სუმთლად შეაკავე ის კორიანტელი, რომელიც ჩემი ბაგედან სისხლისფრად ედინება (ამას, როგორც იზამ - თავად უწყი).
კარს იქით არაფერია გარდა ჩემი გულისა, რომელიც სისხლს თუ ტუმბავს - ისიც შენთვის.

It's the loss and the grief and the love I'll forever live with ...

Remedy Where stories live. Discover now