Kiss from the Sun princess

4 1 0
                                    

სკოლის ბოლო დღეებია.ზაფხულის არდადეგები რამდენიმე დღეში დაიწყება.სკოლა ნახევრად ცარიელია..
დასვენებაა.კლასში ქაოსია და რათქმაუნდა,ყურადღების შუაში ჰარი აღმოჩნდა.16 წლის, ცოტა თავხედი ბიჭი.არა ზეციური,ზღვის ფერი თვალებით და მუქი ყავისფერი,ბზიალა აჩეჩილი თმებით.
დაკუჭულ ფურცლებს აქეთ-იქით ისროდნენ,როცა კლასში მასწავლებელი შემოდის და ჰარიმ ზუსტად სახეში გაარტყა.
-რა ხდება აქ?!მერამდენე კლასში ხართ?!-უკვე გაწითლებული კიოდა ქალი,თითქოს ადრე თუ გვიან წინდებიდან ამოვარდება.
ჰარის ჩხუბი აღარ დაუწყო.იცოდა,რომ არც ერთ მის სიტყვას ტვინში არ შეუშვებდა.
-კლასი მიალაგეთ და გაკვეთილზე ადით,ჩქარა!-ბოლოს დაამატა და ისეთივე აწითლებული გავიდა კლასიდან.
ხარხარი ატყდა.ყველას ფეხებზე ეკიდა კლასის დალაგება.აკრიფეს თავისი ნივთები და ისეთივე ხარხარით გავიდნენ კლასიდან.
-ჰარი,მოდიხარ?-ერთ-ერთმა ბიჭმა იკითხა სანამ გავიდოდა.
-ჰო,ერთ ღერს მოვწევ და მოვალ)-გაიღიმა და ღერი ამოიღო შეკვრიდან.
-ნელა,ძმაო,ვინმე არ შემოგივარდეს
-შემომივარდეს მერე))-კბილებით დაიჭირა სიგარეტი,წაუკიდა და ისევ გაუღიმა...
       
