1 თავი

4 1 0
                                    


ადამიანს, ცხოვრებაში შესაძლებელია ბევრი რამ დაატყდეს თავს, მაგალითად სიყვარული.

ერთი შეხედვით და გაგებით სიყვარული უწყინარი სიტყვაა, მაგრამ რა შეიძლება გამოიწვიოს ამ სიტყვამ?

არ იცით?

მე ვიცი!

როდესაც ადამიანი გიყვარდება გსურს მთელი ცხოვრება მასთან გაატარო, ყოველ დილით მისი კოცნა გაღვიძებდეს, მისი თბილი სიტყვები, რომლებსაც შეუძლია რთულ მომენტშიც კი გაგაღიმოს და გულში სითბო ჩაგეღვაროს...

მოკლედ რომ თქვათ გსურთ მთელი შენი ცხოვრება მასთან დააკავშიროთ.

14 წლის ვიყავი როდესაც პირველად შემიყვარდა ბიჭი პაკ ჯიმინი და ის დღემდე მიყვარს მიუხედავად იმისა რომ მას ოჯახი აქვს, ცოლი ყავს... 10 წელია ჩემი გული მხოლოდ მისთვის ფეთქავს...

დღემდე მახსოვს მისი პირველი გამოხედვა თუ როგორი თბილი იყო ჩემს მიმართ

ყველაფერი იმით დაიწყო რომ საცხოვრებლად დობონის რაიონიდან სეულში გადავედით. ბინაში, სადაც ჩემს მოპირდაპირე ჩემი პირველი სიყვარული ცხოვრობდა ჩემზე ხუთი წლით დიდი. ერთი წელი ვმეგობრობდით შემდეგ სიყვარულში გამოვუტყდი ისიც გამომიტყდა ერთად ოთხი წელი ვიყავით ჩემსა და მის მშობლებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

ერთ საღამოს კი გამომიცხადა რომ სხვა შეუყვარდა და მისი ცოლად მოყვანა უნდოდა

და ეს გოგო კი ჩემი საუკეთესო უკვე ყოფილი მეგობარი იყო. ვამჩნევდი თუ როგორ უყურებდა ხოლმე მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი მეგონა რომ მეგობრულად აკეთებდა იქამდე სანამ არ გამომიცხადებდა რომ ცოლად მოყავდა ჯიმინს

ჩემი რეაქცია ხომ წარმოგიდგენიათ? საშინელ დღეში ჩავვარდი ჩემი პირველი სიყვარული და საუკეთესო მეგობარი ერთმანეთთან ქორწინდებოდნენ...ჯიმინს  ვუთხარი რომ მიყვარდა და ცხარე ცრემლებით ვტიროდი ის კი უკან მოუხედავად წავიდა და დამტოვა იმ ადგილას, რომელსაც ჩვენს ადგილის ვუწოდებდი...

// პირობა //  J.M.PWhere stories live. Discover now