სადაც იმედია,
იქ ყოველთვისაა გაჭირვება.
სადაც ვენახია,
იქ ყოველთვისაა მოსავალი.
სადაც სიტყვებია,
იქ ყოველთვისაა მოსაუბრე.ვფიქრობ,ვფიქრობ და გაკვირვებული ვშტერდები.
ვინ ვართ?
ვისნი ვართ?
საიდან მოვდივართ?
განა ერთნი არ ვართ?
ჩემი ხარ.
ჩვენი ხარ...
ჩვენიანი ხარ!
ვფიქრდები და ამ ბედნიერებას ყოველთვის შიშს ვაყოლებ.
შიშს რომ როცა ამას ხმამაღლა გავაჟღერებ არავინ მოისმენს.
შიშს იმისა რომ ადამიანი ყურებს დაიხშობს.
შიშს იმისა რომ ადამიანს არ მოესურვება იყოს ცვლილი.
შიშს იმისა რომ ეს ნაცნობობა კარგთან ერთად ცუდსაც მოიტანს.ვფიქრობ და ჩემ გრძნობებს ვემდური რადგან, ამ სიხარულს სულ სდევს ეს შიში, შეუმჩნევლობის.
ვემდური ხვალინდელ დღეს რომელიც სხვისთვის ცუდად თენდება.
ვემდური ამ გრძნობებს.
გრძნობებს შიშისა.სხვისი შიშისა.ვემდური უცოდინრობას.ჩემს უცოდინრობას.
უცოდინრობას განსაცდელზედა.რათა?
რადგან ვარიდო ისინი ჩემ მოყმეთ მხოლოდ შემთხვევითობით თუ მოხდება.და რა?
გგონიათ მოყმენი ჩვენნი არ არჩენენ სხვათ ამ ამაგი სიკეთით, უხვით?სიკეთე გადამდებია!
სხვათაშორის
შენი ღიმილიც.შენი ღიმილი ჩემი ღიმილია.
ჩვენი,ყველას ღიმილი.
ისევე როგორც შენი მიწაა ჩვენი.
ისევე როგორც ჩემი მიწა გეკუთვნის შენ.
ისევე როგორც ეს ყვავილები ეკუთვნით ფუტკრებს.
ასე რომ ხო...
ნუ იღელვებ განსხვავებულ დღეზე.
თუ ხელს არ გაატოკ,შენი ფიქრები ერთიანად შემოგბოჭს.
ხოდა მერე აღარ გაგიკვირდეს.დამნაშავე გრძნობით ავსილი ცრემლები იმ კვალს აღარ გააქრობს.
გახსოვდეს რომ,
კაცთმოყვარეა შენი ზემყური.
შენ კი მიზანთროპული ფიქრები მოგსპობს.ამ ნაცნობობის არ გააზრებას,
მარტოობა ზდევს გულს სამუდამო...18:58 14.09.2024
YOU ARE READING
|ფილანთროპთა სევდა|
Randomკაცთმოყვარეთა სევდა. სევდა არგათენებულ დღესა და მაცდურ თვალთადმი. განა ყველანი ერთნი არ ვართ? მხოლოდ განსხვავებული სახელით... რად არ ვინდობთ ჩვენ მოამაგეთა შვილებს, რად ვხოცავთ ჩვენს გულში მათ ხმებს? არ მესმის. მე შენი დამნაშავე გრძნობით აღსავსე...