                                  ***
სიგარეტს ვეწეოდი.ფანჯარასთან ვიდექი და მავნე ბოლს გარეთ ვუშვებდი.აი,ჩაქვრა ეს ერთი ღერიც და ესეც გარეთ ვისროლე.
კლასიდან გამოვედი.სკოლა ცარიელი იყო,რადგან ყველა კლასებში იყო,გაკვეთილებზე.მზე კაშკაშებდა და შიგნიდან მთლიან დერეფანს ანათებდა.
თვალებში შემომანათა მზემ.ხელი ავიფარე სახეზე და უცებ წინ ღია კლასი დავინახე.მაქედან მზე განსაკუთრებით ანათებდა.ვერ ავუვლიდი,ისე მიზიდავდა.ჯერ ფრთხილად შევიხედე,შემდეგ შევაბიჯე.ორივე ფანჯარა ღია იყო და გარედან ხმაური შემოდიოდა.მერხების შუაში ნელა გავიარე და...იატაკზე გოგო წევს?!
კი,იატაკზე გოგო წევს.ოქროსფერი,ცოტა კულულა თმები ჰქონდა.თეთრი, მოკლე კაბა,წითელი მაისური და ტუფლები ეცვა.ბევრი ოქროსფერი სამკაული ეკეთა.უამრავი სამაჯური,ბეჭდები ყველა თითზე,ყველანაირი სიგრძის ყელსაბამები და საყურეები დახვრეტილ ყურებში.ცხვირიც გახვრეტილი ჰქონდა.მგონი "სეფტუმი" ჰქვია.თვალები დახუჭული ჰქონდა და "მოკუნტული" იწვა მუცელზე.არ ვიცი რატომ,მაგრამ მეც გვერდზე,ზურგზე დავუწექი.მზე ანათებდა?ეს გოგო ანათებდა.თითქოს თვითონ არის მზე...ოქროსფერი თმის ღერი სახეზე დაეცა და ისევ ვამბობ,არ ვიცი რატომ,არ ვიცი საერთოდ რატომ დავუწექი და რატომ ვუყურებ ამ მზე-გოგოს.ხელი თვითონ ნელა წავიდა მის სახესთან და თმის ღერი ისევ ყურზე გადავუწიე.
-გამარჯობა)-მომწვანო-მოყავისფრო თვალები გაახილა,შემომხედა და გამიღიმა.ღიმილის დროს შევამჩნიე,რომ ლაგამიც აქვს გახვრეტილი.ისე უხდება..
-აქ ხაარ??-იგივე ღიმილით მიყურებს,ხელი ნელა გამიქნია სახის წინ,რომ აზზე მოვეყვანე.
-კი,ბოდიში..-ასეთი დაბნეული არასოდეს ვიყავი.მე და დაბნეული?კი,როგორც ჩამს მე და დაბნეული...
-აქ რას აკეთებ?
-ბოროტი ჯადოქრისგან ვიმალები)-ისევ გამიღიმა.
-ბოროტი ჯადოქრისგან?-წარბი ავწიე.
-კი,ბოროტი ჯადოქრისგან.
-მაშინ ცუდი ადგილი გიპოვნია)-მეც გავუღიმე,ვიფიქრე ღადაობს მეთქი.
-არა,ძალიან კარგი ადგილია.ხედავ როგორ ანათებს აქ მზე?-წამოჯდა და თითით აჩვენა მზეს.
-კი,მაგრამ ადვილი მოსაგნებელი ადგილია,თან კარი ღიაა.
-მაგრამ ბოროტი ჯადოქარი ვერ შემოვა ამ ოთახში,რადგან მზე აქ განსაკუთრებულად ანათებს.ის დაიწვება.
-შენ?შენ არ დაიწვები?ნახე როგორ განათებს
-სულელო,მე როგორ დამწვავს?მე მზეზე ვცხოვრობ. მე მზის პრინცესა ვარ)-და მართლაც მზესავით გამიღიმა.
-ამას ეხლა მართლა მეუბნები?-ჩამეცინა თან.
-რა თქმა უნდა!
-კარგი, კარგი)-გავუღიმე.
გარეთ მანქანების ხმა უფრო ხმამაღალი გახდა.მზე-გოგომ ყურებზე აიფარა ხელები და მისი ლამაზი ღიმილი ჩაქვრა.შეშინებული ვუყურებდი,თითქოს ადამიანი არ იყო და სხვანაირად უნდა მოექცე.თითქოს შემთხვევით მოხვდა აქ და პირველად ელაპარაკება ადამიანს.არ ვიცოდი რა მექნა,რა მეკითხა...
-დაკეტე,გთხოვ!-დაიყვირა,კედელს ზურგით მიეყუდს და მუხლებს ჩაეხუტა.მე უფრო შემეშინდა,უცებ წამოვხტი და ორივე ფანჯარა დავკეტე.
-კარგად ხარ??-ანერვიულებულმა შევეკითხე.თუმცა რა მანერვიულებდა არ ვიცი.ამ ქვეყნად არაფერი მანერვიულებდა..
-კი,უბრალოდ მე საიდანაც ვარ არ არის ასეთი ხმაური..
-და საიდან ხარ?
-მზიდან დავეცი გუშინ საღამოს,ამიტომაც   დამდევს ბოროტი ჯადოქარი...მაგრამ მალე უკან დავბრუნდები))-ისევ დამასაჩუქრა თავისი ლამაზი,კაშკაშა ღიმილით..
-კარგი,და რა გქვია?
-ჰარი,აქ რას აკეთებ?!-უცებ მასწავლებელი დავინახე კარებში.
-უნდა წავიდე.ნახვამდის,ჰარი))-მზე-გოგო ახლოს მოიწია,ცხელი ხელი კისერზე მომხვია და ნაზად მაკოცა ლოყაზე..
-ჰარი,ადექი!სულ თავში აგუვარდა რა!-გაბრაზებული მასწავლებელი თავზე დამადგა,ავხედე და ის გოგო....გაუჩინარდა..მაგრამ მისი სახელიხ არ ვიცი...
წამოვხტი და ფანჯრები ისევ გავაღე.გადავიხედე.არ ვიცი რას ველოდი..
-ჰარი რას აკეთებ?დახურე ფანჯარა!-ფანჯარა დახურა,მე კი ისევ ძირს დავეშვი და ვიაზრებდი თუ რა მოხდა.
-ჰარი,ადექი და გაკვეთილზე წადი,ამ წამსვე!
-ვაიმე,მივდივარ,ხო!რა წამიღეთ ტვინი!-შემაწუხა უკვე ამდენი "ჰარი,ჰარი!"თი.
სიტყვის თქმა არ ვაცადე,რომ ავდექი და კლასი დავტოვე.

                                  ***
აი,როგორ იქნა ზარი დაირეკა და მოსწავლეები გარეთ გამოცვივდნენ.მათ შორის ჰარი და მისი კლასელებიც.
-სანთებელა მომე,რა-პირში სიგარეტით ვეუბნები ჩემს ძმაკაცს.
-აჰა...ე,ჭორფლები გაქვს?
-ჰა?რა ჭორფლები?
-აი!-სარკე მომაწოდა და მართლაც ჭორფლები მქონია..?
-რა,არ იცოდი ამდენი ხანი?-უკვე დაცინვა უნდოდა.
-არა,ვიცოდი,როგორ არა....-მზეს ავხედე და მივხვდი,რომ მზე-გოგო მართლა არსებობს.იმედი მაქვს,ბოროტმა ჯადოქარმა ვერ იპობა და უკან,მზეზე დაბრუნდა...

Kiss from the Sun princess Where stories live. Discover now